საზოგადოებრივი
104.5 FM
აფგან მუხტარლის სკანდალი
გამოქვეყნებულია: 2017-06-01, 22:14

როგორ უნდა შევაფასოთ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხტარლის დაკავების სკანდალური ისტორია და ვინ უნდა გასცეს პასუხები იმ კითხვებს, რომლებიც ქართულ საზოგადოებაში ამ საეჭვო ისტორიამ გააჩინა; შეუძლია თუ არა საქართველოს, უზრუნველყოს მეზობელი ქვენების ხელისუფლებების მიმართ ოპოზიციურად განწყობილი ან მათთან კონფლიქტში მყოფი ადამიანების უსაფრთხოება საკუთარ ტერიტორიაზე და როგორ იქცევიან ასეთ შემთხვევებში განვითარებული დემოკრატიები?

სტუმრები: ირაკლი ღლონტი - პარტია „რეფორმატორების“ თავმჯდომარე; ნიკოლოზ მჟავანაძე - „უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარე

წამყვანი: ზვიად ავალიანი

 

დატოვე კომენტარი
არგუმენტების დრო
"არგუმენტების დრო" - არის საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუ, სადაც მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა იმ კანონპროექტების განხილვას, რომლებიც პარლამენტის მიერ საბოლოო მოსმენით ჯერ არ არის მიღებული. სტუდიაში მოწვეული სტუმრები არიან კონკრეტული კანონპროექტის ავტორი და ოპონენტი, რომლებიც განიხილავენ კანონპროექტის დადებით და უარყოფით მხარეებს. საკითხის განხილვაში ასევე, მონაწილეობენ დარბაზში მოწვეული სტუმრები: ექსპერტები, საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო პარტიის წარმომადგენლები. გარდა ამისა, გადაცემის ფორმატი ითვალისწინებს კვირის აქტუალური თემის განხილვას, რომელშიც ასევე მიიღებენ მონაწილეობას ექსპერტები, სხვადასხვა პარტიებისა და საზოგადოების წარმომადგენლები. თოქ-შოუ საზოგადოებას ხელს შეუწყობს ამა თუ იმ კანონის არსის მნიშვნელობისა და მისი აუცილებლობის გააზრებაში. აქტუალურ თემასთან დაკავშირებული გადაცემები გამოკვეთს საზოგადოების დამოკიდებულებას უმნიშვნელოვანესი პრობლემებისადმი და წარმოაჩენს მათი გადაჭრის გზებს.
 
ტელეფონი: 2 40 90 75
Facebook.com/ArgumentebisDro

941

უახლესი