საზოგადოებრივი
104.5 FM
უმრავლესობის პოზიცია კონსტიტუციის პროექტზე / პოლიტიკური მიმოხილვა
გამოქვეყნებულია: 2017-06-06, 21:24

რა შეიცვალა ან რა შეიცვლება საპარლამენტო უმრავლესობის პოზიციაში კონსტიტუციის პროექტის საერთო-სახალხო განხილვების შემდეგ და რა საზოგადოებრივი განწყობები გამოვლინდა უშუალოდ განხილვის პროცესმა; ვინ აირჩევს პრესიდენტს 2018 წელს და იქნებიან თუ არა მომავალ პარლამენტში მაჟორიტატული წესით არჩეული დეპუტატები; როდის შეთანხმდება მმართველი გუნდი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სტრატეგიაზე და რა გადაწყვეტილებები იქნა მიღებული ორი დღის წინ უმრავლესიბის დახურულ შეხვედრაზე?

სტუმერი: გია ვოლსკი–საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე.


დატოვე კომენტარი
არგუმენტების დრო
"არგუმენტების დრო" - არის საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუ, სადაც მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა იმ კანონპროექტების განხილვას, რომლებიც პარლამენტის მიერ საბოლოო მოსმენით ჯერ არ არის მიღებული. სტუდიაში მოწვეული სტუმრები არიან კონკრეტული კანონპროექტის ავტორი და ოპონენტი, რომლებიც განიხილავენ კანონპროექტის დადებით და უარყოფით მხარეებს. საკითხის განხილვაში ასევე, მონაწილეობენ დარბაზში მოწვეული სტუმრები: ექსპერტები, საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო პარტიის წარმომადგენლები. გარდა ამისა, გადაცემის ფორმატი ითვალისწინებს კვირის აქტუალური თემის განხილვას, რომელშიც ასევე მიიღებენ მონაწილეობას ექსპერტები, სხვადასხვა პარტიებისა და საზოგადოების წარმომადგენლები. თოქ-შოუ საზოგადოებას ხელს შეუწყობს ამა თუ იმ კანონის არსის მნიშვნელობისა და მისი აუცილებლობის გააზრებაში. აქტუალურ თემასთან დაკავშირებული გადაცემები გამოკვეთს საზოგადოების დამოკიდებულებას უმნიშვნელოვანესი პრობლემებისადმი და წარმოაჩენს მათი გადაჭრის გზებს.
 
ტელეფონი: 2 40 90 75
Facebook.com/ArgumentebisDro

1051

უახლესი