საზოგადოებრივი
104.5 FM
ვიდეოები
ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია / ცვლილები საგადასახადო კოდექსში
არგუმენტების დრო | 26 აპრილი, 2017
რას გულისხმობს რეფორმა და ცვლილებები საგადასახადო კოდექსში რომელიც დღეს პირველმა ვიცე-პრემიერმა – დიმიტრი ქუმსიშვილმა წარმოადგინა და როგორ აისახება ეს ცვლილებები ეკონომიკასა და სოციალურ მდგომარეობაზე; რა ეფექტი ექნება ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიაციას ბინესზე აისახება თუ არა ფასებზე ცვლილებები ალკოჰოლური პროდუქციის აქციზის სტრუქურაში?სტუმრები: გიორგი ცუცქირიძე–„საქართველოს ბანკების ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი; ვახტანგ ხომიზურაშვილი–ფასიანი ქაღალდების ბაზრის ექსპერტი.
წაკითხვა
დაძაბულობა ენგურის ხიდზე / შერიგების სახელმწიფო მინისტრის ანგარიში პარლამენტში
არგუმენტების დრო | 26 აპრილი, 2017
რას აპროტესტებდა დღეს ენგურის ხიდზე აფხაზეთში დაავებული როგავების ოჯახი და რა შედეგებით დასრულდა გუშინ გალის მორიგი შეხვედრა ინცინდენტების პრევენციის ფორმატში; გვჭირდება თუ არა სახელმწიფო მინისტრის აპარატი შერიგების საკითხებში – რატომ გამოიწვია ცხარე დისკუსია სახელმწიფო მინისტრის გუშინდელმა ანგარიშმა პარლამენტში და რა გააკეთა ოფიციალურმა თბილისმა რეალურად კონფლიქტების მიმართულებით საანგარიშო პერიოდში?სტუმარი: ვახტანგ ყოლბაია–აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი.
წაკითხვა
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური
არგუმენტების დრო | 25 აპრილი, 2017
ვინ არის ემანუილ მაკრონი, რომელიც საფრანგეთის სარეზიდენტო არჩევნებში პირველ ადგილზე გავიდა და რამდენად მაღალია მისი შანსები მეორე ტურში ნაციონალისტ მარინ ლე-პენის წინააღმდეგ; გაერთიანდება თუ არა ამჯერადაც მთელი ფრანგული პოლიტიკური სპექტრი „ყველა ლე-პენის წინააღმდეგ“ პრინციპით და დაუჭერენ თუ არა მაკრონს მხარს ყოფილი კონკურენტები და მათი ამომრჩევლები; რას ნიშნავს ერთი ან მეორე კანდიდატის გამარჯვება საფრანგეთისთვის, ევროკავშირისთვის, მსოფლიოსთვის და რაც მთავარია - საქართველოსვის?სტუმრები: გიორგი გობრონიძე–საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი; ტატო ხუნდაძე–საზოგადოებრივი მაუწყებლის ანალიტიკოსი.
