საზოგადოებრივი
104.5 FM
"ციხის ქორო: ველით დაპირებულ სამართალს" - 14 ნოემბერს, 21:30 საათზე, მეორე არხზე
გამოქვეყნებულია: 2016-11-10, 15:28
სამართლიანობის სახელით მოსული ხელისუფლების პასუხს ათასობით ადამიანი ელის. ის მათ შორის არის, ვინც ოთხი წელია, ძველი განაჩენებით დგანან პროკურატურის კართან. ერთი საქმის ისტორია, რომელიც ამტკიცებს, რომ წამებასა და ძალადობაზე მდგარი განაჩენები ისევ ძალაში რჩება. "გამომძიებელი რეპორტიორის" მიერ აღმოჩენილი ახალი გარემოებები, წამების ფაქტები, ცრუ მოწმეების აღსარებები.

ორშაბათს, 14 ნოემბერს, 21:30 საათზე, მეორე არხზე - "გამომძიებელი რეპორტიორის" ახალი ფილმი "ციხის ქორო: ველით დაპირებულ სამართალს".


დატოვე კომენტარი
გამომძიებელი რეპორტიორი.
„გამომძიებელი რეპორტიორი", ჟურნალისტური გამოძიების პროექტი, საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში 2014 წლის ოქტომბრიდან ხორციელდება. პროექტის ავტორები არიან ლია ტოკლიკიშვილი და მაია გოგოლაძე. 

პროექტის მიზანია საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების დაფარული ფაქტებისა და მხარეების ძიება და გამოვლენა. გამოძიების თემები შეირჩევა საზოგადოებრივი მაუწყებლის მაყურებელთა წერილების მიხედვით. ჟურნალისტური ძიებისას დაცულია საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა, ადამიანის უფლებათა ნორმები, ჟურნალისტური ეთიკის დაწერილი და დაუწერელი კანონები.

1690

უახლესი