საზოგადოებრივი
104.5 FM
საკონსტიტუციო ჩანაწერი მიწის გაყიდვის შეზღუდვაზე; ნინო ბურჯანაძე აქტუალურ პოლიტიკურ საკითხებზე
გამოქვეყნებულია: 2017-06-13, 21:57

რა ინფორმაციის გასაჯაროვებას თხოვს „დემოკრატიული მოძრაობა“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და როგორ აფასებენ ნინო ბურჯანაძის პოლიტიკურ გუნდში მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც საქართველოს კონსტიტუციაში გაჩნდება ჩანაწერი, რომელიც საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენას აუკრძალავს; ასევე - რას ფიქრობენ დემოკრატიულ მოძრაობაში ვენეციის კომისიის პირველად დასკვნაზე, აფგან მუხტარლის ინცინდენტზე, მუსტაფა ჩაბუქის საქმეზე და ბოლო პერიოდის სხვა აქტუალურ შიდაპოლიტიკურ და საგარეოპოლიტიკურ გამოწვევებზე?

სტუმარი: ნინო ბურჯანაძე„დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“თავმჯდომარე.

დატოვე კომენტარი
არგუმენტების დრო
"არგუმენტების დრო" - არის საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუ, სადაც მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა იმ კანონპროექტების განხილვას, რომლებიც პარლამენტის მიერ საბოლოო მოსმენით ჯერ არ არის მიღებული. სტუდიაში მოწვეული სტუმრები არიან კონკრეტული კანონპროექტის ავტორი და ოპონენტი, რომლებიც განიხილავენ კანონპროექტის დადებით და უარყოფით მხარეებს. საკითხის განხილვაში ასევე, მონაწილეობენ დარბაზში მოწვეული სტუმრები: ექსპერტები, საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო პარტიის წარმომადგენლები. გარდა ამისა, გადაცემის ფორმატი ითვალისწინებს კვირის აქტუალური თემის განხილვას, რომელშიც ასევე მიიღებენ მონაწილეობას ექსპერტები, სხვადასხვა პარტიებისა და საზოგადოების წარმომადგენლები. თოქ-შოუ საზოგადოებას ხელს შეუწყობს ამა თუ იმ კანონის არსის მნიშვნელობისა და მისი აუცილებლობის გააზრებაში. აქტუალურ თემასთან დაკავშირებული გადაცემები გამოკვეთს საზოგადოების დამოკიდებულებას უმნიშვნელოვანესი პრობლემებისადმი და წარმოაჩენს მათი გადაჭრის გზებს.
 
ტელეფონი: 2 40 90 75
Facebook.com/ArgumentebisDro

1101

უახლესი