საზოგადოებრივი
104.5 FM
სალომე დუნდუას ინტელექტუალთა ბანკი; უნივერსიტეტის საპატიო დოქტორები
გამოქვეყნებულია: 2015-11-07, 17:00

უნივერსიტეტის ქრონიკა – ახალი ამბები, მოვლენები, კომენტარები.   

ასოცირებული პროფესორის სალომე დუნდუას ინტელექტუალთა ბანკი.   

უნივერსიტეტის საპატიო დოქტორები.   

დატოვე კომენტარი
უნივერსიტეტი
გადაცემის წამყვანი - სოფიო ჩაკვეტაძე.

სტუდენტური ხმა სჭირდება უნივერსიტეტს! ინტელექტუალურ ბანკს ქმნიან მეცნიერები! რექტორი სახეა უნივერსიტეტის! უნივერსიტეტიდან მოვდივართ ყველანი! - ეს არის მთავარი გზავნილები სატელევიზიო გადაცემისა "უნივერსიტეტი", რომელიც ყოველ შაბათს, 19:00 საათზე გავა საზოგადოებრივი მაუწყებლის "მეორე არხის" ეთერში. სატელევიზიო პროექტი ხორციელდება თსუ-სა და საზოგადოებრივ მაუწყებელს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის თანახმად, თსუ-ს "მულტიმედიაცენტრის" ბაზაზე. 

გადაცემის მიზანია თსუ-ს მნიშვნელოვანი სიახლეებისა და მოვლენების გაშუქება; წარმატებულ მეცნიერთა, მკვლევართა და დოქტორანტთა საქმიანობის წარმოჩენა; საიუბილეო ღონისძიებების გაშუქება; საინტერესო სამეცნიერო გამოკვლევებისა და აღმოჩენების პოპულარიზაცია; საზოგადოებისთვის მტკივნეულ პრობლემებზე კვალიფიციურ პროფესორ-ექსპერტთა და სტუდენტთა მოსაზრებების წარმოჩენა; სტუდენტური ცხოვრების  მიღწევების, ინიციატივების, სტუდენტური პროექტების, სტუდენტთა განსაკუთრებული უნარ-ჩვევების წარმოჩენა-გაშუქება; უნივერსიტეტის დამაარსებელთა, სამეცნიერო სკოლების ფუძემდებელთა, ღვაწლმოსულ პროფესორთა ახალი კუთხით წარმოჩენა, მათი ცხოვრების აქამდე უცნობი დეტალების საზოგადოებისთვის გაცნობა; საუნივერსიტეტო ცხოვრებასთან და მოღვაწეობასთან დაკავშირებული ისტორიული მოვლენების გაშუქება.

2483

უახლესი