წაკითხვა
დიდგორობის დღესასწაული
არგუმენტების დრო | 25 აპრილი, 2017
გვჭირდება თუ არა დიდგორობის დღესასწაული? რა ბედი ელის კანონპროექტს რომელიც 12 აგვისტოს საერთო-ეროვნული დღესასწაულის შემოღებასთან ითვალისწინებდა და ვინ მიიღო გადაწყვეტილება კანონპროექტზე მუშაობის შეჩერებასთან დაკავშირებით; რა ალტერნატიული იდეები განიხილება პარლამენტში დღეს, როცა კანონპროექტი პირველი მოსმენით უკვე მიღებულია და ვის გააღიზიანებს საბოლოოდ ხელისუფლება – თურქეთის საელჩოს თუ ქართულ საზოგადოებას, რომლისთვისაც ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე დისკუსია დიდგორობის ირგვლივ სენსიტიური თემა გახდა?სტუმარი: ნუკრი ქანთარია–საპარლამენტო უმრავლესობის წევრი
წაკითხვა
საგარეო პოლიტიკური მისწრაფების ჩანაწერი კონსტიტუციაში
არგუმენტების დრო | 24 აპრილი, 2017
უნდა იყოს თუ არა დაფიქსირებული კონსტიტუციაში ქვეყნის საგარეო-პოლიტიკური მისწრაფებები და რას ავალდებულებს კონსტიტუციის პროექტში გაჩენილი ჩანაწერი ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებას; შეიძლება თუ არა ეს ჩანაწერი გამოყენებულ იქნას სიტყვის თავისუფლების შესაზღუდად ან პოლიტიკური ცენზურის დასაწესებლად ან პირიქით - რა სარგებლობა შეიძლება მოუტანოს საგარეო პრიორიტეტების კონსტიტუციაში ჩაწერამ ქართულ სახელმწიფოს?სტუმრები: ლიკა საჯაია - „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ საპარლამენტო მდივანი; ბაქარ ბერეკაშვილი -საზოგადოებრივი მაუწყებლის ანალიტიკოსიწამყვანი: ზვიად ავალიანი
წაკითხვა
კობა ნარჩემაშვილის პოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებზე
არგუმენტების დრო | 24 აპრილი, 2017
რას ფიქრობს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი და „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ წევრი კობა ნარჩემაშვილი საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებულ პროექტზე და განსაკუთრებით იმ პუნქტებზე, რომლებსაც ქართულ საზოგადოებაში კამათი და ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა; რა ცვლილებებს იზიარებენ და რა დამატებით ცვლილებებს ითხოვენ კონსტიტუციაში სოციალ-დემოკრატები და როგორ გაგრძელდება სოციალ-დემოკრატების მიერ დაწყებული კამპანია კონსტიტუციიდან იმ პუნქტის ამოსაღებად, რომელიც ხელისუფლებას გადასახადების გაზრდას უკრძალავს?სტუმარი: კობა ნარჩემაშვილი - საპარლამენტო უმრავლესობის წევრიწამყვანი: ზვიად ავალიანი
წაკითხვა
ოპოზიციური პარტიების საკოორდინაციო საბჭოს ბოიკოტი და სტრატეგია
არგუმენტების დრო | 20 აპრილი, 2017
რა მეთოდებითა და სტრატეგიით ეცდება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების საკოორდინაციო საბჭო კონსტიტუციურ ცვლილებებზე გავლენის მოხდენას საკონსტიტუციო კომისიის ბოიკოტის შემდეგ და როგორ აფასებს ოპოზიცია პრეზიდენტის დღევანდელ შენიშვნებს კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით?სტუმრები: კახა კუკავა - პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე; გოჩა თევდორაძე - „პატრიოტთა ალიანსის“ პოლიტიკური მდივანი წამყვანი: ზვიად ავალიანი
წაკითხვა
პრეზიდენტის შენიშვნები საკონსტიტუციო კომისიის მიერ მომზადებული პროექტის მიმართ
არგუმენტების დრო | 20 აპრილი, 2017
რას ფიქრობენ პოლიტიკური პარტიების მიერ საკონსტიტუციო კომისიის დატოვების პროცესთან დაკავშირებით კომისიის წევრები არასამთავრობო სექტორიდან და როგორ აფასებენ კომისიაში წარმოდგენილი იურისტები იმ შენიშვნებს, რომლებსაც კომისიის მიერ მომზადებულ პროექტთან დაკავშირებით გამოთქვამენ პარტიები და საქართველოს პრეზიდენტი?სტუმარი: დავით ასათიანი - კონსტიტუციონალისტი წამყვანი: ზვიად ავალიანი
წაკითხვა
„პატრიოტთა ალიანსის“ მიერ საკონსტიტუციო კომისიის დატოვება
არგუმენტების დრო | 19 აპრილი, 2017
რას ნიშნავს პროტესტის უკიდურესი ფორმა და როგორ იბრძოლებს „პატრიოტთა ალიანსი“ კონსტიტუციაში ოპოზიციის მოთხოვნების დასაფიქსირებლად; რა პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს საონსტიტუციო კომისიის დატოვებას კენჭისყრის წინ და როგორი იქნება ალიანსის სამოქმედო გეგმა იმ შემთხვევაში თუ უმრავლესობა არ გაითვალისწინებს 15 ოპოზიციური პარტიისგან შემდგარი საკოორდინაციო საბჭოს მოთხოვნებს?სტუმრები: დავით თარხან-მოურავი –„პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარე; ირმა ინაშვილი – „პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივანი.
