საზოგადოებრივი
104.5 FM
ვიდეოები
ევროპასა და საქართველოს შორის საზღვარი უქმდება; გენეტიკურად მოდიფიცირებული პროდუქცია; საარჩევნო კოდექსი
ჩვენი პარლამენტი | 19 დეკემბერი, 2015
• საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი: "ევროპასა და საქართველოს შორის საზღვარი უქმდება".  • სიცოცხლისთვის საშიში, გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმები - ხორციელდება, თუ არა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სრულყოფილი კონტროლი. უქმნის, თუ არა საფრთხეს ქვეყნის ბიომრავალფეროვნებას, ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმები; • საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, კანონმდებლებს შორის კვლავ უთანხმოებაა.• საქართველოს პარლამენტის წევრებმა მოწმეთა დაკითხვის წესის შესახებ ინიცირებული კანონპროექტი დაამტკიცეს.  წამყვანი: ნიკა კაცია.
წაკითხვა
მოწმეთა დაკითხვის წესი; 2016 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია; მაჟორიტარულ ოლქებთან დაკავშირებული ცვლილებები
ჩვენი პარლამენტი | 12 დეკემბერი, 2015
• მოწმეთა დაკითხვის წესი - მთავრობის მიერ ინიცირებული კიდევ ერთი კანონპროექტი. რატომ უწოდებს საპარლამენტო უმცირესობა ინიციატივას ფორმალურს; რა ხარვეზებზე საუბრობს არასამთავრობო სექტორი და რეფორმის შედეგად, იქნება, თუ არა საზოგადოება დანაშაულისგან დაცული;  • პარლამენტმა 2016 წლის ბიუჯეტი მიიღო;   • ქართველი დეპუტატების მიმართვა ევროსტრუქტურებისადმი;   • მაჟორიტარულ ოლქებთან დაკავშირებული ცვლილებების განხილვა პარლამენტში.წამყვანი: ნიკა კაცია
წაკითხვა
იცნობენ თუ არა ამომრჩევლები საკუთარი ოლქის დეპუტატებს; 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი - ზრდის 3%-იანი მაჩვენებლი; კანონპროექტი "ამნისტიის შესახებ"
ჩვენი პარლამენტი | 5 დეკემბერი, 2015
• რამდენად სამართლიანია საარჩევნო ოლქების ფორმირება, იცნობენ თუ არა ამომრჩევლები საკუთარი ოლქის დეპუტატს და ცვლილებების გატარების შემდეგ, რამდენად თანაბარი ძალის იქნება ამომრჩეველთა ხმები;   • 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დოკუმენტი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის 3%-იანი მაჩვენებლის მიხედვით შემუშავდა და 10 მილიარდამდე ლარით განისაზღვრა;  • პარლამენტმა "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტის მოსმენა დაიწყო;  • კანონპროექტი მოწმეთა დაკითხვის შესახებ უკვე პარლამენტშია.   წამყვანი: ნიკა კაცია
წაკითხვა
თამბაქო და ალკოჰოლი ძვირდება; 18 წლამდე პირთა ქორწინება აიკრძალება
ჩვენი პარლამენტი | 28 ნოემბერი, 2015
• კანონმდებლების უმრავლესობამ ახალ მთავარ პროკურორს მხარი უკვე დაუჭირა - როგორ აფასებენ პოლიტიკოსები პარლამენტის საბოლოო გადაწყვეტილებას, რას ურჩევენ არასამთავრობოები დეპუტატებს და რა პასუხი აქვს მმართველ გუნდს;   • სიგარეტსა და ალკოჰოლზე ფასი გაიზრდება. • საქართველოში 18 წლამდე ასაკის პირთა ქორწინება აიკრძალება.წამყვანი: ნიკა კაცია.
წაკითხვა
სავალდებულო სამხედრო სამსახურის ალტერნატივა; ცვლილებები ბიუჯეტში; ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ერთწლიანი მუშაობა
ჩვენი პარლამენტი | 21 ნოემბერი, 2015
• უნდა გაუქმდეს, თუ არა საქართველოს კონსტიტუციის 101-ე მუხლი და ალტერნატივა აქვს სავალდებულო სამხედრო სამსახურს;  • საკანონმდებლო ორგანო მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების საკომიტეტო განხილვებს ასრულებს. • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა ერთწლიანი მუშაობა შეაჯამა და ანგარიში ექსპერტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს გააცნო;   წამყვანი: ნიკა კაცია.
