საზოგადოებრივი
104.5 FM
ჟენევის დისკუსიების მე-40 რაუნდი; აფხაზეთში შექმნილი კრიმინალური და პოლიტიკური ვითარების მიმოხილვა
გამოქვეყნებულია: 2017-06-27, 21:43

რა შედეგებით დასრულდა ჟენევის დისუსიების მე-40 შეხვედრა და უახლოვდება თუ არა ჟენევის ფორმატი ჩიხს რომელშიც მხარეები დაახლოების ნაცვლად სულ უფრო შორდებიან ერთმანეთს; ცდილობს თუ არა მოსკოვი ჟენევის ფორმატის გაუქმებას და შედის თუ არა ამ ფორმატის შეწყვეტა თბილისის ინტერესებში; რამ გამოიწვია კრიმინალის განსაკუთრებული გააქტიურება აფხაზეთში ბოლო ორი კვირის მანილზე და მოსალოდნელია თუ არა აფხაზურ საზოგადოებაში გაჩენილ საპროტესტო ტალღას სოხუმის დე-ფაქტო ხელისუფლება შეეწიროს; რატომ ითხოვს ბოლო პერიოდში გალის ქართული მოსახლეობა რუსულ პასპორტებს და რას შეცვლის ქართული მოსახლეობისთვის დე-ფაქტო ხელისუფლების ცვლილება, თუ ასეთი სცენარი მართლაც მოსალოდნელია ვიხილოთ უახლოეს მომავალში?

სტუმარი: ვახტანგ ყოლბაია – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებული.


დატოვე კომენტარი
არგუმენტების დრო
"არგუმენტების დრო" - არის საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუ, სადაც მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა იმ კანონპროექტების განხილვას, რომლებიც პარლამენტის მიერ საბოლოო მოსმენით ჯერ არ არის მიღებული. სტუდიაში მოწვეული სტუმრები არიან კონკრეტული კანონპროექტის ავტორი და ოპონენტი, რომლებიც განიხილავენ კანონპროექტის დადებით და უარყოფით მხარეებს. საკითხის განხილვაში ასევე, მონაწილეობენ დარბაზში მოწვეული სტუმრები: ექსპერტები, საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო პარტიის წარმომადგენლები. გარდა ამისა, გადაცემის ფორმატი ითვალისწინებს კვირის აქტუალური თემის განხილვას, რომელშიც ასევე მიიღებენ მონაწილეობას ექსპერტები, სხვადასხვა პარტიებისა და საზოგადოების წარმომადგენლები. თოქ-შოუ საზოგადოებას ხელს შეუწყობს ამა თუ იმ კანონის არსის მნიშვნელობისა და მისი აუცილებლობის გააზრებაში. აქტუალურ თემასთან დაკავშირებული გადაცემები გამოკვეთს საზოგადოების დამოკიდებულებას უმნიშვნელოვანესი პრობლემებისადმი და წარმოაჩენს მათი გადაჭრის გზებს.
 
ტელეფონი: 2 40 90 75
Facebook.com/ArgumentebisDro

1376

უახლესი