საზოგადოებრივი
104.5 FM
საკონსტიტუციო კომისიამ მუშაობა დაასრულა; მეცხრე მოწვევის პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ყოველწლიური ანგარიშით პირველად წარსდგა
გამოქვეყნებულია: 2017-04-22, 20:55

საკონსტიტუციო კომისიამ მუშაობა დაასრულა. სახალხო განხილვებამდე რატომ მიაჩნია საპარლამენტო უმცირესობას, რომ დოკუმენტი არა კონსტიტუცია, არამედ უმრავლესობის საარჩევნო კანონია; რის საფუძველზე აცხადებს ოპოზიცია, რომ ცვლილებები ხელისუფლების უზურპაციას ახდენს და რაზე იღებს პასუხისმგებლობას მმართველი გუნდი;

 მეცხრე მოწვევის პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ყოველწლიური ანგარიშით პირველად წარსდგა. 2016 წლის 27 გვერდიან ანგარიშში სუსის უფროსმა ქვეყნის მთავარ გამოწვევებად რუსული ოკუპაცია და საოკუპაციო ზოლთან არსებული კრიმინოგენული ვითარება დაასახელა.

 1 ივლისიდან ძალაში შევა 89 ხმით დამტკიცებული საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტი. ახალი პროექტის მიხედვით ამოქმედდება 100 ქულიანი სისტემა. მოძრაობის წესების დარღვევისთვის ქულების განულების შემდეგ მძღოლების მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება თავიდან მოუწევთ. ასევე დაინერგება უკონტაქტო პატრულირება.

დატოვე კომენტარი
ჩვენი პარლამენტი

გადაცემაში წარმოდგენილია, სამუშაო კვირის განმავლობაში, საქართველოს პარლამენტში, კომიტეტებში და პლენარულ სხდომებზე განხილული მნიშვნელოვანი საკითხებისა და კანონპროექტების მიმოხილვა, განხილვა სტუმრებთან ერთად. 

გადაცემა შედგება სამი ნაწილისგან: 

1. მაყურებლისათვის საქართველოს პარლამენტში განხილული კვირის მნიშვნელოვანი თემების შეხსენება (ვიდეოკოლაჟი). 

თემები:  

პარლამენტში ინიცირებული, ან განსახილველი კანონპროექტები; 

ბოლო პერიოდში მიღებული კანონმდებლობა; 

პარლამენტში მიმდინარე საქმიანობა (კაბინეტის დამტკიცება, სამთავრობო საათი, პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლა პარლამენტში, პალამენტის მიერ განხორციელებული მნიშვნელოვანი ვიზიტები); 

ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები (რეგიონალური ტელევიზიისთვის დამზადებული გადაცემების შემთხვევაში). 

2. კვირის მნიშვნელოვანი თემა (აღნიშნულ თემაზე მომზადებული სიუჟეტი). 

3. გადაცემაში მოწვეულ სტუმრებთან ერთად, კვირის მნიშვნელოვანი თემების განხილვა და ანალიზი. 

გადაცემის სტუმრები იქნებიან საქართველოს პარლამენტის დეპუტატები. 

წამყვანი - ნიკა კაცია

პროდიუსერი - მაია ბოკერია; 

ტექნიკური პროდიუსერი - ნათია შენგელია.

გუნდის წევრები

ნიკა კაცია
წამყვანი
1498

უახლესი