საზოგადოებრივი
104.5 FM
ლარში ფასდადების ვალდებულება; ეკონომიკური მიმოხილვა
გამოქვეყნებულია: 2017-07-04, 22:03

რამდენად შეასუსტებს ჭარბ დოლარიზაციას ლარში ფასდადების ვალდებულება, რომელიც სრულიად საქართველოს მასშტაბით 1 ივლისიდან შევიდა ძალაში და რამდენად ეფექტიანად მიმდინარეობს ლარიზაციის პროცესი; 

ინარჩუნებს თუ არა ეროვნული ბანკი ხელოვნურად ლარის კურსს არსებულ ნიშნულზე, მაშინ როცა რეალურად ლარი უფრო მყარი უნდა იყოს და თუ ეს ასეა, რატომ არ აძლევს ეროვნული ბანკი ლარს გამყარების საშუალებას; რატომ ვერ მკვიდრდება საქართველოში ბიზნესის დაზღვევის პრაქტიკა და როგორ შეიძლება დაეხმაროს საზოგადოება მათ ვინც ე.წ. ელიავას ბაზრის ხანძრის დროს დაზარალდა და ბოლოს - როგორია ეკონომისტების გრძელვადიანი პროგნოზები ეკონომიკური ზრდის ტემპებთან და ვალუტის კურსთან დაკავშირებით ზაფხულის პერიოდში?

სტუმრები: გიორგი ცუცქირიძე–„საქართველოს ბანკების ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი; მიხეილ დუნდუა–ეკონომისტი.


დატოვე კომენტარი
არგუმენტების დრო
"არგუმენტების დრო" - არის საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუ, სადაც მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა იმ კანონპროექტების განხილვას, რომლებიც პარლამენტის მიერ საბოლოო მოსმენით ჯერ არ არის მიღებული. სტუდიაში მოწვეული სტუმრები არიან კონკრეტული კანონპროექტის ავტორი და ოპონენტი, რომლებიც განიხილავენ კანონპროექტის დადებით და უარყოფით მხარეებს. საკითხის განხილვაში ასევე, მონაწილეობენ დარბაზში მოწვეული სტუმრები: ექსპერტები, საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო პარტიის წარმომადგენლები. გარდა ამისა, გადაცემის ფორმატი ითვალისწინებს კვირის აქტუალური თემის განხილვას, რომელშიც ასევე მიიღებენ მონაწილეობას ექსპერტები, სხვადასხვა პარტიებისა და საზოგადოების წარმომადგენლები. თოქ-შოუ საზოგადოებას ხელს შეუწყობს ამა თუ იმ კანონის არსის მნიშვნელობისა და მისი აუცილებლობის გააზრებაში. აქტუალურ თემასთან დაკავშირებული გადაცემები გამოკვეთს საზოგადოების დამოკიდებულებას უმნიშვნელოვანესი პრობლემებისადმი და წარმოაჩენს მათი გადაჭრის გზებს.
 
ტელეფონი: 2 40 90 75
Facebook.com/ArgumentebisDro

1362

უახლესი