საზოგადოებრივი
104.5 FM
ქართველი აზერბაიჯანელების პოზიცია მუხტარლის ინცინდენტზე
გამოქვეყნებულია: 2017-06-05, 22:07

როგორ აფასებენ ქართველი აზერბაიჯანელები გაუგებრობას, რომელიც თბილისსა და ბაქოს შორის შეიქმნა ოპოზიციურად განწყობილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხტარლის ინციდენტის გამო და შეიძლება თუ არა საქართველო იყოს უსაფრთხო ქვეყანა აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან დაპირისპირებული და მასთან ოპოზიციაში მყოფი ადამიანებისთვის; აქვს თუ არა საფუძველი აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ოპოზიციური ჯგუფები სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებდნენ აზერბაიჯანში და როგორი შეიძლება იყოს შექმნილ სიტუაციაში ყველაზე ადეკვატური სტრატეგია თბილისის მხრიდან?

სტუმრები: ალი ბაბაევი - „საქართველოს აზერბაიჯანელთა ნაციონალური კონგრესის“ თავმჯდომარე; ალი ბადიროვი - „საქართველოს აზერბაიჯანელ იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე.

წამყვანი: ზვიად ავალიანი

დატოვე კომენტარი
არგუმენტების დრო
"არგუმენტების დრო" - არის საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუ, სადაც მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა იმ კანონპროექტების განხილვას, რომლებიც პარლამენტის მიერ საბოლოო მოსმენით ჯერ არ არის მიღებული. სტუდიაში მოწვეული სტუმრები არიან კონკრეტული კანონპროექტის ავტორი და ოპონენტი, რომლებიც განიხილავენ კანონპროექტის დადებით და უარყოფით მხარეებს. საკითხის განხილვაში ასევე, მონაწილეობენ დარბაზში მოწვეული სტუმრები: ექსპერტები, საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო პარტიის წარმომადგენლები. გარდა ამისა, გადაცემის ფორმატი ითვალისწინებს კვირის აქტუალური თემის განხილვას, რომელშიც ასევე მიიღებენ მონაწილეობას ექსპერტები, სხვადასხვა პარტიებისა და საზოგადოების წარმომადგენლები. თოქ-შოუ საზოგადოებას ხელს შეუწყობს ამა თუ იმ კანონის არსის მნიშვნელობისა და მისი აუცილებლობის გააზრებაში. აქტუალურ თემასთან დაკავშირებული გადაცემები გამოკვეთს საზოგადოების დამოკიდებულებას უმნიშვნელოვანესი პრობლემებისადმი და წარმოაჩენს მათი გადაჭრის გზებს.
 
ტელეფონი: 2 40 90 75
Facebook.com/ArgumentebisDro

978

უახლესი