საზოგადოებრივი
104.5 FM
ვიდეოები
IRI-ს კვლევები და პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერა
არგუმენტების დრო | 3 აპრილი, 2017
რა ტენდენციებს გვაჩვენებს IRI-ს მორიგი კვლევა, რომლის შედეგებსაც უკვე რამდენიმე დღეა აპროტესტებენ და ამავე დროს აქტიურად განიხილავენ ქართულ საზოგადოებაში; ვინ კარგავს და ვინ იძენს მხარდაჭერას ქართულ პოლიტიკურ სპექტრში და რატომ ვერ ყალიბდება ე.წ. „მესამე ძალა“? რამდენად შეიცვალა საზოგადოების განწყობა და პოლიტიკური სიმპათიები 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და რა ტენდენციები იკვეთება 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ.სტუმრები: სოფო ხორგუანი  – უფლებადამცველი; ნიკა ჩიტაძე - პოლიტოლოგი; ნიკოლოზ მჟავანაძე - ანალიტიკოსი, „უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარე; წამყვანი: ზვიად ავალიანი
წაკითხვა
რეგიონული მიმოხილვა
არგუმენტების დრო | 30 მარტი, 2017
როგორ უნდა შევაფასოთ ჟენევის მოლაპარაკებათა 39-ე რაუნდი და რა დასკვნები შეიძლება გამოვიტანოთ ორი დღის წინ გაეროს უშიშროების საბჭოს დახურულ შეხვედრაზე განვითარებული მოვლენებისგან; რატომ ხდება სულ უფრო აქტუალური აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი კრემლის დღის წესრიგისთვის და მივდივართ თუ არა რუსულ-ქართული ურთიერთობების “ნორმალიზების” მცდელობიდან ისევ კონფრონტაციისკენ;სტუმარი: ვახტანგ მაისაია - პოლიტოლოგი წამყვანი: ზვიად ავალიანი
წაკითხვა
არასაპარლამენტო ოპოზიციის ულტიმატუმი ხელისუფლებას
არგუმენტების დრო | 30 მარტი, 2017
არსებობს თუ არა საშიშროება, რომ საკონსტიტუციო კომისიის  პოლიტიკური ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს და ვისი პასუხისმგებლობა იქნება მოვლენების ასეთი სცენარით განვითარება – ხელისუფლების, რომელიც პრინციპულ საკითხებზე პოზიციას არ იცვლის თუ არასაპარლამენტო ოპოზიციის, რომელიც მმართველ გუნდს ულტიმატუმის ენით ელაპარაკებასტუმრები:შალვა შავგულიძე  – „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე; დიმიტრი ლორთქიფანიძე - „დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი; წამყვანი: ზვიად ავალიანი
წაკითხვა
ხელისუფლების მორიგი ნაბიჯი ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციისკენ
არგუმენტების დრო | 29 მარტი, 2017
საქართველოს მთავრობის ინიციატივით - იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის თანახმად საქართველოში მცირე ოდენობით კანაფის და მარიხუანას შეძენა-შენახვაზე – ისევე როგორც - კულტივაციაზე პატიმრობა უქმდება; როგორ აფასებენ ხელისუფლების მორიგ ნაბიჯს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციისკენ ის საზოგადოებრივი ჯგუფები, რომლებიც ბოლო რამდენიმე წლის მანილზე აქტიურად  გამოდიან ნარკოპოლიტიკის გადახედვის მოთხოვნით; შეიძლება თუ არა ჩავთვალოთ რომ ამ კანონის მიღების შემთხვევაში ნარკოპოლიტიკის პრობლემა საქართველოში ძირითადად მოგვარებული იქნება და რაში არ ეთანხმებიან ხელისუფლებას ისინი ვინც თავს არაჰუმანური ნარკოპოლიტიკის მსხვერპლად მიიჩნევენსტუმრები: იაგო ხვიჩია  – „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი; გურამ იმნაძე
წაკითხვა
ვიზა-ლიბერალიაცია და სტუდენტობა
არგუმენტების დრო | 28 მარტი, 2017
როგორ აფასებენ და რას ელიან ვიზა-ლიბერალიზაციისგან ქარველი სტუდენტები; რამდენად შეუწყობს ხელს ვიზა-ლიბერალიაცია საგანნმანათლებლო კონტაქტების გაღრმავებას საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის და როგორ აფასებს სტუდენტობა ევრო-ასოცირებით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელების პროცესს განათლებისა და შრომითი უფლებების სტუმრები: ლევან ლორთიფანიძე – თსუ მაგისტრანტი, სენატის წევრი; გიორგი ხატიაშვილი - თსუ სტუდენტი ;დათო გალაშვილი - თსუ სტუდენტი.
