საზოგადოებრივი
104.5 FM
ვიდეოები
"ბირჟა-მაფიას“ საქმე; პარლამენტი და ნარკოპოლიტიკა
არგუმენტების დრო | 13 ივნისი, 2017
რა გვასწავლა „ბირჟა-მაფიას“ სკანდალურმა ისტორიამ და შესაძლებელია თუ არა დღევანდელ საქართველოში ნარკოტიკის ჩადება კვლავ გამოიყენებოდეს პოლიციის მიერ როგორც მეთოდი „არასასურველი” მოქალაქეების “გასაჩუმებლად”; დაჩქარდება თუ არა ნარკოპოლიტიკის შემდგომი ლიბერალიზაციის პროცესი და უჭერენ თუ არა მხარს ლიბერალიზაციას საპარლამენტო უმრავლესობაში; რამდენად პრობლემატურია დღეს ქართველ ახალგაზრდებში ნარკოდამოკიდებულების პრობლემა და რას აკეთებს სახელმწიფო ნარკოდამოკიდებულების პრობლემასთან ბრძოლისა და სპორტის პოპულარიზაციისთვის; როგორია ნარკოდამოკიდებულებასთან დაკავშირებით პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის პოზიცია და ბოლოს – რა ინფორმაცია გვაქვს ამ წუთისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში რამდენიმე დღის წინ დაკავებული სპორტსმენების შესახებ?სტუმარი: მიხეილ ყაველაშვილი–პარლამენტის სპორტისა და ახალგარდობის კომიტეტის თავმჯდომარე.
წაკითხვა
რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დიდ ბრიტანეთში
არგუმენტების დრო | 8 ივნისი, 2017
რა შედეგებით შეიძლება დასრულდეს საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში, რომელმაც ევროკავშირის წევრობაზე უარი თქვა და რას შეცვლის ბრიტანეთისთვის და მთელი მსოფლიოსთვის კონსერვატორების ან ლეიბორისტების გამარჯვება; შეიძლება თუ არა ლეიბორისტების ქარიზმატული ლიდერი, ჯერემი კორბინი გახდეს ბრიტანეთის შემდეგი პრემიერი და რა ალტერნატივას სთავაზობს კორბინი ბრიტანეთსა და მსოფლიოს?სტუმრები: ტატო ხუნდაძე – საზოგადოებრივი მაუწყებლის ანალიტიკოსი; შოთა თხელიძე – საზოგადოებრივი მაუწყებლის ანალიტიკოსი; წამყვანი:
წაკითხვა
კატარის იზოლაცია / ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარება
არგუმენტების დრო | 8 ივნისი, 2017
ვინ აფინანსებს საერთაშორისო ტერორიზმს და ვინ ხდება საერთაშორისო ტერორიზმის მთავარი სამიზნე – რატომ დაიძაბა სიტუაცია ისედაც უკიდურესად დაძაბულ ახლო აღმოსავლეთში დონალდ ტრამპის ევრაზიული ტურნეს შემდეგ და იწყება თუ არა ჩვენს თვალწინ ახლო აღმოსავლეთის რუკის ხელახალი გადანაწილების ეპოქა; რატომ ემიჯნება არაბული სამყარო კატარს, როგორ გახდა შესაძლებელი უპრეცედენტოდ მასშტაბური ტერაქტი თეირანის ცენტრში, გაჩნდება თუ არა მიმდინარე წლის ბოლომდე ქურთისტანის სახელმწიფო მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე; როგორ უნდა გავიგოთ თურქეთის სულ უფრო მზარდი დისტანცირება დასავლეთისგან და რა საფრთხეებსა და შესაძლებლობებს ქმნის საქართველოსთვის მორიგი „დიდი დაძაბულობა“ აღმოსავლეთში?სტუმრები: ბადრი ნაჭყებია – „ტერორიზისა და პოლიტიკური ძალადობის“ კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი; ზაურ მჭედლიშვილი – საქართველოს ყოფილი კონსული ტრაპიზონში;
წაკითხვა
„ნაციონალური მოძრაობა“ მუხთარლის ინცინდენტზე / კონსტიტუციის განხილვა
არგუმენტების დრო | 6 ივნისი, 2017
რატომ ითხოვს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სამი მინისტრის გადადგომას და როგორ პასუხობს ყოფილი მმართველი პარტია იმ პრეტენზიებს, რომლებიც აზერბაიჯანულ პრესაში ჟღერდება ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდთან დაკავშირებით; როგორ აფასებენ ნაციონალური მოძრაობის ლიდერები კონსტიტუციის საერთო-სახალხი განხილვის პროცესს, რატომ თვლიან ყოფილ მმართველ პარტიაში რომ სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიყიდვის კონსტიტუციური შეზღუდვა სოფლის მეურნეობაზე უარყოფითად აისახება და როდის გახდება ცნობილი თუ ვის დაასახელებს თბილისის მერობის კანდიდატად ერთიანი ნაციონალური მოძრაობა?სტუმარი: რომან გოცირიძე –  საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე.
