საზოგადოებრივი
104.5 FM
8 ნოემბერი
გამოქვეყნებულია: 2015-11-09, 16:24

გასული კვირის საინფორმაციო გამოშვება: საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში. ჯვარში ჯვარის სათემო განათლების ცენტრისა და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს თანამშრომლობით სათემო ბიბლიოთეკა გაიხსნა. აფხაზეთის ა/რ მე-7 საჯარო სკოლაში, რომელიც ქ. სენაკში ფუნქციონირებს, აფხაზური ენის სწავლება დაიწყო. "უდროობის გმირი" - არზაყან ემხვარისადმი მიძღვნილი ფილმის ჩვენება საქართველოს პარლამენტის კინოდარბაზში. ფონდ "ივერიისას" დამფუძნებლის პაატა ბურჭულაძის შეხვედრა აფხაზეთის ა/ რ მთავრობის წარმომადგენლებთან,

შშმ ბავშვებს ეტლები გადაეცათ. "აფხაზეთის ტრაგედია საერთაშორისო საზოგადოების სამსჯავროზე" - ჯემალ გამახარიას წიგნის პრეზენტაცია.

კვირის თემა

პაატა ზაქარეიშვილის ანგარიში საქართველოს პარლამენტში. რუსეთის ფედერაციის მიერ გაზრდილი ფინანსური დახმარების პროექტი. დავით და მადინა ოკუჯავების ოჯახური პორტრეტი. "მიამბე აფხაზეთზე" - აკადემიკოსი როინ მეტრეველი.

დატოვე კომენტარი
აფხაზეთი

აფხაზეთის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის მიერ მომზადებული გადაცემა "აფხაზეთი" საზოგადოებრივი მაუწყებლის "მეორე არხის" ეთერშია ყოველ კვირას 19:00 საათზე.

გადაცემა თემატურად მრავალფეროვანია: დისკუსია, პრობლემები, ტრადიციები, დიალოგი, რელიგია, წარსული და დღევანდელობა, კულტურა, სპორტი, ეკოლოგია.

გადაცემა მოიცავს არა მხოლოდ აფხაზეთიდან, არამედ სამაჩაბლოდან დევნილთა პრობლემებს; წარმოაჩენს და გააანალიზებს ხელისუფლების ხედვას ამ პრობლემების მოსაგვარებლად. გადაცემა წარმოაჩენს ცნობილ, წარმატებულ ადამიანებს და ახალ სახეებს.

946

უახლესი