წაკითხვა
ვიზა-ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის პირველი დღე
არგუმენტების დრო | 28 მარტი, 2017
როგორი იყო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის პირველი დღე – რამდენად უპრობლემოდ შევიდნენ პირველად ქვეყნის ისტორიაში საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე ვიზის გარეშე და რა გაფრთხილებებს აძლევენ მოქალაქეებს ხელისუფლების მაღალჩინოსნები; იქცევა თუ არა დღევანდელი დღე წინაპირობად ევროკავშირთან შემდგომი სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის და რას ეფუძნება ქართველი პოლიტიკოსების პოზიტიური მოლოდინები იმასთან დაკავშირებით რომ ვიზა-ლიბერალიზაცია არ უნდა იყოს და არ იქნება “ბოლო გაჩერება” ევროინტეგრაციის გზაზე სტუმარი: ზაზა გაბუნია – საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი.
წაკითხვა
ქაოსი „რუსთავი 2“-ის საქმეში
არგუმენტების დრო | 27 მარტი, 2017
როგორ აფასებენ „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლები ტელეკომპანიაში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში განვითარებულ რეზონანსულ მოვლენებს და რა იგულისხმება „ხელისუფლების დაინტერესებაში“, რომელზეც დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე საგანგებო წერილში საუბრობენ. მწვავდება თუ არა კონფლიქტი ერთი მხრივ „რუსთავი 2“-ის მენეჯმენტსა და ყარამანიშვილებს შორის და მეორე მხრივ - მენეჯმენტსა და ჟურნალისტებს შორის; როგორია დამფუძნებლების დამოკიდებულება ქიბარ ხალვაშის მიმართ და საით მიდის რეალურად „რუსთავი 2“ მიმდინარე მრავალმხრივი დაპირისპირების ფონზე?სტუმარი: ჯარჯი აქიმიძე - „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი წამყვანი: ზვიად ავალიანი
წაკითხვა
ვიზალიბერალიზაცია და კულტურული ინტეგრაცია
არგუმენტების დრო | 27 მარტი, 2017
რამდენად მოგვცემს საშუალებას უვიზო მიმოსვლა, გავიცნოთ თანამედროვე ევროპა და რამდენად ვიცნობთ მას დღეს; რამდენად ვიცნობთ ევროპულ კულტურას – რა ვიცით და რა არ ვიცით ევროპული ღირებულებებისა და ფასეულობების შესახებ საქართველოში და როგორ შეცვლის ვიზალიბერალიზაცია ჩვენს წარმოდგენას ევროპასთან დაკავშირებით?სტუმარი: პაატა ქურდაძე - მწერალი წამყვანი: ზვიად ავალიანი
წაკითხვა
რეფერნდუმი თურქეთში
არგუმენტების დრო | 23 მარტი, 2017
რა უნდა ვიცოდეთ თურქეთში 16 აპრილისთვის დაგეგმილი რეფერენდუმის შესახებ და რა იგულისხმება „სულ სხვა თურქეთში“, რომელიც თურქეთის პრეზიდენტის, რეჯებ ერდოღანის განცხადებით, 16 აპრილის შემდეგ შეიქმნება; როგორია თურქული საზოგადოების განწყობა რეფერენდუმამდე რამდენიმე კვირით ადრე - შეიძლება თუ არა ჩავთვალოთ, რომ რეფერენდუმის შედეგი უკვე ცნობილია და როგორი იქნება ე.წ. „ახალი თურქეთის“ პოლიტიკა დასავლეთთან და რაც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია - საქართველოსთან მიმართებაში?სტუმარი: ზაურ მჭედლიშვილი - საქართველოს ყოფილი კონსული ტრაპიზონში, თურქოლოგი.წამყვანი: ზვიად ავალიანი
წაკითხვა
კონკურსი საზოგადოებრივ მაუწყებელში
არგუმენტების დრო | 23 მარტი, 2017
რამდენი გადაცემა იქნება საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში სექტემბრიდან და რა მიმართულებებს შეეხება კონკურსი, რომელიც 2 აპრილს გამოცხადდება; ვის ექნება კონკურსში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა, ვინ იქნება კონკურსის ჟიური და როგორია მაუწყებლის მენეჯმენტის პოზიცია ბოლო ორი კვირის განმავლობაში საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებულ სხვა აქტუალურ კითხვებთან - მათ შორის მაუწყებელში ტელეკომპანია „ჯი-დი-ეს“-ის ყოფილი ჟურნალისტების მიღებასთან დაკავშირებით?სტუმარი: ია ანთაძე - საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მრჩეველი;წამყვანი: ზვიად ავალიანი
წაკითხვა
პოლიტიკური ვითარება ცხინვალის რეგიონში
არგუმენტების დრო | 22 მარტი, 2017
რა ხდება ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნებამდე და რეფერენდუმამდე რამდენიმე კვირით ადრე და შეილება თუ არა ახლო მომავალში ცხინვალში პირველი პოლიტიკური კრიზისის მოწმენი გავხდეთ; ვისზე დებს ფსონს კრემლი – ვის შეხვდება ოპოზიციის როლი, რას მიანიშნებს მოსკოვი თბილისს სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების დიდი ნაწილის რუსულ არმიასთან შეერთებით და რა გავლენა ექნება 9 აპრილისთვის დაგეგმილ არჩევნებს კონფლიქტებზე?სტიმარი: მამუკა არეშიძე–ექსპერტი კავკასიის საკითხებში.
