საზოგადოებრივი
104.5 FM
ვიდეოები
7 ივნისი
აფხაზეთი | 10 ივნისი, 2015
გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენების საინფორმაციო გამოშვება: კონფერენცია თემაზე - "შეიარაღებული კონფლიქტები და გარემო", საქველმოქმედო აქცია აკ. ვაჟა ივერიელის სახ. სამედიცინო ცენტრში "ენმედიცი", ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით სიციალურად დაუცველი დევნილი ოჯახებიდან 30 ბავშვი კინოთეატრ "ამირანში" კინოჩვენებაზე მიიწვიეს, ევროპის მოედანზე დევნილმა ბავშვებმა აქცია - მანიფესტაცია გამართეს, კინოცენტრ "აფხაზეთში" ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში საქველმოქმედო ღონისძიება "ნაყინების თაიგული" გაიმართა, აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით პოეტ რენე კალანდიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო ჩატარდა, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში აფხაზეთელი პოეტების საღამო ჩატარდა, რკინიგზელთა კულტურის სახლში ხელოვნების სკოლა "აფხაზეთი 2 - ის" ორგანიზებით კლასიკური მუსიკის საღამო გაიმართა, სოხუმის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრში "თეთრი ტალღა" პრემიერა შედგა.კვირის თემა: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებთან დაკავშირებით გაერომ მორიგი რეზოლუცია მიიღო. სოფ. რუხში მრავალპროფილიანი საავადმყოფოს მშენებლობა იწყება. საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის 1965 წლის კურსდამთავრებულთა იუბილე. ოჯახური პორტრეტი - ზურაბ და ანანო მჟავიები."მიამბე აფხაზეთზე" - ეკა ქუთათელაძე
წაკითხვა
31 მაისი
აფხაზეთი | 1 ივნისი, 2015
გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენების საინფორმაციო გამოშვება: იძულებით გადადგილებულ პირთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და მისი მოადგილე გოგი ფაცაცია აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს სტამბულში შეხვდნენ; თბილისში ოლიმპიური ცეცხლი 26 მაისს ჩამოტანეს; ვ. არქანიას არტ გალერეაში თინათინ მღვდლიაშვილის ნახატების გამოფენა და  პოეზიის საღამო გაიმართა; ძალისმიერი სპორტის  საერთაშორისო გაერთიანების წარმომადგენლების  პრესკონფერენცია პრაიმ-ტაიმის პრესკლუბში; "წითელი ჯვრის" საერთაშორისო კომიტეტის კონფერენცია; აფხაზეთობის დღესასწაული; 26 მაისი და მერაბ კოსტავა; 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა; პირველი ივნისი ბავშვთა დაცვის დღეა, სტუმრად "ბასტი-ბუბუსთან".
