საზოგადოებრივი
104.5 FM
სავალდებულო სამხედრო სამსახურის ალტერნატივა; ცვლილებები ბიუჯეტში; ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ერთწლიანი მუშაობა
გამოქვეყნებულია: 2015-11-21, 20:30

უნდა გაუქმდეს, თუ არა საქართველოს კონსტიტუციის 101-ე მუხლი და ალტერნატივა აქვს სავალდებულო სამხედრო სამსახურს;  

საკანონმდებლო ორგანო მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების საკომიტეტო განხილვებს ასრულებს. 

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა ერთწლიანი მუშაობა შეაჯამა და ანგარიში ექსპერტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს გააცნო;   

წამყვანი: ნიკა კაცია.


დატოვე კომენტარი
ჩვენი პარლამენტი

გადაცემაში წარმოდგენილია, სამუშაო კვირის განმავლობაში, საქართველოს პარლამენტში, კომიტეტებში და პლენარულ სხდომებზე განხილული მნიშვნელოვანი საკითხებისა და კანონპროექტების მიმოხილვა, განხილვა სტუმრებთან ერთად. 

გადაცემა შედგება სამი ნაწილისგან: 

1. მაყურებლისათვის საქართველოს პარლამენტში განხილული კვირის მნიშვნელოვანი თემების შეხსენება (ვიდეოკოლაჟი). 

თემები:  

პარლამენტში ინიცირებული, ან განსახილველი კანონპროექტები; 

ბოლო პერიოდში მიღებული კანონმდებლობა; 

პარლამენტში მიმდინარე საქმიანობა (კაბინეტის დამტკიცება, სამთავრობო საათი, პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლა პარლამენტში, პალამენტის მიერ განხორციელებული მნიშვნელოვანი ვიზიტები); 

ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები (რეგიონალური ტელევიზიისთვის დამზადებული გადაცემების შემთხვევაში). 

2. კვირის მნიშვნელოვანი თემა (აღნიშნულ თემაზე მომზადებული სიუჟეტი). 

3. გადაცემაში მოწვეულ სტუმრებთან ერთად, კვირის მნიშვნელოვანი თემების განხილვა და ანალიზი. 

გადაცემის სტუმრები იქნებიან საქართველოს პარლამენტის დეპუტატები. 

წამყვანი - ნიკა კაცია

პროდიუსერი - მაია ბოკერია; 

ტექნიკური პროდიუსერი - ნათია შენგელია.

გუნდის წევრები

ნიკა კაცია
წამყვანი
1746

უახლესი