წაკითხვა
ლავროვის ვიზიტი სოხუმში / საერთაშორისო მიმოხილვა
არგუმენტების დრო | 18 აპრილი, 2017
როგორ უნდა შევაფასოთ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დღევანდელი ვიზიტი სოხუმში და ვის გამოწვევას შეიძლება ცდილობდეს მოსკოვი ამ ნაბიჯით; არის თუ არა კავშირი რუსეთის კავკასიურ პოლიტიკასა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს შორის, სადაც ბოლო პერიოდში რუსეთსა და დასავლეთს შორის მზარდი ესკალაცია შეინიშნება და რა მექანიზმები აქვს ქართულ სახელმწიფოს იმისთვის, რომ სიტუაცია აფხაზეთისა და ცხინვალის მიმართულებით კიდევ უფრო არ გართულდეს. რამდენად რეალისტურია საშიშროება, რომ კორეა ან სირია შესაძლოა ახალ კარიბის კრიზისში გადაიზარდოს, რას შეცვლის თურქეთში ორი დღის წინ ჩატარებული რეფერენდუმი და როგორ შეიძლება ეს პროცესები აისახოს საქართველოზე?სტუმარი: კორნელი კაკაჩია–პოლიტოლოგი.
წაკითხვა
საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის შეჯამება
არგუმენტების დრო | 18 აპრილი, 2017
როგორ აფასებს უმრავლესობა საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის შედეგებს და რას მიიჩნევს მმართველი გუნდი კონსტიტუციის ახალი რედაქციის პროექტის მთავარ პროგრესად მოქმედ რედაქციასთან შედარებით; დასრულებულია თუ არა ცვლილებებზე მუშაობის პროცესი და რა კორექტივები შეიძლება შევიდეს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში საპარლამენტო და საერთო-სახალხო განხილვების პროცესში?სტუმარი: გია ჟორჟოლიანი–საპარლამენტო უმრავლესობის წევრი.
წაკითხვა
„სახელმწიფო ხალხისათვის“ მიერ საკონსტიტუციო კომისიის დატოვება
არგუმენტების დრო | 13 აპრილი, 2017
რატომ ტოვებენ პოლიტიკური პარტიები სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას, რომელმაც საქართველოს კონსტიტუცია უნდა შეასწოროს; მმართველი გუნდის რომელი საკონსტიტუციო ინიციატივებია ყველაზე მიუღებელი არასაპარლამენტო პარტიებისთვის და რა ხდება იმ შემთხვევაში თუ დაანონსებული და გაპროტესტებული პუნქტები მაინც გაჩნდება კონსტიტუციაში?სტუმარი: ნიკა მაჭუტაძე - პარტიის „სახელმწიფო ხალხისათვის“ თავმჯდომარე წამყვანი: ზვიად ავალიანი
წაკითხვა
ტილერსონის ვიზიტი მოსკოვში / ახლო აღმოსავლეთის მომავალი
არგუმენტების დრო | 13 აპრილი, 2017
რა შედეგებით დასრულდა გუშინ მოსკოვში გამართული შეხვედრა ამერიკის სახელმწიფო მდივანს - რექს ტილერსონსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს - სერგეი ლავროვს შორის და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები სირიასა და მსოფლიოში იმ განცხადებების ფონზე, რომლებიც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მსოფლიოში ყველაზე მაღალი პოლიტიკური ტრიბუნებიდან კეთდება; გახდება თუ არა სირია ამერიკასა და რუსეთს შორის ცხელი დაპირისპირების პოლიგონი - დაუწესებს თუ არა შეერთებული შტატები ახალ სანქციებს მოსკოვს და როგორ აისახება მოვლენების ესკალაციური სცენარით განვითარება კავკასიაზე?სტუმრები: ირაკლი გოგავა - ანალიტიკოსი; ვახტანგ მაისაია - პოლიტოლოგი წამყვანი: ზვიად ავალიანი
