საზოგადოებრივი
104.5 FM
ვიდეოები
NDI-ს კვლევა / 2017 წლის აპრილი
არგუმენტების დრო | 16 მაისი, 2017
რა ტიპის პოლიტიკაზეა მოთხოვნა ქართულ საზოგადოებაში და რამდენად აკმაყოფილებს ამ მოთხოვნას ქართული პოლიტიკური სპექტრი; რა დასკვნები შეიძლება გააკეთონ პოლიტიკოსებმა NDI-ს მორიგი კვლევიდან გამომდინარე, რას გვეუბნება კვლევა ქართული საზოგადოების რეალური განწყობების შესახებ და როგორ შეიძლება აისახოს ეს განწყობები ადგილობრივი თვითმმართველობის მომავალ არჩევნებზე?სტუმრები: ხათუნა ლაგაზიძე–პოლიტიკური ანალიტიკოსი; ნანა დევდარიანი–„გლობალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი“; ბაქარ ბერეკაშვილი–საზოგადოებრივი მაუწყებლის ანალიტიკოსი.
წაკითხვა
სოციალური პრობლემები და პარლამენტი
არგუმენტების დრო | 15 მაისი, 2017
როგორ აფასებს საპარლამენტო უმრავლესობა და უფრო კონკრეტულად - პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი
წაკითხვა
კონსტიტუციის განხილვის ჩაშლა თბილისში
არგუმენტების დრო | 15 მაისი, 2017
პროვოკაცია თუ სახალხო პროტესტი? რა მოხდა დღეს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში და ვინ ჩაშალა კონსტიტუციის განხილვის პროცესი საქართველოს დედაქალაქში; იყო თუ არა დღევანდელი აქცია „ღია კარის“ მტვრევა იმ მოთხოვნებით, რომლებიც, როგორც ხელისუფლება აცხადებს, ისედაც დაკმაყოფილებულია და რატომ გადაიზარდა კონსტიტუციის სახალხო განხილვის ბოლო დღე საჯარო ურთიერშეურაცხყოფაში?სტუმრები: ლაშა ტუღუში - „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი; ლევან ლორთქიფანიძე - „აუდიტორია 115“-ის წევრი; დიმიტრი ლორთქიფანიძე - „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრი წამყვანი: ზვიად ავალიანი
წაკითხვა
პარლამენტის რეაქცია ტყიბულის ტრაგედიაზე / პოლიტიკა და შრომის უსაფრთხოება
არგუმენტების დრო | 11 მაისი, 2017
როგორი იქნება საქართველოს პარლამენტის რეაქცია ტყიბულის ტრაგედიაზე და როდის მივიღებთ სავალდებულო შრომის ინსპექ
წაკითხვა
მოსამართლეთა არჩევნები / მართლმსაჯულების რეფორმის პროცესი
არგუმენტების დრო | 11 მაისი, 2017
ვინ დაამტკიცა და ვინ არ დაამტკიცა დღეს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეთა ვაკანტურ თანამდებობებზე და რამდენად შეუწყობს ხელს საბჭოს გადაწყვეტილებები სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის აღდგენას; ვინ არიან და რა ვიცით მათ შესახებ, ვინც ხელისუფლების ყველაზე დაცულ შტოს წარმოადგენენ; როგორ აფასებენ მართლმსაჯულების რეფორმის სამ ტალღას ისინი, ვინც წლების განმავლობაში ითხოვდნენ ქართული მართლმსაჯულების რეფორმას და გვჭირდება თუ არა მეოთხე ტალღა?სტუმრები: გელა ნიკოლაიშვილი - უფლებადამცველი; გია ტაბლიაშვილი - უფლებადამცველი წამყვანი: ზვიად ავალიანი
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი ვაშინგტონში; ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში
არგუმენტების დრო | 10 მაისი, 2017
როგორ შეიძლება შევაჯამოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტის შედეგები ამერიკის შეერთებულ შტატებში და რას მოასწავებს ოფიციალური ვაშინგტონის შესამჩნევი გააქტიურება საქართველოს მიმართულებით ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე; გამოიკვეთა თუ არა ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა კავკასიასთან და კონკრეტულად – საქართველოსთან მიმართებით კვირიაშვილის ვიზიტის ფონზე და რა პრაქტიკული შედეგები ექნება ვაშინგტონის უმაღლესი პოლიტიური ტრიბუნებიდან გაკეთებულ მხარდამჭერ განცხადებებს?სტუმარი: სოფო ქაცარავა – პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე.
