საზოგადოებრივი
104.5 FM
ხორციელდება თუ არა პოლიტიკური ზეწოლა საკონსტიტუციო სასამართლოზე; კორექტირებული ბიუჯეტის პროექტი; ოპოზიციამ მაჟორიტარული სისტემის გაუქმების მოთხოვნით 240 000 ხელმოწერა შეაგროვა
გამოქვეყნებულია: 2015-11-14, 20:21

ხორციელდება თუ არა პოლიტიკური ზეწოლა საკონსტიტუციო სასამართლოზე და როგორ აფასებენ კანონმდებლები გადაწყვეტილებას, რომლითაც პარლამენტის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა;   

მთავრობის მიერ კორექტირებული ბიუჯეტის პროექტი კვლავ პარლამენტშია. მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პარამეტრები დეპუტატებს პირადად ფინანსთა მინისტრმა გააცნო;   

2016 წლის არჩევნებისთვის მაჟორიტარული სისტემის გაუქმების და მისი სამხარეო პროპორციულით ჩანაცვლების მოთხოვნით. პარლამენტში უკვე შესულია ოპოზიციის საინიციატივო ჯგუფის პროექტი და 240 000 ხელმოწერა.


დატოვე კომენტარი
ჩვენი პარლამენტი

გადაცემაში წარმოდგენილია, სამუშაო კვირის განმავლობაში, საქართველოს პარლამენტში, კომიტეტებში და პლენარულ სხდომებზე განხილული მნიშვნელოვანი საკითხებისა და კანონპროექტების მიმოხილვა, განხილვა სტუმრებთან ერთად. 

გადაცემა შედგება სამი ნაწილისგან: 

1. მაყურებლისათვის საქართველოს პარლამენტში განხილული კვირის მნიშვნელოვანი თემების შეხსენება (ვიდეოკოლაჟი). 

თემები:  

პარლამენტში ინიცირებული, ან განსახილველი კანონპროექტები; 

ბოლო პერიოდში მიღებული კანონმდებლობა; 

პარლამენტში მიმდინარე საქმიანობა (კაბინეტის დამტკიცება, სამთავრობო საათი, პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლა პარლამენტში, პალამენტის მიერ განხორციელებული მნიშვნელოვანი ვიზიტები); 

ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები (რეგიონალური ტელევიზიისთვის დამზადებული გადაცემების შემთხვევაში). 

2. კვირის მნიშვნელოვანი თემა (აღნიშნულ თემაზე მომზადებული სიუჟეტი). 

3. გადაცემაში მოწვეულ სტუმრებთან ერთად, კვირის მნიშვნელოვანი თემების განხილვა და ანალიზი. 

გადაცემის სტუმრები იქნებიან საქართველოს პარლამენტის დეპუტატები. 

წამყვანი - ნიკა კაცია

პროდიუსერი - მაია ბოკერია; 

ტექნიკური პროდიუსერი - ნათია შენგელია.

გუნდის წევრები

ნიკა კაცია
წამყვანი
1553

უახლესი