საზოგადოებრივი
104.5 FM
გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმის შეჩერება სოხუმში
გამოქვეყნებულია: 2017-06-01, 22:08

როგორ უნდა გავიგოთ აფხაზური მხარის მიერ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტა და რატომ გადადგა სოხუმმა ასეთი, თბილისის შეფასებით „ცინიკური ნაბიჯი“ ისედაც საკმაოდ გამწვავებული ვითარების ფონზე, რასაც უწყვეტი ბორდერიზაცია და გალის რაიონის ე.წ. პასპორტიზაციის იდეა ქმნის; რა იყო საუბრის მთავარი თემა გუშინ, 31 ივნისს ინცინდენტების პრევენციის მორიგ შეხვედრაზე და როგორ უნდა ავხსნათ ბოლო პერიოდში უსიამოვნო ინცინდენტების გახშირება კონფლიქტების მიმართულებით?

სტუმარი: ვახტანგ ყოლბაია - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი

წამყვანი: ზვიად ავალიანი 

დატოვე კომენტარი
არგუმენტების დრო
"არგუმენტების დრო" - არის საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუ, სადაც მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა იმ კანონპროექტების განხილვას, რომლებიც პარლამენტის მიერ საბოლოო მოსმენით ჯერ არ არის მიღებული. სტუდიაში მოწვეული სტუმრები არიან კონკრეტული კანონპროექტის ავტორი და ოპონენტი, რომლებიც განიხილავენ კანონპროექტის დადებით და უარყოფით მხარეებს. საკითხის განხილვაში ასევე, მონაწილეობენ დარბაზში მოწვეული სტუმრები: ექსპერტები, საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო პარტიის წარმომადგენლები. გარდა ამისა, გადაცემის ფორმატი ითვალისწინებს კვირის აქტუალური თემის განხილვას, რომელშიც ასევე მიიღებენ მონაწილეობას ექსპერტები, სხვადასხვა პარტიებისა და საზოგადოების წარმომადგენლები. თოქ-შოუ საზოგადოებას ხელს შეუწყობს ამა თუ იმ კანონის არსის მნიშვნელობისა და მისი აუცილებლობის გააზრებაში. აქტუალურ თემასთან დაკავშირებული გადაცემები გამოკვეთს საზოგადოების დამოკიდებულებას უმნიშვნელოვანესი პრობლემებისადმი და წარმოაჩენს მათი გადაჭრის გზებს.
 
ტელეფონი: 2 40 90 75
Facebook.com/ArgumentebisDro

931

უახლესი