წაკითხვა
ტრაგედია ტყიბულის მაღაროში
არგუმენტების დრო | 10 მაისი, 2017
სტუმარი: ოთარ გრიგოლია – შრომითი ურთიერთობების სპეციალისტი.
წაკითხვა
კონსტიტუციის პროექტის სახალხო განხილვები
არგუმენტების დრო | 9 მაისი, 2017
რა გვაჩვენა კონსტიტუციის პროექტის სახალხო განხილვის ხუთმა შეხვედრამ და რამდენად მისაღები აღმოჩნდა ფართო საზოგადოებისთვის საკონსტიტუციო რეფორმისის ვერსია რომელიც საკონსტიტუციო კომისიამ მოამზადა?სტუმარი: ვახუშტი მენაბდე–კონსტიტუციონალისტი 
წაკითხვა
9 მაისი; ღამის მგლები; ლუჟკოვის განცხადება
არგუმენტების დრო | 9 მაისი, 2017
როგორ უნდა აღნიშნოს საქართველომ ფაშიზმზე გამარჯვების დღე და რატომ იზრდება ყოველი წლის 9 მაისს პროვოკაციების და ესკალაციის საშიშროება ქართულ-რუსულ ურთიერთობებში; ვინ არიან და რა გავნილი მოაქვთ საქართველოში ე.წ. “ღამის მგლებს” და როგორ შეიძლება შეაფასოს ქართულმა საზოგადოებამ მოსკოვის ყოფილი მერის – იური ლუჟკოვის სკანდალური განცხადებები; შესაძლებელია თუ ქართულ და რუსულ საზოგადოებებს შორის შედგეს ე.წ. “ჯენტლმენური შეთანხმება” სტუმრად ყოფნის დროს სენსიტიურ პოლიტიკურ თემებზე პოზიციის დაფიქსირებისგან თავის შეკავებასთან დაკავშირებით და რა არსებობენ თუ არა რუსეთში ძალები, რომლებიც არ არიან დაინტერესებული საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების “ნორმალიზების” პროცესით?სტუმრები: ნიკა ჩიტაძე–„შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ პროფესორი; ნიკოლოზ მჟავანაძე –„უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარე.
