საზოგადოებრივი
104.5 FM
"ნაციონალური მოძრაობის“ სკანდალური ბრალდებები
გამოქვეყნებულია: 2017-05-02, 22:02

რა საფუძველი აქვს ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ბოლო პერიოდში გახშირებულ სკანდალურ ბრალდებებს ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის ლიდერების მისამართით და რა ინფორმაციას ფლობს ყოფილი მმართველი პარტია ბუნებრივი არის ტარიფის შესაძლო ზრდასთან დაკავშირებით. 

 რატომ ემიჯნება ნაციონალური მოძრაობა კონსტიტუციის პროექტის სახალხო განხილვის პროცესს და როგორ პასუხობენ ნაციონალურ მოძრაობაში ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით რომ ყოფილი მმართველი პარტია ახლო მომავალში დესტრუქციული პოლიტიკური პროცესების პროვოცირებას გეგმავს?

სტუმარი: ოთარ სირაძე–„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი.




დატოვე კომენტარი
არგუმენტების დრო
"არგუმენტების დრო" - არის საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუ, სადაც მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა იმ კანონპროექტების განხილვას, რომლებიც პარლამენტის მიერ საბოლოო მოსმენით ჯერ არ არის მიღებული. სტუდიაში მოწვეული სტუმრები არიან კონკრეტული კანონპროექტის ავტორი და ოპონენტი, რომლებიც განიხილავენ კანონპროექტის დადებით და უარყოფით მხარეებს. საკითხის განხილვაში ასევე, მონაწილეობენ დარბაზში მოწვეული სტუმრები: ექსპერტები, საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო პარტიის წარმომადგენლები. გარდა ამისა, გადაცემის ფორმატი ითვალისწინებს კვირის აქტუალური თემის განხილვას, რომელშიც ასევე მიიღებენ მონაწილეობას ექსპერტები, სხვადასხვა პარტიებისა და საზოგადოების წარმომადგენლები. თოქ-შოუ საზოგადოებას ხელს შეუწყობს ამა თუ იმ კანონის არსის მნიშვნელობისა და მისი აუცილებლობის გააზრებაში. აქტუალურ თემასთან დაკავშირებული გადაცემები გამოკვეთს საზოგადოების დამოკიდებულებას უმნიშვნელოვანესი პრობლემებისადმი და წარმოაჩენს მათი გადაჭრის გზებს.
 
ტელეფონი: 2 40 90 75
Facebook.com/ArgumentebisDro

1795

უახლესი