საზოგადოებრივი
104.5 FM
სავალდებულო სამხედრო სამსახური / რეგიონული უსაფრთხოების მიმოხილვა
გამოქვეყნებულია: 2017-04-27, 22:18

გვჭირდება თუ არა გაწვევა და სავალდებულო სამხედრო სამსახური საქართველოში და რატომ იქცა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის არასერიოზული ქილიკის თემად; რას გვეუბნება საერთაშორისო გამოცდილება და რას მოითხოვს ადგილობრივი სპეციფიკა – რისი საშუალება აქვს ქვეყნის ბიუჯეტს და რისი უფლება არ აქვს ქვეყნის ხელისუფლებას?

სტუმარი: ვახტანგ მაისაია პოლიტოლოგი

წამყვანი: ზვიად ავალიანი  

დატოვე კომენტარი
არგუმენტების დრო
"არგუმენტების დრო" - არის საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუ, სადაც მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა იმ კანონპროექტების განხილვას, რომლებიც პარლამენტის მიერ საბოლოო მოსმენით ჯერ არ არის მიღებული. სტუდიაში მოწვეული სტუმრები არიან კონკრეტული კანონპროექტის ავტორი და ოპონენტი, რომლებიც განიხილავენ კანონპროექტის დადებით და უარყოფით მხარეებს. საკითხის განხილვაში ასევე, მონაწილეობენ დარბაზში მოწვეული სტუმრები: ექსპერტები, საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო პარტიის წარმომადგენლები. გარდა ამისა, გადაცემის ფორმატი ითვალისწინებს კვირის აქტუალური თემის განხილვას, რომელშიც ასევე მიიღებენ მონაწილეობას ექსპერტები, სხვადასხვა პარტიებისა და საზოგადოების წარმომადგენლები. თოქ-შოუ საზოგადოებას ხელს შეუწყობს ამა თუ იმ კანონის არსის მნიშვნელობისა და მისი აუცილებლობის გააზრებაში. აქტუალურ თემასთან დაკავშირებული გადაცემები გამოკვეთს საზოგადოების დამოკიდებულებას უმნიშვნელოვანესი პრობლემებისადმი და წარმოაჩენს მათი გადაჭრის გზებს.
 
ტელეფონი: 2 40 90 75
Facebook.com/ArgumentebisDro

871

უახლესი