საზოგადოებრივი
104.5 FM
ქართული ბანკები და ჯარიმები
გამოქვეყნებულია: 2017-05-23, 21:59

რამდენად მოიმატა ბანკების სუფთა მოგებამ რეალურად საქართველოში ბოლო წლების მანძილზე და მართლაც აკისრებენ თუ არა ბანკები უპრეცედენტოდ უსამართლო და არაადეკვატურ ჯარიმებს სამომხმარებლო სესხებზე; 

რა ხდება სინამდვილეში ქართულ საბანკო სფეროში – რამდენად ჯანსაღია სინამდვილეში ქართული საბანკო სექტორი და რამდენად უწყობს იგი ხელს ქვეყნის განვითარებას, რატომ გვესმის სულ უფრო და უფრო ხმამაღალი ბრალდებები ბანკების პოლიტიკის მიმართ და რამდენად ადეკვატურად მუშაობს ეროვნული ბანკი, რომელმაც იდეაში კომერციული ბანკების საქმიანობა უნდა გააკონტროლოს?

სტუმრები: მიხეილ დუნდუა–ეკონომისტი; გიორგი ცუცქირიძე –„საქართველოს ბანკების ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი.


დატოვე კომენტარი
თავისუფალი ტრიბუნა
წამყვანები - თამარ ფიროსმანიშვილი და ნიკა კაცია
ქრონომეტრაჟი - 55 წუთი.

"თავისუფალი ტრიბუნა" ეთერშია ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 19:00-დან 20:00 საათამდე. პირდაპირი ეთერით მხოლოდ ის 10 პოლიტიკური სუბიექტი სარგებლობს, რომლებმაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მოიპოვეს სახელმწიფო დაფინანსება და  საქართველოს პარლამენტთან და საზოგადოებრივ მაუწყებელთან ერთად, განახლებულ მემორანდუმს მოაწერეს ხელი და ცესკო-ს მიერ 2016 წლის ოქტომბრის არჩვნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე ინარჩუნებს კვალიფიციურობის სტატუსს.

გადაცემის მიზანია უკეთ წარმოაჩინოს ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიისა და გაერთიანების ინიციატივები, ხედვა და დამოკიდებულება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური თუ კულტურული მოვლენების მიმართ.

წამყვანი დისკუსიას მართავს, როგორც პარტიის წარმომადგენელებთან, ასევე მოწვეულ სტუმრებთან.

"თავისუფალი ტრიბუნა" მაყურებელს საშუალებას აძლევს პირდაპირ ეთერში ჩაერთოს და მისთვის საინტერესო და აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით, დასვას კითხვები, როგორც ტელეფონით, ასევე, სოციალური ქსელის საშუალებით Facebook.com/TavisupaliTribuna


1043

უახლესი