საზოგადოებრივი
104.5 FM
მართვის მოწმობის 100 ქულიანი სისტემა / უკონტაქტო პატრულირება
გამოქვეყნებულია: 2017-06-28, 21:37

რა იცვლება საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონში 1 ივლისიდან და რა უნდა ვიცოდეთ ე.წ. 100 ქულიანი სისტემისა და უკონტაქტო პატრულირების შესახებ საქართველოს მოქალაქეებმა; რამდენად შეამცრებს ახალი სისტემა ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობას, აღნიშნული ცვლილებების გარდა კიდევ რა ინიციატივებზე მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტრო და დაემატება თუ არა მიმდინარე წლის ბოლომდე მართვის მოწმობის გამოცდას ქალაქში მართვის კომპონენტი, რომელიც საგრძნობლად გაართულებს მართვის მოწმობის აღებას?

სტუმარი: ქეთევან ტატუაშვილი – შსს კვლევის და გავითარების დეპარტამენტის წარმომადგენელი.


დატოვე კომენტარი
არგუმენტების დრო
"არგუმენტების დრო" - არის საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუ, სადაც მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა იმ კანონპროექტების განხილვას, რომლებიც პარლამენტის მიერ საბოლოო მოსმენით ჯერ არ არის მიღებული. სტუდიაში მოწვეული სტუმრები არიან კონკრეტული კანონპროექტის ავტორი და ოპონენტი, რომლებიც განიხილავენ კანონპროექტის დადებით და უარყოფით მხარეებს. საკითხის განხილვაში ასევე, მონაწილეობენ დარბაზში მოწვეული სტუმრები: ექსპერტები, საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო პარტიის წარმომადგენლები. გარდა ამისა, გადაცემის ფორმატი ითვალისწინებს კვირის აქტუალური თემის განხილვას, რომელშიც ასევე მიიღებენ მონაწილეობას ექსპერტები, სხვადასხვა პარტიებისა და საზოგადოების წარმომადგენლები. თოქ-შოუ საზოგადოებას ხელს შეუწყობს ამა თუ იმ კანონის არსის მნიშვნელობისა და მისი აუცილებლობის გააზრებაში. აქტუალურ თემასთან დაკავშირებული გადაცემები გამოკვეთს საზოგადოების დამოკიდებულებას უმნიშვნელოვანესი პრობლემებისადმი და წარმოაჩენს მათი გადაჭრის გზებს.
 
ტელეფონი: 2 40 90 75
Facebook.com/ArgumentebisDro

1405

უახლესი