წაკითხვა
საგარეო და შიდაპოლიტიკური მიმოხილვა
არგუმენტების დრო | 8 მაისი, 2017
როგორ აფასებს ანალიტიკოსი და ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი მიმდინარე აქტუალურ საგარეო
წაკითხვა
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევა
არგუმენტების დრო | 8 მაისი, 2017
რას მიიჩნევს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ კონსტიტუციის პროექტის დადებით და უარყოფით მხარეებად და როგორ აფასებენ „გამჭვირვალობაში“ მიმდინარე სახალხო განხილვების პროცესს?სტუმარი: ეკა გიგაური – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი წამყვანი: ზვიად ავალიანი
წაკითხვა
უმრავლესობის შეთავაზება პრეზიდენტს / კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო განხილვა
არგუმენტების დრო | 4 მაისი, 2017
ამოიწურება თუ არა კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებული კონფლიქტი პრეზიდენტსა და უმრავლესობას შორის
წაკითხვა
ნინო ბურჯანაძის პოზიცია მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე
არგუმენტების დრო | 4 მაისი, 2017
როგორ აფასებს „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ბოლო პერიოდში განვითარებულ ყველაზე მნიშვნელოვან შიდა პოლიტიკურ და საგარეო პოლიტიკურ მოვლენებს; რა არგუმენტები აქვთ „დემოკრატიულ მოძრაობაში“ ევროატლანტიკურ მისწრაფებასთან დაკავშირებული კონსტიტუციური ჩანაწერის წინააღმდეგ; რის გამო აკრიტიკებს ნინო ბურჯანაძე საკონსტიტუციო კომისიაში წარმოდგენილ არასამთავრობო ორგანიზაციებს; რა გამოსავალს გვთავაზობს ნინო ბურჯანაძის გუნდი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ანექსიის პროცესის შესაჩერებლად და რამდენად მისაღებია ეს გამოსავლი ქართული საზოგადოების უმრავლესობისთვის?სტუმარი: ნინო ბურჯანაძე - „დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე წამყვანი: ზვიად ავალიანი
წაკითხვა
სამოქალაქო პლატფორმა "დაიცავი კონსტიტუცია" შეხვედრა პრეზიდენტთან
არგუმენტების დრო | 3 მაისი, 2017
რაზე შეთანხმდნენ საქართველოს პრეზიდენტი და სამოქალაქო პლატფორმა “დაიცავი კონსტიტუციას” ფორმატში გაერთიანებული პოლიტიკოსები გუშინდელ შეხვედრაზე და შეიცავს თუ არა ეს შეთანხმება “დესტრუქციულ ელემენტებს” როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ვარაუდობს; როგორია იმ პარტიების რეალური სამომავლო მოქმედების გეგმა, რომლებმაც აღნიშნული პლატფორმა დააფუძნეს და როგორ მიიღებენ ისინი მონაწილეობას მომავალ არჩევნებში თუ პარლამენტმა კონსტიტუციის პროექტში წარმოდგენილი საარჩევნო სისტემა დაამტკიცა?სტუმრები: ირაკლი ღლონტი–„რეფორმატორების“ თავმჯდომარე; ბაჩუკი ქარდავა – „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარე.
წაკითხვა
ამერიკელი კონგრესმენების წერილი ტრამპს / ქართულ-ამერიკული ურთიერთობების 25 წლისთავი
არგუმენტების დრო | 3 მაისი, 2017
რამდენად გააძლიერებს საქართველოს მხარდაჭერას ტრამპის ადმინისტრაციაში ამერიკელი კონგრესმენების ორპარტიული მიმართვა და რამდენად გაითვალისწინებს ამერიკის პრეზიდენტი წერილის სულისკვეთებას; რას ნიშნავს საქართველოსთვის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის იდეა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და რამდენად გააძლიერებს ტრამპი საქართველოს ინტერესების ლობირებას ნატოში; როგორია აფასებენ ამერიკაში ტრამპის პირველ 100 დღეს და რა ნიშნულზეა ქართულ-ამერიკული ურთიერთბები ამ ურთიერთობების დამყარების 25-ე წლისთავზე?სტუმარი: ვასილ კაჭარავა–ამერიკანისტი.
წაკითხვა
"ნაციონალური მოძრაობის“ სკანდალური ბრალდებები
არგუმენტების დრო | 2 მაისი, 2017
რა საფუძველი აქვს ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ბოლო პერიოდში გახშირებულ სკანდალურ ბრალდებებს ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის ლიდერების მისამართით და რა ინფორმაციას ფლობს ყოფილი მმართველი პარტია ბუნებრივი არის ტარიფის შესაძლო ზრდასთან დაკავშირებით.  რატომ ემიჯნება ნაციონალური მოძრაობა კონსტიტუციის პროექტის სახალხო განხილვის პროცესს და როგორ პასუხობენ ნაციონალურ მოძრაობაში ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით რომ ყოფილი მმართველი პარტია ახლო მომავალში დესტრუქციული პოლიტიკური პროცესების პროვოცირებას გეგმავს?სტუმარი: ოთარ სირაძე–„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი.
