საზოგადოებრივი
104.5 FM
თამაზ გამყრელიძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ნაცნობი და უცნობი მხარეები
გამოქვეყნებულია: 2015-04-18, 18:27

დოკუმენტური ფილმი  

ავტორი: ნინო კაკულია. 

დატოვე კომენტარი
უნივერსიტეტი
გადაცემის წამყვანი - სოფიო ჩაკვეტაძე.

სტუდენტური ხმა სჭირდება უნივერსიტეტს! ინტელექტუალურ ბანკს ქმნიან მეცნიერები! რექტორი სახეა უნივერსიტეტის! უნივერსიტეტიდან მოვდივართ ყველანი! - ეს არის მთავარი გზავნილები სატელევიზიო გადაცემისა "უნივერსიტეტი", რომელიც ყოველ შაბათს, 19:00 საათზე გავა საზოგადოებრივი მაუწყებლის "მეორე არხის" ეთერში. სატელევიზიო პროექტი ხორციელდება თსუ-სა და საზოგადოებრივ მაუწყებელს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის თანახმად, თსუ-ს "მულტიმედიაცენტრის" ბაზაზე. 

გადაცემის მიზანია თსუ-ს მნიშვნელოვანი სიახლეებისა და მოვლენების გაშუქება; წარმატებულ მეცნიერთა, მკვლევართა და დოქტორანტთა საქმიანობის წარმოჩენა; საიუბილეო ღონისძიებების გაშუქება; საინტერესო სამეცნიერო გამოკვლევებისა და აღმოჩენების პოპულარიზაცია; საზოგადოებისთვის მტკივნეულ პრობლემებზე კვალიფიციურ პროფესორ-ექსპერტთა და სტუდენტთა მოსაზრებების წარმოჩენა; სტუდენტური ცხოვრების  მიღწევების, ინიციატივების, სტუდენტური პროექტების, სტუდენტთა განსაკუთრებული უნარ-ჩვევების წარმოჩენა-გაშუქება; უნივერსიტეტის დამაარსებელთა, სამეცნიერო სკოლების ფუძემდებელთა, ღვაწლმოსულ პროფესორთა ახალი კუთხით წარმოჩენა, მათი ცხოვრების აქამდე უცნობი დეტალების საზოგადოებისთვის გაცნობა; საუნივერსიტეტო ცხოვრებასთან და მოღვაწეობასთან დაკავშირებული ისტორიული მოვლენების გაშუქება.

1836

უახლესი