წაკითხვა
ხორციელდება თუ არა პოლიტიკური ზეწოლა საკონსტიტუციო სასამართლოზე; კორექტირებული ბიუჯეტის პროექტი; ოპოზიციამ მაჟორიტარული სისტემის გაუქმების მოთხოვნით 240 000 ხელმოწერა შეაგროვა
ჩვენი პარლამენტი | 14 ნოემბერი, 2015
• ხორციელდება თუ არა პოლიტიკური ზეწოლა საკონსტიტუციო სასამართლოზე და როგორ აფასებენ კანონმდებლები გადაწყვეტილებას, რომლითაც პარლამენტის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა;   • მთავრობის მიერ კორექტირებული ბიუჯეტის პროექტი კვლავ პარლამენტშია. მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პარამეტრები დეპუტატებს პირადად ფინანსთა მინისტრმა გააცნო;   • 2016 წლის არჩევნებისთვის მაჟორიტარული სისტემის გაუქმების და მისი სამხარეო პროპორციულით ჩანაცვლების მოთხოვნით. პარლამენტში უკვე შესულია ოპოზიციის საინიციატივო ჯგუფის პროექტი და 240 000 ხელმოწერა.
წაკითხვა
რეალურია თუ არა პენსიების 50 ლარით გაზრდა; ფინანსთა სამინისტრომ შენიშვნები და რეკომენდაციები არ გაითვალისწინა
ჩვენი პარლამენტი | 7 ნოემბერი, 2015
• რამდენად შესაძლებელია ბიუჯეტის კორექტირება, რეალურია თუ არა პენსიების 50 ლარით გაზრდა და როდისთვის დაკმაყოფილება პენსიონერთა მოთხოვნა;   • მთავრობის მიერ პარლამენტში ხელმეორედ წარდგენილ ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით მმართველ გუნდს შენიშვნები აქვს. ფინანსთა სამინისტრომ კომიტეტებიდან წარდგენილი არცერთი შენიშვნა და რეკომენდაცია არ გაითვალისწინა;   • საქართველომ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას უმასპინძლა.   
წაკითხვა
პროკურატურის ინსტიტუციური რეფორმა; პრემიის აღების შეზღუდვა; საქართველოს პარლამენტს ახალი დეპუტატი ჰყავს
ჩვენი პარლამენტი | 31 ოქტომბერი, 2015
• რამდენად დემოკრატიულია პროკურატურის ინსტიტუციური რეფორმა, რა კითხვები აქვთ არასამთავრობოებს საპროკურორო საბჭოს არჩევის წესთან დაკავშირებით და რა შენიშვნები ისმის საპარლამენტო უმცირესობაში;    • მაღალი რანგის თანამდებობის პირებს შესაძლოა პრემიის აღება შეეზღუდოთ - შესაბამისი ცვლილებები "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში შედის;    • საქართველოს პარლამენტს ახალი დეპუტატი ჰყავს. ვლადიმერ აჩბა დავით საგანელიძის ადგილმონაცვლე გახდა.   წამყვანი: ნიკა კაცია.
წაკითხვა
სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია; ოპოზიციის ინიციატივა ჩავარდა; კანონპროექტი "ადრეული აღზრდისა და განათლების შესახებ";
ჩვენი პარლამენტი | 24 ოქტომბერი, 2015
• რა შეიცვლება საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შემდეგ და როგორი მოლოდინია საქართველოში ევროკომისიის რიგით მეოთხე ანგარიშის გამოქვეყნებამდე;   • "ადრეული აღზრდისა და განათლების შესახებ" კანონპროექტის საჯარო განხილვა დაიწყო;   • ოპოზიციის ინიციატივა ჩავარდა - საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა პროექტს, რომელშიც საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები საარჩევნო რეფორმაზე სამუშაოდ ინტერპარტიული კომისიის შექმნას ითხოვენ.   
წაკითხვა
ხორციელდება, თუ არა მედიაზე ზეწოლა; 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა; ტუბერკულოზის მკურნალობა სავალდებულო ხდება
ჩვენი პარლამენტი | 17 ოქტომბერი, 2015
• ხორციელდება, თუ არა მედიასაშუალებებზე ზეწოლა - რა პასუხი აქვთ ექსპერტებს, რას ფიქრობს საზოგადოება  და ჩვენი ქვეყნის დეპუტატები;    • პარლამენტში 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა გრძელდება. მმართველი გუნდის შემდეგ, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ამჯერად ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის გარშემო საპარლამენტო უმცირესობის შეკითხვებს უპასუხა;   • ტუბერკულოზის მკურნალობა საქართველოში სავალდებულო ხდება - "ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ" კანონპროექტი, დიმიტრი ხუნდაძის და გიორგი ხეჩინაშვილის მიერ  პარლამენტშია ინიცირებული.
