საზოგადოებრივი
104.5 FM
კონკურსი საზოგადოებრივ მაუწყებელში
გამოქვეყნებულია: 2017-03-23, 22:15

რამდენი გადაცემა იქნება საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში სექტემბრიდან და რა მიმართულებებს შეეხება კონკურსი, რომელიც 2 აპრილს გამოცხადდება; ვის ექნება კონკურსში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა, ვინ იქნება კონკურსის ჟიური და როგორია მაუწყებლის მენეჯმენტის პოზიცია ბოლო ორი კვირის განმავლობაში საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებულ სხვა აქტუალურ კითხვებთან - მათ შორის მაუწყებელში ტელეკომპანია „ჯი-დი-ეს“-ის ყოფილი ჟურნალისტების მიღებასთან დაკავშირებით?

სტუმარი: ია ანთაძე - საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მრჩეველი;

წამყვანი: ზვიად ავალიანი


დატოვე კომენტარი
არგუმენტების დრო
"არგუმენტების დრო" - არის საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუ, სადაც მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა იმ კანონპროექტების განხილვას, რომლებიც პარლამენტის მიერ საბოლოო მოსმენით ჯერ არ არის მიღებული. სტუდიაში მოწვეული სტუმრები არიან კონკრეტული კანონპროექტის ავტორი და ოპონენტი, რომლებიც განიხილავენ კანონპროექტის დადებით და უარყოფით მხარეებს. საკითხის განხილვაში ასევე, მონაწილეობენ დარბაზში მოწვეული სტუმრები: ექსპერტები, საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო პარტიის წარმომადგენლები. გარდა ამისა, გადაცემის ფორმატი ითვალისწინებს კვირის აქტუალური თემის განხილვას, რომელშიც ასევე მიიღებენ მონაწილეობას ექსპერტები, სხვადასხვა პარტიებისა და საზოგადოების წარმომადგენლები. თოქ-შოუ საზოგადოებას ხელს შეუწყობს ამა თუ იმ კანონის არსის მნიშვნელობისა და მისი აუცილებლობის გააზრებაში. აქტუალურ თემასთან დაკავშირებული გადაცემები გამოკვეთს საზოგადოების დამოკიდებულებას უმნიშვნელოვანესი პრობლემებისადმი და წარმოაჩენს მათი გადაჭრის გზებს.
 
ტელეფონი: 2 40 90 75
Facebook.com/ArgumentebisDro

1269

უახლესი