საზოგადოებრივი
104.5 FM
„სახიფათო თამაშები ვერესთან გრძელდება“ - 13 ივნისს, 20:00 საათზე, მეორე არხზე
გამოქვეყნებულია: 2016-06-09, 13:47

თბილისის თავზე მეწყერი იღვიძებს. წყნეთი-ახალდაბის გზაზე, ერთი წლის წინ დამეწყრილი მთა დაშლას აგრძელებს და ვერეს ხეობისკენ მიემართება. რატომ არ არის დასრულებული ხეობის დამცავი ნაგებობების პროექტი, რატომ არ იგეგმება ვერეს გვირაბებისგან გათავისუფლება და ჭალაში გაჭრილი ჩქაროსნული გზის ესტაკადაზე გადატანა. ხეობის განაშენიანების ბიზნესინტერესებს სამშენებლო კომპანიები არ თმობენ. რა ასწავლა ქვეყანას 2015 წლის ივნისის ტრაგედიამ? 13 ივნისს, 20:00 საათზე, მეორე არხზე, „გამომძიებელი რეპორტიორის“ ფილმი - „სახიფათო თამაშები ვერესთან გრძელდება“

დატოვე კომენტარი
გამომძიებელი რეპორტიორი.
„გამომძიებელი რეპორტიორი", ჟურნალისტური გამოძიების პროექტი, საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში 2014 წლის ოქტომბრიდან ხორციელდება. პროექტის ავტორები არიან ლია ტოკლიკიშვილი და მაია გოგოლაძე. 

პროექტის მიზანია საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების დაფარული ფაქტებისა და მხარეების ძიება და გამოვლენა. გამოძიების თემები შეირჩევა საზოგადოებრივი მაუწყებლის მაყურებელთა წერილების მიხედვით. ჟურნალისტური ძიებისას დაცულია საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა, ადამიანის უფლებათა ნორმები, ჟურნალისტური ეთიკის დაწერილი და დაუწერელი კანონები.

1901

უახლესი