წაკითხვა
ბიუჯეტის 3%-ანი ზრდა - პასუხობს თუ არა დოკუმენტი ქვეყნის მთავარ ეკონომიკურ გამოწვევებს; რეგიონებში კონსტიტუციური კანონის პროექტის სახალხო განხილვა გრძელდება
ჩვენი პარლამენტი | 10 ოქტომბერი, 2015
• რატომ მიიჩნევენ კანონმდებლები, რომ 2016 წლის ბიუჯეტის სამ-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა კატასტროფის მომტანია და პასუხობს თუ არა ახალი ბიუჯეტი ქვეყნის მთავარ ეკონომიკურ გამოწვევებს. • ახალციხე, გორი, რუსთავი, თელავი - რაიონებში საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის სახალხო განხილვა გაგრძელდა. • საკანონმდებლო ორგანოში მთავრობის პროგრამის "ძლიერი, დემოკრატიული და ერთიანი საქართველოსთვის" შესრულების ანგარიში განიხილეს.
წაკითხვა
"თავისუფალი ზონის" მიერ ორგანიზებული აქცია "რუსთავი 2"-ის მხარდასაჭერად - ხმაური პარლამენტში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე; საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი; კანონი საჯარო სამსახურის შესახებ
ჩვენი პარლამენტი | 3 ოქტომბერი, 2015
• ხმაური პარლამენტში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე - ქუთაისში პარლამენტთან "თავისუფალი ზონის" მიერ, "რუსთავი 2"-ის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა, რასაც  უმრავლესობის დეპუტატებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა;   • საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი - უმცირესობის და უმრავლესობის კიდევ ერთი დაპირისპირების საგანი;   • კიდევ ერთი სამთავრობო ინიციატივა - კანონი საჯარო სამსახურის შესახებ, რა სოციალურ გარანტიებს მიიღებენ რეფორმის შედეგად საჯარო მოხელეები, შეიცვლება, თუ არა მათი ფინანსური მდგომარეობა და უზრუნველყოფს თუ არა აღნიშნული კანონი პროფესიონალიზმის წახალისებას, ხელშეწყობასა და დაფასებას.   
წაკითხვა
პრემიების დროებით აკრძალვის ინიციატივა; რას შეცვლის კანონპროექტი საერთო სასამართლოების შესახებ; ვინ შეცვლის დავით საგანელიძეს
ჩვენი პარლამენტი | 26 სექტემბერი, 2015
• რას შეცვლის კანონპროექტი საერთო სასამართლოების შესახებ, იქნება თუ არა გატარებული რეფორმა სასამართლო  სისტემის მეტი დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის გარანტი?   • პრემიების  დროებით აკრძალვის ინიციატივა - მმართველი გუნდის დეპუტატმა  ზაქარია ქუცნაშვილმა, კანონპროექტი საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე წარადგინა;   • მმართველ გუნდში კონსულტაციები დაიწყო. დეპუტატები დავით საგანელიძის შემცვლელზე მსჯელობენ.   
წაკითხვა
კახელი მევენახეების მოთხოვნები - პრობლემის მოგვარების გზები; კანონპროექტი "საჯარო სამსახურის შესახებ"
ჩვენი პარლამენტი | 19 სექტემბერი, 2015
• რა მოთხოვნები აქვთ კახელ მევენახეებს და რა გზები არსებობს მათ მოსაგვარებლად;   • საქართველოს პარლამენტმა თბილისში ღია მმართველობის პარტნიორობის საკანონმდებლო ღიაობის სამუშაო ჯგუფის საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა;   • პარლამენტმა  "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო.   
წაკითხვა
ინტერპარტიული ჯგუფის შექმნის ინიციატივა; პოლიციის ეჭვის საფუძველზე მოქალაქის ნარკოლოგიური შემოწმება აიკრძალება; დროებითი ანტიკორუფციული კომისიის შექმნის ინიციატივა; კახელი გლეხები და ხმაური აგრარულ საკითხთა კომიტეტზე
ჩვენი პარლამენტი | 12 სექტემბერი, 2015
• საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით ოპოზიციამ პარლამენტში ინტერპარტიული ჯგუფის შექმნის ინიციატივის წარდგენა გადაწყვიტა;   • პოლიციის ეჭვის საფუძველზე მოქალაქის ნარკოლოგიური შემოწმება აიკრძალება;   • "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში დროებითი ანტიკორუფციული კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის;   • კახელი გლეხების გამოჩენას აგრარულ საკითხთა და დარგობრივი ეკონომიკის გაერთიანებულ კომიტეტზე ხმაური მოჰყვა.   