წაკითხვა
ნინო ბურჯანაძე აქტუალური თემების შესახებ
არგუმენტების დრო | 22 მარტი, 2017
რატომ აკრიტიკებს „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ქართველ ამომრჩეველს და არის თუ არა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ქართული საზოგადოების პრიორიტეტი; რამდენად ვშორდებით რეალურად კონფლიქტების მოგვარების პერსპექტივას აფხაზეთისა და ცხინვალის მზარდი ინტეგრაციის ფონზე რუსეთის ფედერაციასთან და არსებობს თუ არა ალტერნატივა?სტუმარი: ნინო ბურჯანაძე –„დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე.
წაკითხვა
ვახტანგ ხმალაძის ინციატივა პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით
არგუმენტების დრო | 21 მარტი, 2017
რა ეფექტი ექნება პრეზიდენტის პოლიტიკურ ლეგიტიმაციაზე პრეზიდენტის არჩევის ე. წ. კომპრომისულ მოდელს, რომელიც საკონსტიტუციო კომისიას ვახტანგ ხმალაძემ შესთავაზა და უმრავლესობამაც ფაქტობრივად მხარი დაუჭირა – რას ნისნავს პრაქტიკაში საარჩევნო კოლეგია და რა შედეგს მოგვიტანს ეს კონკრეტულად საქართველოში; გარდა პრეზიდენტის არჩევის წესისა, რაზე შეთანხმდა საკონსტიტუციო კომისია შეხვედრების მეორე რაუნდში, რომელიც გასულ კვირას მიმდინარეობდა და როგორ განისაზღვრება მომავალ კონსტიტუციაში პარლამენტის არჩევის, პარლამენტის მხრიდან მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების, პრეზიდენტსა და მთავრობას შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები?სტუმარი: ვახტანგ ხმალაძე – სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი.
წაკითხვა
სოციალური პროტესტი დედაქალაქში
არგუმენტების დრო | 21 მარტი, 2017
რატომ არ აძლევს პოლიცია „ბავშვთა სამყაროს“ ხანძრით დაზარალებულებს კარვის დადგმის უფლებას მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ და ვინ არღვევს ამ შემთხვევაში კანონს – დაზარალებულები და მათი მხარდამჭერები თუ პოლიცია და ქალაქის ხელისუფლება. რა არგუმენტები აქვთ მათ ვინც სოლიდარობას უცხადებს ბავშვთა სამყაროს ხანძრით დაარალებულებს და ასევე ე. წ. გარე მოვაჭრეებს, რომელთა საქმიანობასაც ბოლო რამდენიმე დღეა ქალაქის მერია ზღუდავს და რა ალტერნატივას სთავაზობენ ისინი ხელისუფლებას?სტუმრები: ზაზა ხატიაშვილი – „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარე; ირაკლი კუპრაძე – „აუდიტორია 115-ის“ წევრი.
