საზოგადოებრივი
104.5 FM
ვენეციის კომისიისა და ევროსაბჭოს მონიტორინგის წევრების ვიზიტი საქართველოში
გამოქვეყნებულია: 2017-04-01, 20:47

ვენეციის კომისიის წარმომადგენლები და ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის წევრები ოფიციალური ვიზიტისას ქართველ პოლიტიკოსებს შეხვდნენ. როგორ შეაფასეს დელეგაციის წევრებმა საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა, რა განცხადებები გაკეთდა საკანონმდებლო ორგანოში და რა შენიშვნები აქვს ოპოზიციას; საკანონმდებლო ორგანოში დეპოზიტების დაზღვევის სისტემაზე იმსჯელეს. რას გულისხმობს ახალი ინიციატივა, ვის შეეხება ის და ახალ რეგულაციას რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს საკრედიტო და სადეპოზიტო პროცენტზე.

დატოვე კომენტარი
ჩვენი პარლამენტი

გადაცემაში წარმოდგენილია, სამუშაო კვირის განმავლობაში, საქართველოს პარლამენტში, კომიტეტებში და პლენარულ სხდომებზე განხილული მნიშვნელოვანი საკითხებისა და კანონპროექტების მიმოხილვა, განხილვა სტუმრებთან ერთად. 

გადაცემა შედგება სამი ნაწილისგან: 

1. მაყურებლისათვის საქართველოს პარლამენტში განხილული კვირის მნიშვნელოვანი თემების შეხსენება (ვიდეოკოლაჟი). 

თემები:  

პარლამენტში ინიცირებული, ან განსახილველი კანონპროექტები; 

ბოლო პერიოდში მიღებული კანონმდებლობა; 

პარლამენტში მიმდინარე საქმიანობა (კაბინეტის დამტკიცება, სამთავრობო საათი, პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლა პარლამენტში, პალამენტის მიერ განხორციელებული მნიშვნელოვანი ვიზიტები); 

ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები (რეგიონალური ტელევიზიისთვის დამზადებული გადაცემების შემთხვევაში). 

2. კვირის მნიშვნელოვანი თემა (აღნიშნულ თემაზე მომზადებული სიუჟეტი). 

3. გადაცემაში მოწვეულ სტუმრებთან ერთად, კვირის მნიშვნელოვანი თემების განხილვა და ანალიზი. 

გადაცემის სტუმრები იქნებიან საქართველოს პარლამენტის დეპუტატები. 

წამყვანი - ნიკა კაცია

პროდიუსერი - მაია ბოკერია; 

ტექნიკური პროდიუსერი - ნათია შენგელია.

გუნდის წევრები

ნიკა კაცია
წამყვანი
1570

უახლესი