საზოგადოებრივი
104.5 FM
რა დრო და პროცედურებია დარჩენილი ვიზალიბერალიზაციამდე და როგორია მოლოდინები
გამოქვეყნებულია: 2016-09-11, 20:32

საქართველომ გასულ კვირას ატლანტიკური საბჭოს (NAC) სხდომას მეოთხედ უმასპინძლა, რაც უპრეცედენტო შემთხვევა იყო საბჭოს არსებობის ისტორიაში. პარტნიორ ქვეყანაში გასვლითი სხდომა საბჭოს ოთხჯერ არასდროს გაუმართავს. 

ნატო-ს წევრი სახელმწიფოების ელჩები თბილისს იენს სტოლტენბერგის ხელმძღვანელობით ეწვივნენ. 

გაკეთდა მრავალი მხარდამჭერი განცხადება და მოწოდება, რომ საქართველომ რეფორმების გზა უნდა გააგრძელოს, მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსფორმირების მიმართულებით. 

კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ნატო-ს კარი ღია რჩება, თუმცა მასში შესასვლელად აუცილებელია დრო და კრიტერიუმების დაკმაყოფილება. 

კრიტერიუმებში კი, სამხედროს გარდა, ნატო-ს მაღალჩინოსნები დემოკრატიის ხარისხისა და სახელმწიფო ინსტიტუციების სისტემური გაუმჯობესების აუცილებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას. 

რა შედეგით დასრულდა ვიზიტი; როგორ გზავნილებს იღებს ოფიციალური თბილისი ნატო-სგან თუ ევროკავშირისგან, რომელმაც მალე საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. 

ქეთი ქარდავას რეპორტაჟი ბრიუსელიდან.

დატოვე კომენტარი
2533

უახლესი