საზოგადოებრივი
104.5 FM
„პატრიოტთა ალიანსის“ პოზიცია მიმდინარე აქტუალურ თემებზე
გამოქვეყნებულია: 2017-06-06, 21:45

როგორ აფასებენ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსში“ კონსტიტუციის საერთო-სახალხო განხილვის პროცესს და რას ფიქრობენ ალიანსის წარომადგენლები ბოლო პერიოდში აფხაზეთში გამწვავებულ სიტუაციასთან დაკავშირებით; რამ გამოიწვია კონფლიქტი და დაპირისპირება გუშინ პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის სხდომაზე და როგორია პატრიოტთა ალიანსის პოზიცია ქვეყანაში მიმდინარე სხვა აქტუალურ პლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით?

სტუმარი: ადა მარშანია–საპარლამენტო ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრი.


დატოვე კომენტარი
არგუმენტების დრო
"არგუმენტების დრო" - არის საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუ, სადაც მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა იმ კანონპროექტების განხილვას, რომლებიც პარლამენტის მიერ საბოლოო მოსმენით ჯერ არ არის მიღებული. სტუდიაში მოწვეული სტუმრები არიან კონკრეტული კანონპროექტის ავტორი და ოპონენტი, რომლებიც განიხილავენ კანონპროექტის დადებით და უარყოფით მხარეებს. საკითხის განხილვაში ასევე, მონაწილეობენ დარბაზში მოწვეული სტუმრები: ექსპერტები, საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო პარტიის წარმომადგენლები. გარდა ამისა, გადაცემის ფორმატი ითვალისწინებს კვირის აქტუალური თემის განხილვას, რომელშიც ასევე მიიღებენ მონაწილეობას ექსპერტები, სხვადასხვა პარტიებისა და საზოგადოების წარმომადგენლები. თოქ-შოუ საზოგადოებას ხელს შეუწყობს ამა თუ იმ კანონის არსის მნიშვნელობისა და მისი აუცილებლობის გააზრებაში. აქტუალურ თემასთან დაკავშირებული გადაცემები გამოკვეთს საზოგადოების დამოკიდებულებას უმნიშვნელოვანესი პრობლემებისადმი და წარმოაჩენს მათი გადაჭრის გზებს.
 
ტელეფონი: 2 40 90 75
Facebook.com/ArgumentebisDro

1151

უახლესი