წაკითხვა
„რეფერენდუმი“ სამხრეთ ოსეთში
არგუმენტების დრო | 11 აპრილი, 2017
რა მოხდა 2 დღის წინ ცხინვალში: როგორ უნდა გავიგოთ მოქმედი დე-ფაქტო პრეზიდენტის – ლეონიდ თიბილოვის მარცხი და რა ვიცით გამარჯვებული ანატოლი ბიბილოვის შესახებ; რა დატვირთვა ქონდა რეალურად ე. წ. რეფერენდუმს, სადაც სამხრეთ ოსეთისთვის „ალანიას“ დარქმევის საკითხი იყო გამოტანილი და რამდენად რეალურია რეგიონის ანექსიის ალბათობა როგორც ანალიტიოსების ერთი ნაწილი გვაფრთხილებს. რა ვიცით დღევანდელი ოსური საზოგადოების რეალური განწყობებისა და დამოკიდებულებების შესახებ და რა რესურსი გვაქვს იმისთვის, რომ ხელი შევუშალოთ კონფლიქტის გაღრმავებას?სტუმარი: მზია ხეთაგური–პოეტი.
წაკითხვა
ცვლილებები თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში
არგუმენტების დრო | 11 აპრილი, 2017
რამდენად სერიოზული პრობლემაა დღეს ქართული საზოგადოებისთვის თამბაქო და როგორ შეიძლება გავაკონტროლოთ ეს პრობლემა; შეიძლება თუ არა დავიცვათ არამწეველთა ჯანრთელობა ისე, რომ პარალელურად არ დავარღვიოთ მწეველთა უფლებები და შესაძლებელია თუ არა 2030 წლისთვის საქართველოში მწეველთა რაოდენობა მართლაც 5%-მდე დაეცეს, როგორც ხელისუფლება იმედოვნებს; კონრეტულად რას გულისხმობს „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ინიცირებული ცვლილებები რომელიც 5 აპრილს პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე დაამტიცა და რა უნდა უნდა იცოდნენ მწეველებმა ინიცირებული ახალი რეგულაციების შესახებ? სტუმარი: გუგული მაღრაძე–საპარლამენტო უმრავლესობის წევრი.
წაკითხვა
პრეზიდენტის მოხსენება პარლამენტში და მთავარი აქცენტები
არგუმენტების დრო | 10 აპრილი, 2017
რამდენად ობიექტური იყო საქართველოს პრეზიდენტის – გიორგი მარგველაშვილის შეფასებები და მოხსენება, რომლითაც იგი 7 აპრილს პარლამენტის წინაშე წარსდგა; რამდენად ითვალისწინებს მმართველი პოლიტიკური გუნდი საზოგადოების აზრს საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში და არის თუ არა კრიზისი ქართულ სასამართლო სისტემაში? რამდენად აისახება ეკონომიკური ზრდა თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე და აქვს თუ არა დღეს ქვეყანას ანტიანექსიური პოლიტიკა?სტუმრები: ზაქარია ქუცნაშვილი – საპარლამენტო უმრავლესობის წევრი; რომან გოცირიძე – საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე;
წაკითხვა
ესკალაცია სირიაში / საგარეოპოლიტიკური მიმოხილვა
არგუმენტების დრო | 6 აპრილი, 2017
