საზოგადოებრივი
104.5 FM
მმართველი გუნდი ეროვნული ბანკის საფინანსო ზედამხედველობის სამსახურს ისევ უკან აბრუნებს
გამოქვეყნებულია: 2017-03-11, 21:06

მმართველი გუნდი ეროვნული ბანკის საფინანსო ზედამხედველობის სამსახურს ისევ უკან აბრუნებს - რა შეცდომა დაუშვა მერვე მოწვევის პარლამენტმა, რა გათვლა აქვს ამჟამინდელ უმრავლესობას და როგორ აფასებს საპარლამენტო უმცირესობა მთავრობისა და ეროვნული ბანკის კომუნიკაციას.

მედიაში განვითარებული მოვლენებზე სულ უფრო ხშირად საუბრობს საზოგადოება. რა პროცესები მიმდინარეობს და როგორ აფასებენ კანონმდებლები და არასაპარლამენტო პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები მედიაგარემოს.


დატოვე კომენტარი
ჩვენი პარლამენტი

გადაცემაში წარმოდგენილია, სამუშაო კვირის განმავლობაში, საქართველოს პარლამენტში, კომიტეტებში და პლენარულ სხდომებზე განხილული მნიშვნელოვანი საკითხებისა და კანონპროექტების მიმოხილვა, განხილვა სტუმრებთან ერთად. 

გადაცემა შედგება სამი ნაწილისგან: 

1. მაყურებლისათვის საქართველოს პარლამენტში განხილული კვირის მნიშვნელოვანი თემების შეხსენება (ვიდეოკოლაჟი). 

თემები:  

პარლამენტში ინიცირებული, ან განსახილველი კანონპროექტები; 

ბოლო პერიოდში მიღებული კანონმდებლობა; 

პარლამენტში მიმდინარე საქმიანობა (კაბინეტის დამტკიცება, სამთავრობო საათი, პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლა პარლამენტში, პალამენტის მიერ განხორციელებული მნიშვნელოვანი ვიზიტები); 

ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები (რეგიონალური ტელევიზიისთვის დამზადებული გადაცემების შემთხვევაში). 

2. კვირის მნიშვნელოვანი თემა (აღნიშნულ თემაზე მომზადებული სიუჟეტი). 

3. გადაცემაში მოწვეულ სტუმრებთან ერთად, კვირის მნიშვნელოვანი თემების განხილვა და ანალიზი. 

გადაცემის სტუმრები იქნებიან საქართველოს პარლამენტის დეპუტატები. 

წამყვანი - ნიკა კაცია

პროდიუსერი - მაია ბოკერია; 

ტექნიკური პროდიუსერი - ნათია შენგელია.

გუნდის წევრები

ნიკა კაცია
წამყვანი
1208

უახლესი