საზოგადოებრივი
104.5 FM
"ბირჟა-მაფიას“ საქმე; პარლამენტი და ნარკოპოლიტიკა
გამოქვეყნებულია: 2017-06-13, 21:34

რა გვასწავლა „ბირჟა-მაფიას“ სკანდალურმა ისტორიამ და შესაძლებელია თუ არა დღევანდელ საქართველოში ნარკოტიკის ჩადება კვლავ გამოიყენებოდეს პოლიციის მიერ როგორც მეთოდი „არასასურველი” მოქალაქეების “გასაჩუმებლად”; დაჩქარდება თუ არა ნარკოპოლიტიკის შემდგომი ლიბერალიზაციის პროცესი და უჭერენ თუ არა მხარს ლიბერალიზაციას საპარლამენტო უმრავლესობაში; რამდენად პრობლემატურია დღეს ქართველ ახალგაზრდებში ნარკოდამოკიდებულების პრობლემა და რას აკეთებს სახელმწიფო ნარკოდამოკიდებულების პრობლემასთან ბრძოლისა და სპორტის პოპულარიზაციისთვის; როგორია ნარკოდამოკიდებულებასთან დაკავშირებით პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის პოზიცია და ბოლოს – რა ინფორმაცია გვაქვს ამ წუთისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში რამდენიმე დღის წინ დაკავებული სპორტსმენების შესახებ?

სტუმარი: მიხეილ ყაველაშვილი–პარლამენტის სპორტისა და ახალგარდობის კომიტეტის თავმჯდომარე.


დატოვე კომენტარი
არგუმენტების დრო
"არგუმენტების დრო" - არის საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუ, სადაც მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა იმ კანონპროექტების განხილვას, რომლებიც პარლამენტის მიერ საბოლოო მოსმენით ჯერ არ არის მიღებული. სტუდიაში მოწვეული სტუმრები არიან კონკრეტული კანონპროექტის ავტორი და ოპონენტი, რომლებიც განიხილავენ კანონპროექტის დადებით და უარყოფით მხარეებს. საკითხის განხილვაში ასევე, მონაწილეობენ დარბაზში მოწვეული სტუმრები: ექსპერტები, საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო პარტიის წარმომადგენლები. გარდა ამისა, გადაცემის ფორმატი ითვალისწინებს კვირის აქტუალური თემის განხილვას, რომელშიც ასევე მიიღებენ მონაწილეობას ექსპერტები, სხვადასხვა პარტიებისა და საზოგადოების წარმომადგენლები. თოქ-შოუ საზოგადოებას ხელს შეუწყობს ამა თუ იმ კანონის არსის მნიშვნელობისა და მისი აუცილებლობის გააზრებაში. აქტუალურ თემასთან დაკავშირებული გადაცემები გამოკვეთს საზოგადოების დამოკიდებულებას უმნიშვნელოვანესი პრობლემებისადმი და წარმოაჩენს მათი გადაჭრის გზებს.
 
ტელეფონი: 2 40 90 75
Facebook.com/ArgumentebisDro

912

უახლესი