საზოგადოებრივი
104.5 FM
როგორი არჩევანი უზრუნველყოფს ქვეყნის დამოუკიდებლობას?
გამოქვეყნებულია: 2015-05-30, 17:45

ევროკავშირი თუ ევრაზიული კავშირი – 26 მაისისადმი მიძღვნილი ლექციათა ციკლი უნივერსიტეტში;  

9 აპრილი თუ 26 მაისი? - როდის უნდა აღინიშნებოდეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე? - ამ კითხვას გადაცემის სტუმარი, პროფესორი გიორგი ოთხმეზური პასუხობს; 

რა მიზნები ამოძრავებს საქართველოს ეკონომისტთა სამეცნიერო საზოგადოებას, რომელიც სულ ახლახანს დაფუძნდა? - ნახეთ უნივერსიტეტის ქრონიკა; 

ინტელექტუალთა ბანკში იუბილარ რისმაგ გორდეზიანზე მოგითხრობთ - რით დაამახსოვრა თავი მან საზოგადოებას? 

სტუდ-ეტიკი ესეების კონკურსში გამარჯვებულ უნივერსიტეტის სტუდენტს ლილე ყაზაიშვილს მასპინძლობს. 

დატოვე კომენტარი
უნივერსიტეტი
გადაცემის წამყვანი - სოფიო ჩაკვეტაძე.

სტუდენტური ხმა სჭირდება უნივერსიტეტს! ინტელექტუალურ ბანკს ქმნიან მეცნიერები! რექტორი სახეა უნივერსიტეტის! უნივერსიტეტიდან მოვდივართ ყველანი! - ეს არის მთავარი გზავნილები სატელევიზიო გადაცემისა "უნივერსიტეტი", რომელიც ყოველ შაბათს, 19:00 საათზე გავა საზოგადოებრივი მაუწყებლის "მეორე არხის" ეთერში. სატელევიზიო პროექტი ხორციელდება თსუ-სა და საზოგადოებრივ მაუწყებელს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის თანახმად, თსუ-ს "მულტიმედიაცენტრის" ბაზაზე. 

გადაცემის მიზანია თსუ-ს მნიშვნელოვანი სიახლეებისა და მოვლენების გაშუქება; წარმატებულ მეცნიერთა, მკვლევართა და დოქტორანტთა საქმიანობის წარმოჩენა; საიუბილეო ღონისძიებების გაშუქება; საინტერესო სამეცნიერო გამოკვლევებისა და აღმოჩენების პოპულარიზაცია; საზოგადოებისთვის მტკივნეულ პრობლემებზე კვალიფიციურ პროფესორ-ექსპერტთა და სტუდენტთა მოსაზრებების წარმოჩენა; სტუდენტური ცხოვრების  მიღწევების, ინიციატივების, სტუდენტური პროექტების, სტუდენტთა განსაკუთრებული უნარ-ჩვევების წარმოჩენა-გაშუქება; უნივერსიტეტის დამაარსებელთა, სამეცნიერო სკოლების ფუძემდებელთა, ღვაწლმოსულ პროფესორთა ახალი კუთხით წარმოჩენა, მათი ცხოვრების აქამდე უცნობი დეტალების საზოგადოებისთვის გაცნობა; საუნივერსიტეტო ცხოვრებასთან და მოღვაწეობასთან დაკავშირებული ისტორიული მოვლენების გაშუქება.

1914

უახლესი