წაკითხვა
24 მაისი
აფხაზეთი | 25 მაისი, 2015
გასული კვირის საინფორმაციო გამოშვება:იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და მისი მოადგილე გოგი ფაცაცია სტამბულში აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდნენ;ბოლო ზარი აფხაზეთის მე -2 საჯარო სკოლაში;აფხაზეთის მე -2 საჯარო სკოლაში აფხაზეთობა აღინიშნა;აფხაზეთის ა/ რ მთავრობამ და ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ა/ რ მინისტრის აპარატმა მუჰაჯირობის დღე აღნიშნეს;მხატვარ ავთანდილ შენგელიას პერსონალური გამოფენა;აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის V საანგარიშო - საარჩევნო კონფერენცია;კვირის თემა - საქართველო - ნატოს მასშტაბური წვრთნები და ამ საკითხთან დაკავშირებით ექსპერტთა შეფასებები;საკალათბურთო კლუბ ,,სოხუმის’’ მიღწევები და სამომავლო პერსპექტივები;ნორჩი კარატისტის ანდრია კარბაიას მიღწევები;ზურაბ ყოლბაიას და მაია მიქაიას ოჯახური პორტრეტი;,,მიამბე აფხაზეთზე’’, რუბრიკის სტუმარია მცხეთის საკათედრო ტაძრის დეკანოზი პეტრე კვარაცხელია
წაკითხვა
17 მაისი
აფხაზეთი | 18 მაისი, 2015
გასული კვირის საინფორმაციო გამოშვება: სოფ. მისაქციელში ევროკავშირის დღე აღინიშნა. ისტორიკოსი მალხაზ ბარამიძე ღირსების ორდენით დაჯილდოვდა. ქ. ფოთში მცხოვრებ დევნილებს განახლებული ბინები გადაეცათ. შეიქმნა ,,დევნილთა პარტია“.აფხაზეთის დღეებივაზიანში ჩასახლებულ დევნილთა პრობლემები.ისტორიული მნიშვნელობის ბედიის სამონასტრო კომპლექსი.სოხუმელი მუსიკოსის ვაჟა ჩუბინიძის პორტრეტი.ავტომრბოლელ დავით კვარაცხელიას ახალი ინიციატივა.,,მიამბე აფხაზეთზე’’- თემურ ჭკუასელი
წაკითხვა
10 მაისი
აფხაზეთი | 13 მაისი, 2015
გასული კვირის საინფორმაციო გამოშვება: აფხაზეთის ა/ რ მთავრობამ დიდი სამამულო ომის ვეტერანებისთვის მიღება გამართა. 11 მაისს ვაზიანში ოფიციალურად გაიხნება ქართულ -ამერიკული სწავლება სახელწოდებით ,,მაღალი დონის პარტნიორობა, ერთობლივი სწავლება’.’ 2 მაისს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში კონფერენცია ჩატარდა. ჩატარდა აფხაზეთის პირველობა ფარიკაობაში - ხმალი, რაპირა, დაშნა. კვირის თემა - ენგურის ხიდზე ე.წ. საკონტროლო გამშვებ პუნქტზე დატრიალებული ტრაგედია. აფხაზეთის სახელმწიფო კაპელას საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ უმასპინძლა.სპორტის პოპულარული სახეობა ძალისმიერი სამჭიდი და მისი აფხაზეთელი მიმდევრები.9 მაისი - მელიტონ ქანთარიას გახსენება
წაკითხვა
3 მაისი
აფხაზეთი | 4 მაისი, 2015