წაკითხვა
თბილისში გამწვავებული პრობლემები / გარემოვაჭრეები / „ბავშვთა სამყაროს“ დაზარალებულები
არგუმენტების დრო | 20 მარტი, 2017
რა პრეტენზიები აქვთ თბილისის საკრებულოს დეპუტატებს დედაქალაქის მერიასთან და როგორ პასუხობს ამ პრეტენზიებს ქალაქის აღმასრულებელი ხელისუფლება; რატომ გამწვავდა ბოლო პერიოდში რამდენიმე სოციალურად სენსიტიური პრობლემა თბილისში და როგორ შეიძლება გადაწყდეს „ბავშვთა სამყაროს“ ხანძრით დაზარალებულების, ე. წ. გარე მოვაჭრეების, მშენებლობის ნებართვებისა და სხვა პრობლემატური საკითხები?სტუმრები: ალექსანდრე ელისაშვილი - თბილისის საკრებულოს დეპუტატი; ირაკლი ლექვინაძე - თბილისის მერის მოადგილე; წამყვანი: ზვიად ავალიანი
წაკითხვა
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის სალომე სამადაშვილის ბრიფინგი
არგუმენტების დრო | 20 მარტი, 2017
წაკითხვა
საკონსტიტუციო კომისიის შეხვედრების მეორე რაუნდი - მეორე ნაწილი
არგუმენტების დრო | 16 მარტი, 2017
რა გადაწყვეტილებები მიიღო დღეს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფმა, რომელიც პრეზიდენტისა და მთავრობის უფლებამოსილებაზე მუშაობს და როდის მივიღებთ საბოლოო პასუხს კითხვაზე - გადადის თუ არა საქართველო პრეზიდენტის არჩევის არაპირდაპირ წესზე; რა არგუმენტები აქვს მმართველ პოლიტიკურ გუნდს თავისი საკონსტიტუციო ინიციატივების სასარგებლოდ და რა ჩანაწერები შეიძლება გაჩნდეს საქართველოს კონსტიტუციაში მოქალაქეთა სოციალური უფლებების დასაცავად?სტუმარი: კობა ნარჩემაშვილი - საპარლამენტო უმრავლესობის წევრი წამყვანი: ზვიად ავალიანი
წაკითხვა
საკონსტიტუციო კომისიის შეხვედრების მეორე რაუნდი
არგუმენტების დრო | 16 მარტი, 2017
როგორია საკონსტიტუციო კომისიის შეხვედრების მეორე რაუნდზე გაჟღერებული იდეების შესახებ იმ პარტიების და ორგანიზაციების პოზიცია, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში; როგორ უნდა გადანაწილდეს ბარიერს მიღმა დარჩენილი სუბიექტების მხარდაჭერა სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შემთხვევებში; რა შემთხვევაში და რა დათქმით შეიძლება დაბლოკვების აკრძალვამ პარტიების განვითარებას შეუწყოს ხელი და მიიღებენ თუ არა ასეთ სისტემას პოლიტიკური პარტიები თუ პარალელურად დაიწევს საარჩევნო ბარიერიც?სტუმრები: კონსტანტინე გამსახურდია - პარტია „თავისუფლების“ თავმჯდომარე; კახა კუკავა -  პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე; ნიკოლოზ მჟავანაძე  - „უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარე;
წაკითხვა
აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტის არჩევნები
არგუმენტების დრო | 15 მარტი, 2017
რა გვაჩვენა აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტის არჩევნების პირველმა ტურმა რომელიც 12 მარტს გაიმართა და რა პროგნოზები შეიძლება გავაკეთოთ მეორე ტურისთვის; რატომ სუსტდება ხაჯიმბას გუნდი – რამდენად ძლიერდება სერგეი ბაღაფში – უნდა ველოდოთ თუ არა კონფლიქტის გამწვავებას დე-ფაქტო პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის თუ უმრავლესობას ბაღაფშის გუნდი მოიპოვებს და როგორ აისახება აფხაზური არჩევნები ქართველებსა და აფხაზებს შორის ნდობის აღდგენის პროცესზე?სტუმარი: ადა მარშანია – საქართველოს პარლამენტის წევრი
წაკითხვა
პოლიტიკური კრიზისი თურქეთსა და ევროკავშირს შორის
არგუმენტების დრო | 15 მარტი, 2017
სადამდე შეიძლება მივიდეს დაძაბულობა თურქეთსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის და რა არის ამ კრიზისის რეალური მიზეზები; რა გავლენას მოახდენს თურქეთის ფაქტორი არჩევნებზე ნიდერლანდებში, საფრანგეთსა და გერმანიაში და რა გავლენას მოახდენს ევროპის ფაქტორი თურქეთის რეფერენდუმზე. უახლოვდება თუ არა ანკარა მოსკოვს ისეთივე წარმატებით, როგორი წარმატებითაც შორდება ბრიუსელს - რა პროცესები მიმდინარეობს დღეს მსოფლიოს მთავარ გეოპოლიტიკურ აქტორებს შორის დღეს და როგორ აისახება ეს პროცესები საქართველოზე.სტუმრები:  ნანა დევდარიანი – „გლობალური კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელი. სოსო ზაალიშვილი –
წაკითხვა

უახლესი