წაკითხვა
პრეზიდენტის ვეტო დაძლლეულია; კანონპროექტი პროკურატურის შესახებ; ცვლილებები 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში
ჩვენი პარლამენტი | 5 სექტემბერი, 2015
• ორდღიანი ხმაურიანი განხილვის შემდეგ, პრეზიდენტის ვეტო საპარლამენტო უმრავლესობამ 81 ხმით 12-ის წინააღმდეგ დაძლია;   • საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი პროკურატურის შესახებ მეორე მოსმენით განიხილა, რომლის მიხედვითაც იცვლება პროკურორის დანიშვნის წესი;     • საკანონმდებლო ორგანოში უკვე დარეგისტრირდა ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვითაც, 2016 წელს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.   
წაკითხვა
პარლამენტის რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგები
ჩვენი პარლამენტი | 25 ივლისი, 2015
• პარლამენტის რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგები "ქართული ოცნების", "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" და "თავისუფალი დემოკრატების" წევრებმა შეაჯამეს;   • როგორი იყო საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია, რა მნიშვნელოვანი კანონები მიიღეს დეპუტატებმა და როგორ აისახება ახალი ინიციატივები ჩვენი ქვეყნის მომავალზე.   
წაკითხვა
რა სახის დახმარებას მიიღებს მთაში მცხოვრები ადამიანი; საცხოვრებელი ფართიდან პოლიციის მიერ გამოსახლების გაუქმების ინიციატივაზე; საკანონმდებლო ორგანოში 2015 წლის კორექტირებული ბიუჯეტი დაამტკიცეს
ჩვენი პარლამენტი | 18 ივლისი, 2015
• რა სახის დახმარებას და შეღავათებს მიიღებს მაღალ მთაში მცხოვრები ადამიანი ე.წ. "მთის კანონის" ამოქმედების შემდეგ; არის, თუ არა მთის გადარჩენის საფუძველი სამთავრობო ინიციატივა და რა მოსაზრება აქვთ დეპუტატებს კანონზე "მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ";   • პარლამენტში პირის საცხოვრებელი ფართიდან პოლიციის მიერ გამოსახლების გაუქმების ინიციატივაზე რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით იმსჯელეს;   • საკანონმდებლო ორგანოში 2015 წლის კორექტირებული ბიუჯეტი დაამტკიცეს.   
წაკითხვა
საბანკო ზედამხედველობის ფუნქცია; კანონპროექტი სახელმწიფო ენის შესახებ; კვორუმის არარსებობა პარლამენტში
ჩვენი პარლამენტი | 11 ივლისი, 2015
• უნდა ჩამოერთვას, თუ არა საბანკო ზედამხედველობის ფუნქცია ეროვნულ ბანკს და არის, თუ არა გამართლებული  ცენტრალური ბანკისა და საზედამხედველო უწყების ერთიანობა?  ამ და სხვა კითხვებს გადაცემის სტუმრები თამაზ მეჭიაური და დავით ონოფრიშვილი უპასუხებენ;   • პარლამენტში განიხილება კანონპროექტი სახელმწიფო ენის შესახებ, რომელიც მთავრობის ინიციატივით არის მომზადებული;   • "მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებზე  კანონმდებლებმა რიგგარეშე სესიაზე ვერ იმსჯელეს - მიზეზი  კვორუმის არარსებობა იყო. 
წაკითხვა
მარიხუანის დეკრიმინალიზაცია; შინაგან საქმეთა სამინისტროს გაყოფა; მთის მინისტრი
ჩვენი პარლამენტი | 4 ივლისი, 2015
• მარიხუანის დეკრიმინალიზაცია - რა არის საკანონმდებლო ცვლილების მთავარი არსი და რა ფიქრობენ აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით;   • შინაგან საქმეთა სამინისტროს გაყოფა - პარლამენტში მთავრობის საკანონმდებლო პაკეტის განხილვა გრძელდება; • მთის სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შექმნას  - კანონმდებლებმა მთავრობის კიდევ ერთ ინიციატივაზე იმსჯელეს.
წაკითხვა

უახლესი