გასული კვირის საინფორმაციო გამოშვება: თბილისის მერიასა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციამ მორიგი სამუშაო სხდომა გამართა. ჯუმბერ ბეთაშვილის სახ. აფხაზეთის მე - 2 საჯარო სკოლაში ამერიკელმა მოხალისეებმა საქველმოქმედო აქცია ჩაატარეს. სტუდია ,, რეპორტიორ’’ -ში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებმა პრესკონფერენცია გამართეს. 2015 წლის 2 აპრილიდან 10 აპრილის ჩათვლით ესპანეთში მცხოვრები აფხაზეთელი დევნილებისთვის კულტურის დღეები ჩატარდა. კვირის თემა - ცვლილებები საქართველოს მთავრობაში. ინტერვიუ პოლიტოლოგებთან რამაზ საყვარელიძესთან და ზვიად ავალიანთან. აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საქმიანობა დევნილი ბენეფიციარებისა და ოკუპირებული აფხაზეთიდან სამკურნალოდ გადმოსული ეთნიკურად აფხაზი პაციენტების მიმართ
წაკითხვა
26 აპრილი
აფხაზეთი | 28 აპრილი, 2015
საინფორმაციო  გამოშვება - სოხუმის  სახელმწიფო  უნივერსიტეტში აფხაზეთის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის  პირველი რექტორის პროფესორ ზურაბ ანჩაბაძის დაბადებიდან 95 წლის იუბილე  გაიმართა. 23  აპრილს უდიდესი  ქართველი მათემატიკოსის აკადემიკოს ილია ვეკუას 108 წლის იუბილე აღინიშნა. კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტისა  და დევნილთა ქსელ "სინერგიას"  ინიციატივით, "თბილისი მარიოტში"  კონფერენცია  გაიმართა. 22 აპრილს  აფხაზეთის ა/ რ განათლებისა  და კულტურის  სამინისტროში  აფხაზეთის საჯარო სკოლებისა და ოკუპირებული  გალის  რაიონიდან გადმოსულ წარჩინებულ მოსწავლეებს ოქროსა და ვერცხლის  მედლები გადაეცათ. გიორგი  ოვაშვილის  ფილმი  "გაღმა  ნაპირი"  აფხაზურ ენაზე ითარგმნა. მხატვრისა და პოეტის მანონ  ბულიკერიას ნახატების გამოფენა.მწვანეთა მოძრაობა  "დედამიწის  მეგობრები-ს" აქცია, რომელიც დედამიწის  დღეს  მიეძღვნა. აფხაზეთის ათგზის ჩემპიონის  რ. დადიანის მემორიალური ტურნირი  ჭადრაკში. კვირის  თემა -  საქართველოს  მთავრობისა  და  კომპანია  "გილედ-ს" შორის  გაფორმებული მემორანდუმი. პროექტის  მიზანია C ჰეპატიტის ელიმინაცია  საქართველოში.საქართველოს  ხელნაწერთა  ეროვნულ  ცენტრში  დაცული  სულიერი ფასეულობები."ვემსახურები  საქართველოს" -  ოჯახური  პორტრეტი.აფხაზეთის  მკვიდრის, მხატვარ ელდარ ქავშბაიას  შემოქმედება."მიამბე  აფხაზეთზე", რუბრიკის სტუმარი - ექიმი ლადო კახაძე.
წაკითხვა
19 აპრილი
აფხაზეთი | 21 აპრილი, 2015
გასული კვირის საინფორმაციო გამოშვება: კვირის თემა - ოკუპირებულ აფხაზეთში ქართული ენის შესაძლო აკრძალვასთან დაკავშირებით ინტერვიუ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს თამარ სანიკიძესთან და გალის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელ ნონა შონიასთან. აფხაზეთის  ა/ რ მთავრობის ინიციატივითა და ი. გოგებაშვილის  სახლ-მუზეუმის  ადმინისტრაციის მხარდჭერით ვარიანში დედა ენის  დღე  აღინიშნა. ,,აფხაზთა  კრების" აქცია დედა ენის  ძეგლთან. საქველმოქმედო  აქცია  ,,ვიზრუნოთ ერთმანეთზე". სააღდგომო   საჩუქრების  გადაცემა  რუსთავში მცხოვრები  დევნილებისთვის. რუბრიკაში ,,პრობლემა"  დევნილთათვის  ბინების  გადაცემა  ზუგდიდსა და  ფოთში.  