საზოგადოებრივი
104.5 FM
ვიდეოები
ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა; პრემიების აკრძალვის ინიციატივა; უმრავლესობისა და უმცირესობის ურთიერთბრალდებები; ხმაურიანი მსჯელობა ეროვნული ბანკის ზედამხედველობის სამსახურთან დაკავშირებით
ჩვენი პარლამენტი | 27 ივნისი, 2015
• რას შეცვლის ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა, რა ახალი შესაძლებლობები გაუჩნდება დედაქალაქს? რატომ ცვლის უმრავლესობა მის მიერ ერთი წლის წინ მიღებულ კანონს და რა პრეტენზიები აქვთ საპარლამენტო უმცირესობას;   • მმართველი გუნდის წევრი, ზაქარია ქუცნაშვილი პრემიების დროებით აკრძალვის ინიციატივით გამოდის;    • ურთიერთბრალდებები საკანონმდებლო ორგანოში სტიქის შემდეგ. რაში ადანაშაულებენ ერთმანეთს საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წევრები?!   • ხმაური პარლამენტში ეროვნული ბანკის ზედამხედველობის სამსახურზე მსჯელობის დროს - უმცირესობამ საკანონმდებლო ცვლილებას, არაკონსტიტუციური უწოდა.
წაკითხვა
როგორ აპირებენ დეპუტატები სტიქიის განმეორებისას რისკების შემცირებას
ჩვენი პარლამენტი | 20 ივნისი, 2015
• ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში ჩაწერილი ტრაგიკული თარიღის შემდეგ, რა საფრთხეებზე საუბრობენ  ექსპერტები და სპეციალისტები, რას გეგმავენ კანონმდებლები და როგორ აპირებენ დეპუტატები მსგავსი შემთხვევების განმეორებისას რისკების შემცირებას;    • ჩვენს კითხვებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ,  მანანა კობახიძემ უპასუხა.
წაკითხვა
რას მისცემს ამომრჩეველს მაჟორიტარული არჩევნების გაუქმება? ჩაშლილი საპარლამენტო სხდომა; საკანონმდებლო ორგანოს მიმდინარე და მომავალი წლის ბიუჯეტი 6 მილიონით შემცირდება.
ჩვენი პარლამენტი | 13 ივნისი, 2015
• რას მისცემს ამომრჩეველს მაჟორიტარული არჩევნების გაუქმება? რამდენად დემოკრატიული იქნება რეგიონულ-პროპორციულ საარჩევნო სისტემა და რა შეახსენა საქართველოს პრეზიდენტმა დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში წლიური ანგარიშის წარდგენისას 31 მარტს;   • ჩაშლილი საპარლამენტო სხდომა, ხელისუფლების პარალიზების მუქარა და ბოიკოტი -როგორია კვლევის შედეგები? რას მოიცავს 2015 წლის ანგარიში და რა ხარვეზებია საკანონმდებლო პროცესებში?  • საკანონმდებლო ორგანოს მიმდინარე და მომავალი წლის ბიუჯეტი 6 მილიონით შემცირდება.
წაკითხვა
მარიხუანის დეკრიმინალიზაციის კანონპროექტი; პროკურატურის რეფორმა; ახალი ინსტიტუციური რეგულაცია; შსს-ის გაყოფის საკანონმდებლო პაკეტის განხილვა
ჩვენი პარლამენტი | 6 ივნისი, 2015
• გოგა ხაჩიძე მარიხუანის დეკრიმინალიზაციას ითხოვს;   • საკანონმდებლო ორგანოში პროკურატურის რეფორმაზე მსჯელობენ;   • რას შეცვლის ახალი ინსტიტუციური რეგულაცია და იქნება თუ არა პოლიტიკურად ნეიტრალური ახალი წესით არჩეული მთავარი პროკურორი;  • პარლამენტში მთავრობის საკანონმდებლო პაკეტის განხილვა დაიწყო, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს გაყოფას ითვალისწინებს.
წაკითხვა
ჩვენი პარლამენტი - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების უპრეცედენტო კანონპროექტი; ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანგარიში; ცვლილებები პროკურატურის შესახებ კანონში; ევროპასთან ინტეგრაციისა და აგრარულ საკითხთა კომიტეტებს ახალი თავმჯდომარეები ჰყავს
ჩვენი პარლამენტი | 30 მაისი, 2015
• საქართველოს პარლამენტი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების უპრეცედენტო კანონპროექტზე მუშაობს;   • ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ 2014 წლის ანგარიში პარლამენტს წარუდგინა;   • საკანონმდებლო ორგანოში კანონში პროკურატურის შესახებ ცვლილებების შეტანზე მუშაობენ;   • ევროპასთან ინტეგრაციისა და აგრარულ საკითხთა კომიტეტებს ახალი თავმჯდომარეები ჰყავს.  
წაკითხვა
გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრის ბრძანება და კამათი პარლამენტში; დავით უსუფაშვილის გამოსვლა ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე; ბიუჯეტის სამი თვის ანგარიში
ჩვენი პარლამენტი | 23 მაისი, 2015
• ხმაური პარლამენტში -კამათი გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრის ბრძანებას მოჰყვა, რომელიც საქართველოში გენეტიკურად მოდიფიცირებული სოიოს შემოტანას ხდის შესაძლებელს.• ამ კვირაში დავით უსუფაშვილი ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით პირველად გამოვიდა. • საკანონმდებლო ორგანოში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ხშირი სტუმარი იყო ფინანსთა სამინისტრო, რომელმაც ბიუჯეტის სამი თვის ანგარიში მიმოიხილა.• ეროვნული ბანკის ზედამხედველობის დეპარტამენტი, შესაძლოა, დამოუკიდებელ იურიდიულ პირად გამოეყოს.