რა მოხდა სირიის იდლიბის პროვინციაში - საქართველოს საზღვრიდან სულ რაღაც 800 კილომეტრში ორი დღის წინ და ვისი პასუხისმგებლობაა 4 აპრილის „ქიმიური ტრაგედია“ ხან-შაიხუნში; რატომ არის უძლური სირიის კრიზისში გაეროს უშიშროების საბჭო და სადამდე შეიძლება მიიყვანოს სირია და მთლიანად რეგიონი ინტერესთა კონფლიქტმა მსოფლიოს ყველაზე ძლიერ ქვეყნებს შორის; რა ტენდენციები იკვეთება წამყვანი გეოპოლიტიკური მოთამაშეების სტრატეგიაში სირიაში მიმდინარე ესკალაციის ფონზე და რა გავლენა ექნება ამ ტენდენციებს საქართველოზე?სტუმრები: ნიკა მახარაშვილი - პიარის სპეციალისტი; სოსო ზაალიშვილი - ექსპერტი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში; გია აბაშიძე - პოლიტიკური ანალიტიკოსი; ვახტანგ მაისაია - პოლიტოლოგი
წაკითხვა
ქართული საზოგადოების მთავარი პრობლემები IRI-ს კვლევის თანახმად
არგუმენტების დრო | 5 აპრილი, 2017
რა არის ქართული საზოგადოების მთავარი პრობლემები IRI-ს მორიგი კვლევების თანახმად; როგორია საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობის პოზიცია ქვეყნის უმთავრეს გამოწვევებთან დაკავშირებით; რა არის დღეს საქართველოს მოსახლეობის მთავარი პოლიტიკური დაკვეთა და რამდენად ადეკვატურად ასრულებს პოლიტიური სპექტრი ამ დაკვეთას. როგორი იქნება „მცირე“ პოლიტიკური პარტიების მომავალი დაბლოკების არძალვის შემთხვევაში და რას ფიქრობენ არასაპალამენტო პოლიტიკურ გაერთიანებათა ლიდერები მიმდინარე აქტუალური პოლიტიკურ საკითხებისა და საკანონმდებლო ინიციატივების შესახებსტუმრები: ირაკლი ღლონტი - პოლიტიკური გაერთიანება „რეფორმატორების“ თავმჯდომარე; სოსო შატბერაშვილი - „მემარცხენე ალიანსის“ ლიდერი; ხათუნა მაჭავარიანი - „ქალთა პარტიის“ თავმჯდომარე
წაკითხვა
ტერაქტი სანკტ-პეტერბურგში
არგუმენტების დრო | 4 აპრილი, 2017
ვინ შეიძლება იდგეს გუშინ - 3 აპრილს პეტერბურგის მეტროში განხორციელებული აფეთქების უკან და რა პოლიტიკური შედეგები შეილება მოყვეს რუსეთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ტერორისტულ აქტს; შესაძლებელია თუ არა ტერაქტის შედეგად რუსეთში პოლიტიკური კლიმატი უფრო გამკაცრდეს და რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამან რეგიონზე და მსოფლიოზესტუმრები: ბადრი ნაჭყებია - „ტერორიზისა და პოლიტიკური ძალადობის“ კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი; მაია ურუშაძე  – ანალიტიკოსი. ქართულ-რუსული ურთიერთობების მკვლევარი.
წაკითხვა
ჟენევის მოლაპარაკებების პერსპექტივები
არგუმენტების დრო | 4 აპრილი, 2017
რა შთაბეჭდილებებით დაბრუნდა ქართული დელეგაცია ჟენევის შეხვედრების 39-ე რაუნდიდან და შეიძლება თუ არა ჟენევის მოლაპარაკებები საერთოდ შეჩერდეს, როგორც გაეროში რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელი პეტრ ილიჩევი პროგნოზირებს. როგორ ხსნიან თავად აფხაზური და ოსური მხარეები კონფლიქტური ზონების უპრეცედენტო მილიტარიზაციას ბოლო პერიოდში და რა საკითხებზე მოახერხეს მხარეებმა შეთანხმება, მიუხედავად დაძაბული პოლიტიკური ფონისასტუმარი: ვახტანგ ყოლბაია - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი.
წაკითხვა

უახლესი