საზოგადოებრივი
104.5 FM
ენძელა მაჭავარიანის პოზიცია მიმდინარე აქტუალური პოლიტიკური თემების შესახებ
გამოქვეყნებულია: 2017-07-04, 21:39

რატომ მიიქცია საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ენძელა მაჭავარიანმა ბოლო პერიოდში მედიის განსაკუთრებული ყურადღება და როგორია დეპუტატის არგუმენტები საკონსტიტუციო რეფორმის ყველაზე საკამათო პუნქტებთან დაავშირებით; რას ფიქრობს “ქართული ოცნების” საპარლამენტო წარმომადგენელი აგდილობრივი თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებზე, როგორია პოლიტიკაში ჟურნალისტიკიდან მოსული დეპუტატის პოზიცია საზოგაგოებრივ მაუწყებელში მიმდინარე რეფორმაზე, რას ელოდება ეკლესიასთან განსაკუთრებული კავშირის მქონე პოლიტიკოსი მართლმადიდებელ პარლამენტართა ასამბლეისგან, რომელიც 2019 წელს საქართველოში გაიმართება და ბოლოს – როგორია პარლამენტის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტის პოზიცია ბოლო პერიოდში მედიაში გახშირებულ საგანგაშო მასალებთან დაკავშირებით რომლებიც საქართველოში არსებულ მძიმე ეკოლოგიურ მდგომარეობას გვახსენებს?

სტუმარი: ენძელა მაჭავარიანი – საპარლამენტო უმრავლესობის წევრი. 

დატოვე კომენტარი
არგუმენტების დრო
"არგუმენტების დრო" - არის საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუ, სადაც მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა იმ კანონპროექტების განხილვას, რომლებიც პარლამენტის მიერ საბოლოო მოსმენით ჯერ არ არის მიღებული. სტუდიაში მოწვეული სტუმრები არიან კონკრეტული კანონპროექტის ავტორი და ოპონენტი, რომლებიც განიხილავენ კანონპროექტის დადებით და უარყოფით მხარეებს. საკითხის განხილვაში ასევე, მონაწილეობენ დარბაზში მოწვეული სტუმრები: ექსპერტები, საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო პარტიის წარმომადგენლები. გარდა ამისა, გადაცემის ფორმატი ითვალისწინებს კვირის აქტუალური თემის განხილვას, რომელშიც ასევე მიიღებენ მონაწილეობას ექსპერტები, სხვადასხვა პარტიებისა და საზოგადოების წარმომადგენლები. თოქ-შოუ საზოგადოებას ხელს შეუწყობს ამა თუ იმ კანონის არსის მნიშვნელობისა და მისი აუცილებლობის გააზრებაში. აქტუალურ თემასთან დაკავშირებული გადაცემები გამოკვეთს საზოგადოების დამოკიდებულებას უმნიშვნელოვანესი პრობლემებისადმი და წარმოაჩენს მათი გადაჭრის გზებს.
 
ტელეფონი: 2 40 90 75
Facebook.com/ArgumentebisDro

1342

უახლესი