წაკითხვა
ნარკოტიკების გასაღება მათ შეძენა-შენახვას გაიმიჯნება; თამარ კორძაია "ქართული ოცნების" ფრაქციიდან გავიდა; ჩაშლილი პლენარული სხდომა
ჩვენი პარლამენტი | 16 მაისი, 2015
• სასამართლო ვალდებული იქნება პატიმრობაში დატოვების საკითხი საკუთარი ინიციატივით ორ თვეში ერთხელ განიხილოს, მიუხედავად იმისა დააყენებენ თუ არა შესაბამის მოთხოვნას დაცვისა და ბრალდების მხარეები;   • ახალი რეგულაციის მიხედვით ნარკოტიკების უკანონო გასაღების მათი შეძენა-შენახვა, ერთმანეთისგან გაიმიჯნება;   • თამარ კორძაიამ "ქართული ოცნების" ფრაქციიდან გასვლის მოთხოვნით პარლამენტს მიმართა;   • საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობისობის კონფლიქტი, უკვე მეორედ ჩაშლილმა პლენარულმა სხდომამ გამოიწვია.
წაკითხვა
ცვლილებები მთავრობაში; ვიზების გაცემა და ბინადრობის ნებართვის მოპოვება მარტივდება; ბინის გაქირავების გადასახადი 20%-დან 5%-მდე შემცირდება
ჩვენი პარლამენტი | 2 მაისი, 2015
• საქართველოს მთავრობაში განხორციელებული ცვლილებები - უმრავლესობის, უმცირესობის და ექსპერტების შეფასებები;   • ვიზების გაცემის პროცედურები და ბინადრობის ნებართვის მოპოვება მარტივდება. პლენარულ სხდომაზე კანონპროექტი  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნათია მიქელაძემ წარმოადგინა;   • ფიზიკური პირები ბინის გაქირავებისას  20%-ის ნაცვლად 5%-ით დაიბეგრებიან. საპარლამენტო უმცირესობამ და უმრავლესობამ, ერთხმად დაუჭირეს მხარი საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტს. 
წაკითხვა
პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი უკრაინაში; "ცე ჰეპატიტის" ელიმინაციის მსოფლიო დონის პროგრამა
ჩვენი პარლამენტი | 25 აპრილი, 2015
• პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის ვიზიტი უკრაინაში;   • საპარლამენტო უმცირესობის მხრიდან წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივები;   • შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს მოხსენება  პარლამენტში;   • C-ჰეპატიტის ელიმინაციის მსოფლიო დონის პროგრამა - გადაცემის სტუმარი: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე.   
წაკითხვა
დაუშვებენ თუ არა ექვს წლამდე ბავშვებს სკოლაში; კანონპროექტი "ზოგადი განათლების შესახებ" კანონში ცვლილებების შესახებ; კანონი "ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ"
ჩვენი პარლამენტი | 18 აპრილი, 2015
• დაუშვებენ თუ არა ექვს წლამდე ბავშვებს სკოლაში;   • "ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონპროექტი, მეორე მოსმენით განიხილეს. გადაცემა "ჩვენი პარლამენტის" სტუმრები არიან: კანონპრექტის ავტორი, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი კობა სუბელიანი და "ქართული ოცნების" წევრი ალექსანდრე ქანთარია;   • სისხლის სამართლის კოდექსს ახალი მუხლი ემატება, რომელიც ძალადობრივი ქმედებისკენ მოწოდებისთვის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლევან იზორიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკანონმდებლო ინიციატივა პირველი მოსმენით წარადგინა;   • მოსაკრებლის გადამხდელები სრულიად თავისუფლდებიან კ2 კოეფიციენტის გადასახდისაგან . "ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონპროექტი განიხილეს.   
წაკითხვა
საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიში; ცვლილებები კანონპროექტებში; ერთხმად არჩეული კომიტეტების თავმჯდომარეები
ჩვენი პარლამენტი | 4 აპრილი, 2015
გასული კვირა პარლამენტში - განხილულ და განსახილველ თემები და საკითხები. ქვეყნის რჩეულები და მათი ხედვები.• გასული კვირა პარლამენტში - განხილულ და განსახილველ თემები და საკითხები. ქვეყნის რჩეულები და მათი ხედვები.• საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიში;   • "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებლივი მდგომარეობის შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებები;   • ერთხმად არჩეული კომიტეტების თავმჯდომარეები;   • სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილის, კახა კახიშვილის მიერ ინიცირებული "პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" კანონპროექტი.   
წაკითხვა
გასული კვირა პარლამენტში - განხილული და განსახილველი თემები; ქვეყნის რჩეულები და მათი ხედვები
ჩვენი პარლამენტი | 28 მარტი, 2015
I ბლოკი• კომიტეტების თავმჯდომარეობის კანდიდატები; • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა"პატიმრობის კოდექსზე“ მეორე მოსმენით მუშაობა დაასრულა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა კომიტეტს, 2014 წლის ანგარიში ჩააბარა;• ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში განიხილეს, პავლე კუბლაშვილისა და გიორგი მელაძის   „საქართვლოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის ინიციატივა. • ნატოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში განხილული საკითხები.II ბლოკი პარლამენტის წინაშე საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლა და მისი ფორმატი. მინისტრები და მათი მისვლა არ მისვლის საკითხის სტუმრებთან ერთად:  საპარლამენტო უმცირესობის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი მიხეილ მაჭავარიანი და უმრავლესობის წარმომადგენელი, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი. გადაცემის წამყვანი: ალექსანდრე გრიგალაშვილი.
წაკითხვა

უახლესი