საზოგადოებრივი
104.5 FM
დედაქალაქში განვითარებული სტიქიური მოვლენები და უნივერსიტეტი
გამოქვეყნებულია: 2015-06-27, 19:07

სტიქიური მოვლენის დროს განადგურებული უნივერსიტეტის ჰიდრო-მეტეოროლოგიის სასწავლო–სამეცნიერო ლაბორატორია თსუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა ლადო პაპავამ, ადმინისტრაციის თანამშრომლებმა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ დაათვალიერეს.

გადაცემის სტუმარია თსუ-ის რექტორი, აკადემიკოსი ლადო პაპავა.

დატოვე კომენტარი
უნივერსიტეტი
გადაცემის წამყვანი - სოფიო ჩაკვეტაძე.

სტუდენტური ხმა სჭირდება უნივერსიტეტს! ინტელექტუალურ ბანკს ქმნიან მეცნიერები! რექტორი სახეა უნივერსიტეტის! უნივერსიტეტიდან მოვდივართ ყველანი! - ეს არის მთავარი გზავნილები სატელევიზიო გადაცემისა "უნივერსიტეტი", რომელიც ყოველ შაბათს, 19:00 საათზე გავა საზოგადოებრივი მაუწყებლის "მეორე არხის" ეთერში. სატელევიზიო პროექტი ხორციელდება თსუ-სა და საზოგადოებრივ მაუწყებელს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის თანახმად, თსუ-ს "მულტიმედიაცენტრის" ბაზაზე. 

გადაცემის მიზანია თსუ-ს მნიშვნელოვანი სიახლეებისა და მოვლენების გაშუქება; წარმატებულ მეცნიერთა, მკვლევართა და დოქტორანტთა საქმიანობის წარმოჩენა; საიუბილეო ღონისძიებების გაშუქება; საინტერესო სამეცნიერო გამოკვლევებისა და აღმოჩენების პოპულარიზაცია; საზოგადოებისთვის მტკივნეულ პრობლემებზე კვალიფიციურ პროფესორ-ექსპერტთა და სტუდენტთა მოსაზრებების წარმოჩენა; სტუდენტური ცხოვრების  მიღწევების, ინიციატივების, სტუდენტური პროექტების, სტუდენტთა განსაკუთრებული უნარ-ჩვევების წარმოჩენა-გაშუქება; უნივერსიტეტის დამაარსებელთა, სამეცნიერო სკოლების ფუძემდებელთა, ღვაწლმოსულ პროფესორთა ახალი კუთხით წარმოჩენა, მათი ცხოვრების აქამდე უცნობი დეტალების საზოგადოებისთვის გაცნობა; საუნივერსიტეტო ცხოვრებასთან და მოღვაწეობასთან დაკავშირებული ისტორიული მოვლენების გაშუქება.

2336

უახლესი