საზოგადოებრივი
104.5 FM
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელარაცია; გლობალური უსაფრთხოების ფორუმი; საერთაშორისო პოლიტიკის მიმოხილვა
გამოქვეყნებულია: 2017-05-30, 21:57

რამდენად მყარი მხარდაჭერა მიიღო საქართველომ ნატოს მხრიდან საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებული დეკლარაციით და რამდენად დაიცავს ეს გარანტიები ქვეყანას ნატოში სრულ ინტეგრაციამდე; რაზე შეთანხმდნენ და რაზე ვერ შეთანხმდნენ ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები დიდი შვიდეულის სამიტზე და რა შეიცვლება ახლო აღმოსავლეთში ტრამპის ევრაზიული ტურნეს შემდგომ; რა საკითხები გაააქტიურა საფრანგეთის ახალმა პრეზიდენტმა – ემანუელ მაკრონმა ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის დროს და რამდენად დაძაბული ან პირიქით – მშვიდი იქნება 2017 წლის ზაფხული?

სტუმრები: ხათუნა ლაგაზიძე–პოლიტოლოგი; ალექსანდრე რუსეცკი–„კავკასიის რეგიონალური უსაფრთხოების ინსტიტუტის“ დირექტორი; ვახტანგ მაისაია–პოლიტოლოგი.


დატოვე კომენტარი
არგუმენტების დრო
"არგუმენტების დრო" - არის საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუ, სადაც მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა იმ კანონპროექტების განხილვას, რომლებიც პარლამენტის მიერ საბოლოო მოსმენით ჯერ არ არის მიღებული. სტუდიაში მოწვეული სტუმრები არიან კონკრეტული კანონპროექტის ავტორი და ოპონენტი, რომლებიც განიხილავენ კანონპროექტის დადებით და უარყოფით მხარეებს. საკითხის განხილვაში ასევე, მონაწილეობენ დარბაზში მოწვეული სტუმრები: ექსპერტები, საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო პარტიის წარმომადგენლები. გარდა ამისა, გადაცემის ფორმატი ითვალისწინებს კვირის აქტუალური თემის განხილვას, რომელშიც ასევე მიიღებენ მონაწილეობას ექსპერტები, სხვადასხვა პარტიებისა და საზოგადოების წარმომადგენლები. თოქ-შოუ საზოგადოებას ხელს შეუწყობს ამა თუ იმ კანონის არსის მნიშვნელობისა და მისი აუცილებლობის გააზრებაში. აქტუალურ თემასთან დაკავშირებული გადაცემები გამოკვეთს საზოგადოების დამოკიდებულებას უმნიშვნელოვანესი პრობლემებისადმი და წარმოაჩენს მათი გადაჭრის გზებს.
 
ტელეფონი: 2 40 90 75
Facebook.com/ArgumentebisDro

1116

უახლესი