დევნილთა  სამინისტროს ინიციატივა დევნილთათვის იპოთეკური სესხის  დაფარვის შესახებ.აფხაზეთის განათლებისა და კულტურის  სამინისტროს ბაზაზე არსებული მოზარდ-  ახალგაზრდობის შემოქმედებითი ცენტრის საქმიანობა.აფხაზეთის მკვიდრი შეზღუდული შესაძლებლობების გოგონა და ანდრეა ბოჩელის მიერ გაწეული ქველმოქმედება.დალი უბილავა - დე გრაფის შემოქმედებითი პორტრეტი.,,მიამბე აფხაზეთზე" რუბრიკის სტუმარია მომღერალი  თემურ წიკლაური
წაკითხვა
12 აპრილი
აფხაზეთი | 15 აპრილი, 2015
გასული კვირის საინფორმაციო გამოშვება: აფხაზეთის ხელისუფლების ორგანიზებით, მორიგი საქველმოქმედო აქცია გაიმართა. დევნილ მოსახლეობას  სააღდგომოდ საჩუქრები გადაეცა. ვალერი არქანიას სახელობის გალერეაში  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მათი თანატოლების მიერ დამზადებული ხელნაკეთი სუვენირების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. ვაშლიჯვარის სსიპ მე-2 საშუალო სკოლაში ლ. ქიაჩელის ნაწარმოების "ჰაკი- აძბას" მიხედვით,  ღია გაკვეთილი ჩატარდა.შეხვედრა სტუდენტებთან აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში.სიუჟეტი მარტყოფის მამათა მონასტრის შესახებ.ღვთისმშობლის შობის ეკლესიის წინამძღვარი - მამა აკაკი,სამურზაყანოელი თვითნასწავლი მხატვარი - ლუკა  ქობალია. ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია.ნასარიძეების მრავალშვილიანი  ოჯახი
წაკითხვა
5 აპრილი
აფხაზეთი | 5 აპრილი, 2015
გასული კვირის  საინფორმაციო  გამოშვება: მანანა შარშიძის სამედიცინო ცენტრში   აფხაზეთიდან დევნილ პაციენტებს უფასო გამოკვლევა ჩაუტარდათ; 31  მარტს  გაიმართა  აფხაზეთის საინფორმაციო  უზრუნველყოფის  ცენტრის   სამეთვალყურეო  საბჭოს სხდომა; "მე-19  საუკუნის   აფხაზეთი  ფოტოპორტრეტებში’’,  ნანა ქარდავას წიგნის  პრეზენტაცია  საქრთველოს  პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში; ალ. გრიბოედოვის  სახ.  თბილისის   რუსულ დრამატულ  თეატრში  2008  წლის  აგვისტოს  ომში დაღუპულთა ხსოვნის  პატივსაცემად  საქველმოქმედო  საღამო  გაიმართა; მერაბ ბერძენიშვილის  სახ.  კულტურის საერთაშორისო  ცენტრ  "მუზა-ში" ვეტერანთა ნამუშევრების  გამოფენა  გაიმართა: "აფხაზთა კრება-ში" შემავალმა ორგანიზაციებმა მთავრობის  კანცელარიასთან  ბრიფინგი გამართეს; ბორის  პაიჭაძის  სახ. ეროვნულ  სტადიონზე  ვეტერანი   ფეხბურთელის გიგა ნორაკიძის  ხსოვნისადმი  მიძღვნილი   ღონისძიება  გაიმართა;  ბზობა  და მისი  მნიშვნელობა -  ინტერვიუ საპატრიარქოს მდივან მამა  მიქაელ  ბოტკოველთან; 31 მარტი - ზვიად გამსახურდიას  დაბადების  დღეა, ამ დღეს საერთო ეროვნული რეფერენდუმის დღეც აღინიშნება. ზვიად გამსახურდიას  გახსენება.ცნობილი ქორეოგრაფის - მიხეილ (ჩიტო) კაკაბაძის  შემოქმედებითი პორტრეტი.მხატვარი და მეცენატი - ემზარ ცირდავა."მიამბე აფხაზეთზე", რუბრიკის  სტუმარია  კომპოზიტორი - ვაჟა აზარაშვილი
