საზოგადოებრივი
104.5 FM
უმრავლესობის შეთანხმება კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით
გამოქვეყნებულია: 2017-06-20, 21:57

როგორ აფასებს მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმის დასკვნით ეტაპს კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი და რამდენად ასრულებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს “ქართული ოცნება” რომელიც საკონსტიტუციო უმრავბლესობით არის წარმოდგენილი პარლამენტში; ამთავრებს თუ არა შემოთავაზებულ ცვლილებები საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასვლის პროცესს, რომელიც ჯერ კიდევ 2010 წელს დაიწყო და როგორ შეიძლება გადაწყდეს 2010 წელს საკონსტიტუციო ცვლილებზე მომუშავე კომისიის თავმჯდომარის აზრით დღევანდელ პროექტთან დაკავშირებული ყველაზე საკამათო პუნქტები?

სტუმარი: ავთანდილ დემეტრაშვილი – კონსტიტუციონალისტი.


დატოვე კომენტარი
არგუმენტების დრო
"არგუმენტების დრო" - არის საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუ, სადაც მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა იმ კანონპროექტების განხილვას, რომლებიც პარლამენტის მიერ საბოლოო მოსმენით ჯერ არ არის მიღებული. სტუდიაში მოწვეული სტუმრები არიან კონკრეტული კანონპროექტის ავტორი და ოპონენტი, რომლებიც განიხილავენ კანონპროექტის დადებით და უარყოფით მხარეებს. საკითხის განხილვაში ასევე, მონაწილეობენ დარბაზში მოწვეული სტუმრები: ექსპერტები, საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო პარტიის წარმომადგენლები. გარდა ამისა, გადაცემის ფორმატი ითვალისწინებს კვირის აქტუალური თემის განხილვას, რომელშიც ასევე მიიღებენ მონაწილეობას ექსპერტები, სხვადასხვა პარტიებისა და საზოგადოების წარმომადგენლები. თოქ-შოუ საზოგადოებას ხელს შეუწყობს ამა თუ იმ კანონის არსის მნიშვნელობისა და მისი აუცილებლობის გააზრებაში. აქტუალურ თემასთან დაკავშირებული გადაცემები გამოკვეთს საზოგადოების დამოკიდებულებას უმნიშვნელოვანესი პრობლემებისადმი და წარმოაჩენს მათი გადაჭრის გზებს.
 
ტელეფონი: 2 40 90 75
Facebook.com/ArgumentebisDro

1169

უახლესი