საზოგადოებრივი
104.5 FM
ე.წ. ბრექსიტის პროცედურები - რა მეთოდებსა და პრინციპებზე შეთანხმდნენ ევროკავშირის ლიდერები
გამოქვეყნებულია: 2017-04-30, 20:30

სტრასბურგის შემდეგ ბრიუსელი და საუბარი დიდ ბრიტანეთზე დიდი ბრიტანეთის გარეშე. ევროკავშირის ლიდერები იმ პრინციპებსა და მეთოდებზე შეთანხმდნენ თუ როგორ უნდა წარიმართოს ბრექსიტი. პროცესი, რომელიც როგოც თავად ამბობენ, მათი მიზეზითა და სურვილით არ დაწყებულა. 

ევროგაერთიანებიდან ბრიტანეთის გასვლა ახლა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი თავსატეხია. 

მოლაპარაკებები 8 ივნისის შემდეგ, დიდ ბრიტანეთში საპარლამენტო არჩევნების დასრულებისთანავე დაიწყება. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში ამჯერად აღარ მიუწვევიათ. 

ტერეზა მეის ლიდერებმა საკუთარი პოზიცია დაუსწრებლად გააცნეს. 

რამდენად პრინციპულია ევროკავშირი ე.წ. ბრექსიტზე - ქეთევან ქარდავა თემის დეტალებით.

დატოვე კომენტარი
1463

უახლესი