წაკითხვა
29 მარტი
აფხაზეთი | 31 მარტი, 2015
გასული  კვირის საინფორმაციო  დაიჯესტი: აფხაზეთის  ა/ რ მთავრობის დელეგაცია "რომუალდო დელ  ბიანკოს’"  ფონდის მიწვევით ფლორენციაში  იმყოფებოდა; საქართველოს  დამფუძნელი კრების წევრის , აფხაზეთის  ეროვნული  მთავრობის პირველი  თავნჯდომარის არზაყან ( დიმიტრი) ემუხვარის 135-ე  წლისთავთან დაკავშირებით, აფხაზეთის  ა/ რ მთავრობის წარმომადგენლები   საფრანგეთში, ლევილში იმყოფებოდნენ; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან  იძულებით გადაადგილებულ   პირთა, განსახლებისა და  ლტოლვილთა  სამინისტრომ  11  დევნილ  ოჯახს   მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი  ფართი   დაუკანონა; აფხაზეთის  ა/ რ რესპუბლიკის  მთავრობის  თავჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახთანგ  ყოლბაია  თბილისის კლასიკური  გიმნაზიის უფროსკლასელებს  შეხვდა; თბილისის სპორტკომიტეტში  გაიმართა საქართველოს  დამსახურებული   მწვრთნელის   ამირან  მაისურაძის სახელობის  ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში.კვირის  თემა - გასულ  კვირას  გაიმართა  ჟენევის  მოლაპარაკებების მორიგი  31- ე რაუნდი.  დისკუსიებში  მონაწილეობდნენ: აფხაზეთის   ა/ რ  მთავრობის  თავმჯდომარის  მოვალეობის  შემსრულებელი - ვახტანგ ყოლბაია, ე. წ. სამხრეთ  ოსეთის ავტონომიური  ოლქის  დროებითი ადმინისტრაციის  ხელმძღვანელი, ასევე,  ცხინვალისა  და  სოხუმის   საოკუპაციო  რეჟიმების   წარმომადგენლები.რუბრიკა  "ოჯახური  პორტრეტი" - თბილისის  ვანო  სარაჯიშვილის   სახელობის   სხელმწიფო   კონსერვატორიის  პროფესორ თემურ ელიავას  მუსიკალური  ოჯახი.ახალგაზრდა  კიბერმეცნიერი - ირაკლი  ქარდავა.ახალგაზრდა  წყალბურთელი, აფხაზეთის მკვიდრი -  ხვიჩა   ჯახაია.თეატრი, რომელსაც  მსოფლიოში  ანალოგი  არა  აქვს -  ხელის ჩრდილების   თეატრი "ბუდრუგანა გაგრა"."მიამბე  აფხაზეთზე",  რუბრიკის  სტუმარი - ლაშა  თაბუკაშვილი
წაკითხვა
22 მარტი
აფხაზეთი | 23 მარტი, 2015
გასული  კვირის   საინფორმაციო  დაიჯესტი: 15 და 16  მარტს  აფხაზეთში   დაღუპულ  გმირთა  ხსოვნისადმი  მიძღვნილი ღონისძიება მემორიალთან; აფხაზეთის ომში  სამედიცინო უნივერსიტეტიდან დაღუპული სტუდენტების  ხსოვნის  საღამო გაიმართა; აფხაზეთის  ომში დაღუპულ   ჟურნალისტთა  გახსენება; აფხაზეთის  ა/ რ განათლებისა და კულტურის  სამინისტრომ ნორჩ მხატვრებს  უმასპინძლა; ეროვნებით ოსი  მოქალაქეების  მიგრაციისა და  მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებულ საკითხებზე სახალხო  დამცველის   აპარატში შეხვედრა   გაიმართა."კვირის  თემა"  - ექსპერტები  ზვიად მენაბდე და  კორნელი კაკაჩია.განახლებული  ჟურნალები  "რიწა"  და  "იალქანი".თანამებრძოლები  და  ოჯახის  წევრები  იხსენებენ  ეროვნულ  გმირს - გენო  ადამიას.რუბრიკა  "პორტრეტი" - მსახიობი  და ტელეწამყვანი - კახა კინწურაშვილი."მიამბე  აფხაზეთზე" - მომღერალი  და კომპოზიტორი - ირმა  სოხაძე
