საზოგადოებრივი
104.5 FM
არასაპარლამეტო ოპოზიცია და ადგილობრივი არჩევნები; ჯანი ბუკიკიოს ვიზიტი
გამოქვეყნებულია: 2017-06-28, 21:59

რა არის კონსტიტუციის ორი მოსმენით უკვე დამტკიცებულ ცვლილებებში ყველაზე მეტად მიუღებელი “მცირე პარტიებისთვის” და უმჯობესდება თუ უარესდება ზოგადად ოპოზიციის მდგომარეობა კონსტიტუციური ცვლილებების ამოქმედების შემდეგ; აპირებს თუ არა არასაპარლამენტო ოპოზიცია შეთანხმებულ მონაწილეობას მომავალ თვითმმართველობის არჩევნებე და როგორ უნდა გავიგოთ ცალკეული ოპოზიციური ლიდერების მხრიდან მოწოდება სახელისუფლებო შენობების პიკეტირებისკენ საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენის დროს; რატომ გამოაქვს სხვადასხვა დასკვნა ხელისუფლებასა და ოპოზიციას ვენეციის კომისიის ერთი დასკვნისგან და შესაძლებელია თუ არა ჯანი ბუკიკიოს ვიზიტმა საქართველოში პასუხი გასცეს ყველა კითხვას კონსტიტუციის რეფორმასთან დაკავშირებით?

სტუმრები: კახა კუკავა – პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე; ზურაბ ხარატიშვილი – „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის“ ხელმძღვანელი.


დატოვე კომენტარი
არგუმენტების დრო
"არგუმენტების დრო" - არის საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუ, სადაც მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა იმ კანონპროექტების განხილვას, რომლებიც პარლამენტის მიერ საბოლოო მოსმენით ჯერ არ არის მიღებული. სტუდიაში მოწვეული სტუმრები არიან კონკრეტული კანონპროექტის ავტორი და ოპონენტი, რომლებიც განიხილავენ კანონპროექტის დადებით და უარყოფით მხარეებს. საკითხის განხილვაში ასევე, მონაწილეობენ დარბაზში მოწვეული სტუმრები: ექსპერტები, საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო პარტიის წარმომადგენლები. გარდა ამისა, გადაცემის ფორმატი ითვალისწინებს კვირის აქტუალური თემის განხილვას, რომელშიც ასევე მიიღებენ მონაწილეობას ექსპერტები, სხვადასხვა პარტიებისა და საზოგადოების წარმომადგენლები. თოქ-შოუ საზოგადოებას ხელს შეუწყობს ამა თუ იმ კანონის არსის მნიშვნელობისა და მისი აუცილებლობის გააზრებაში. აქტუალურ თემასთან დაკავშირებული გადაცემები გამოკვეთს საზოგადოების დამოკიდებულებას უმნიშვნელოვანესი პრობლემებისადმი და წარმოაჩენს მათი გადაჭრის გზებს.
 
ტელეფონი: 2 40 90 75
Facebook.com/ArgumentebisDro

1314

უახლესი