საზოგადოებრივი
104.5 FM
ემანუელ მაკრონი საფრანგეთის პრეზიდენტის უფლებამოსილების აღსრულებას შეუდგა - რეპორტაჟი პარიზიდან
გამოქვეყნებულია: 2017-05-14, 20:59

ნაპოლეონ ბონაპარტის შემდეგ, საფრანგეთის სადავეებს ხელში ყველაზე ახალგაზრდა პოლიტიკოსი იღებს. 

ელისეს სასახლე მომდევნო 5 წლით ემანუელ მაკრონიმ დაიკავა. ძალიან ბევრი მიზეზის გამო, ყურადღების ცენტრშია ახალი პირველი ლედი ბრიჯიტ მაკრონიც, რომელსაც როგორც ცნობილია, სასახლეში სპეციალური სტატუსი და გავლენა ექნება. 

ფრანგები მაკრონის გადაწყვეტილებების მოლოდინში არიან. მათ შორის ისინიც ვინ ფიქრობენ, რომ ახალგაზრდა პრეზიდენტმა ქვეყნის უმაღლესი სტატუსი ავანსად მიიღო. 

ფრანსუა ოლანდმა ემანუელ მაკრონს უფლებამოსილება უკვე გადასცა. ახალი პრეზიდენტის პირველი დღე ზუსტად ისეთივე გამოდგა, როგორიც წინამორბედის. 

პარიზიდან დეტალებით ქეთი ქარდავა

დატოვე კომენტარი
1548

უახლესი