წაკითხვა
15 მარტი
აფხაზეთი | 16 მარტი, 2015
გასული კვირის  საინფორმაციო დაიჯესტი : აფხაზეთის  ა/ რ მთავრობის სხდომა; საქართველოს  მეცნიერებათა  ეროვნულ აკადემიაში აფხაზური ლიტერატურის ფუძემდებლის, აფხაზეთის  სახალხო პოეტის დიმიტრი გულიას დაბადების 140 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო; ქალთა  საერთაშორისო  დღისადმი მიძღვნილი საღამო, მოსწავლე -ახალგაზრდობის  სასახლის  სარკეებიან დარბაზში; შეხვედრა  დედებთან  მოსწავლე-ახალგაზრდობის   სასახლის ეზოში; საქართველოს ეროვნული  გმირის  ჟიული შარტავასადმი  მიძღვნილი  ხსოვნის  საღამო; ქუთაისში  109 ოჯახს საერთაშორისო  სტანდარტების  შესაბამისად,  რეაბილიტირებულ სახლში,  ბინების  გასაღები  გადაეცათ; სამუშაო  შეხვედრა დევნილთა და  განსახლების  სამინისტროში;  ქართველმა ბიზნესმენებმა  6 დევნილი და  სოციალურად  დაუცველი   ახალგაზრდის  სწავლა დააფინანსა; თბილისის  მერიის  მიერ  დევნილთა კომპაქტური ობიექტის -  სასტუმრო "ქართლის" დასუფთავების  აქცია.კვირის   თემა - ოკუპირებული  აფხაზეთისა  და სამაჩაბლოს ტერიტორიებზე  რუსეთის  ფედერაციის  მიერ  წარმოებული სამხედრო წვრთნები. აღნიშნულ  საკითხთან დაკავშირებით  ირაკლი სესიაშვილისა  და კახა  გოგოლაძის  კომენტარები.რუბრიკა   "პრობლემები" -  ყოფილი  "თბილრემშენის"  შენობაში მცხოვრები  დევნილების  დღევანდელი  მდგომარეობა."მიამბე  აფხაზეთზე" -  ქეთი  დუმბაძე.  
წაკითხვა
8 მარტი
აფხაზეთი | 9 მარტი, 2015
საინფორმაციო  დაიჯესტი: ხარაგაულის  ღონისძიება, აფხაზური ენა,  დედების დაჯილდოება,  მეცნიერებათა  აკადემია - რაისა  ქარაია,  აფხაზეთის მხატვრების  გამოფენა, მინისტრთა  საბჭოს  ღონისძიება."კვირის  თემა"  -  პაატა  ზაქარეიშვილი. პორტრეტი ინტერიერში  -  კოკა და  ლიკა  ნადარეიშვილები.ქეთევან  ბაკარაძე.პოეტი და მხატვარი  -  მანონ  ბულიკერია.ფილოლოგიის  დოქტორი -  თამთა  გრიგოლია."მიამბე აფხაზეთზე" -  რეჟისორი  ირინა  ბოკუჩავა
წაკითხვა
პირველი მარტი
აფხაზეთი | 2 მარტი, 2015
საინფორმაციო  დაიჯესტი: საკრებულოს  დარბაზი,  აფხაზური  ენის  ლექსიკონი, ბეთანიის სათხილამურო  შეჯიბრი, ბაბუშერას  აეროპორტიდან  ცხედრების  გადმოსვენება, ცხუმ-აფხაზეთის  მეცნიერებათა  აკადემიის  სხდომა."კვირის  თემა" - ინტერვიუ   სოზარ  სუბართან.ვიდეოსიუჟეტი -  დემოგრაფიაზე."მიამბე  აფხაზეთზე’’ -  ქეთევან  შენგელია.ვიდეოსიუჟეტი -  საფეხბურთო  კლუბი "ცხუმი"
წაკითხვა
22 თებერვალი
აფხაზეთი | 23 თებერვალი, 2015
წაკითხვა
15 თებერვალი
აფხაზეთი | 16 თებერვალი, 2015
წაკითხვა

უახლესი