წაკითხვა
მოსამართლეთა შეურაცხყოფის დასჯადობის ინიციატივა
არგუმენტების დრო | 2 მაისი, 2017
როგორ აფასებს ადვოკატთა კორპუსი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინიციატივას რომელიც მოსამართლეების შეურაცხყოფისგან დაცვას ითვალისწინებს და რა კონტრაგუმენტები აქვს საზოგადოების იმ ნაწილს რომელიც ამ ინიციატივას კრიტიულად აფასებს; რა უზრუნველყოფს მოსამართლეთა რეპუტაციას და სასამართლო ხელისუფლების მიმართ ნდობას დასავლურ დემოკრატიებში და გამოვა თუ არა ქართული სასამართლო სისტემა კრიზისის დაძლევას მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის შემდეგ?სტუმარი: ზაზა ხატიაშვილი–„საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარე.
წაკითხვა
კონსტიტუციის პროექტის პრეზენტაცია / უმრავლესობის შეფასება
არგუმენტების დრო | 1 მაისი, 2017
დაუჭერს თუ არა საპარლამენტო უმრავლესობა მხარს კონსტიტუციის პროექტის შემოთავაზებულ ვერსიას, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს საზოგადოებას წარუდგინა და რა შეიძლება შეიცვალოს საერთო-სახალხო განხილვის ფორმატში; როდის გავიგებთ თუ როგორი სისტემით ჩატარდება მომავალი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები და რა ხდება, თუ „პოლიტიკური კომპრომისი აზრს კარგავს“; გადადის თუ არა ახალ ფაზაში დაპირისპირება პარლამენტსა და პრეზიდენტს შორის კონსტიტუციის პროექტის განხილვის ფინალურ ეტაპზე და რა „დესტრუქციულ ქმედებებს“ პროგნოზირებს პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტისა და ოპოზიციური პარტიების მხრიდან?სტუმარი: გია ვოლსკი - საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერიწამყვანი: ზვიად ავალიანი
წაკითხვა
სავალდებულო სამხედრო სამსახური / რეგიონული უსაფრთხოების მიმოხილვა
არგუმენტების დრო | 27 აპრილი, 2017
გვჭირდება თუ არა გაწვევა და სავალდებულო სამხედრო სამსახური საქართველოში და რატომ იქცა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის არასერიოზული ქილიკის თემად; რას გვეუბნება საერთაშორისო გამოცდილება და რას მოითხოვს ადგილობრივი სპეციფიკა – რისი საშუალება აქვს ქვეყნის ბიუჯეტს და რისი უფლება არ აქვს ქვეყნის ხელისუფლებას?სტუმარი: ვახტანგ მაისაია – პოლიტოლოგი წამყვანი: ზვიად ავალიანი  
წაკითხვა
ერთი თვე ვიზების გარეშე / ევროპული არჩევნების გავლენა საქართველოზე
არგუმენტების დრო | 27 აპრილი, 2017
როგორ ჩაიარა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის პირველმა თვემ და რამდენად დარწმუნდა ევროპა საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეში საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებაში; რა ინფორმაცია სჭირდება ყველაზე მეტად საქართველოს მოქალაქეს დღეს უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით – რა გვაჩვენა პრაქტიკამ - რა უნდა ვიცოდეთ რეადმისიის პროცესის შესახებ, სად შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები ევროპის ქვეყნებში გრძელვადიანი და სამუშაო ვიზების მიღებას მას შემდეგ, რაც შენგენის გაერთიანებული სავიზო ცენტრი დაიხურება და ასევე – როგორ შეიძლება აისახოს საქართველოზე ევროპაში მიმდინარე არჩევნები და პოლიტიკური რყევები?სტუმარი: თამარ ხულორდავა – პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე წამყვანი: ზვიად ავალიანი
წაკითხვა

უახლესი