წაკითხვა
„პატრიოტთა ალიანსის“ პოზიცია მიმდინარე აქტუალურ თემებზე
არგუმენტების დრო | 6 ივნისი, 2017
როგორ აფასებენ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსში“ კონსტიტუციის საერთო-სახალხო განხილვის პროცესს და რას ფიქრობენ ალიანსის წარომადგენლები ბოლო პერიოდში აფხაზეთში გამწვავებულ სიტუაციასთან დაკავშირებით; რამ გამოიწვია კონფლიქტი და დაპირისპირება გუშინ პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის სხდომაზე და როგორია პატრიოტთა ალიანსის პოზიცია ქვეყანაში მიმდინარე სხვა აქტუალურ პლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით?სტუმარი: ადა მარშანია–საპარლამენტო ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრი.
წაკითხვა
უმრავლესობის პოზიცია კონსტიტუციის პროექტზე / პოლიტიკური მიმოხილვა
არგუმენტების დრო | 6 ივნისი, 2017
რა შეიცვალა ან რა შეიცვლება საპარლამენტო უმრავლესობის პოზიციაში კონსტიტუციის პროექტის საერთო-სახალხო განხილვების შემდეგ და რა საზოგადოებრივი განწყობები გამოვლინდა უშუალოდ განხილვის პროცესმა; ვინ აირჩევს პრესიდენტს 2018 წელს და იქნებიან თუ არა მომავალ პარლამენტში მაჟორიტატული წესით არჩეული დეპუტატები; როდის შეთანხმდება მმართველი გუნდი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სტრატეგიაზე და რა გადაწყვეტილებები იქნა მიღებული ორი დღის წინ უმრავლესიბის დახურულ შეხვედრაზე?სტუმერი: გია ვოლსკი–საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე.
წაკითხვა
ქართველი აზერბაიჯანელების პოზიცია მუხტარლის ინცინდენტზე
არგუმენტების დრო | 5 ივნისი, 2017
როგორ აფასებენ ქართველი აზერბაიჯანელები გაუგებრობას, რომელიც თბილისსა და ბაქოს შორის შეიქმნა ოპოზიციურად განწყობილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხტარლის ინციდენტის გამო და შეიძლება თუ არა საქართველო იყოს უსაფრთხო ქვეყანა აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან დაპირისპირებული და მასთან ოპოზიციაში მყოფი ადამიანებისთვის; აქვს თუ არა საფუძველი აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ოპოზიციური ჯგუფები სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებდნენ აზერბაიჯანში და როგორი შეიძლება იყოს შექმნილ სიტუაციაში ყველაზე ადეკვატური სტრატეგია თბილისის მხრიდან?სტუმრები: ალი ბაბაევი - „საქართველოს აზერბაიჯანელთა ნაციონალური კონგრესის“ თავმჯდომარე; ალი ბადიროვი - „საქართველოს აზერბაიჯანელ იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე. წამყვანი: ზვიად ავალიანი
წაკითხვა
აფგან მუხტარლის სკანდალი
არგუმენტების დრო | 1 ივნისი, 2017
როგორ უნდა შევაფასოთ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხტარლის დაკავების სკანდალური ისტორია და ვინ უნდა გასცეს პასუხები იმ კითხვებს, რომლებიც ქართულ საზოგადოებაში ამ საეჭვო ისტორიამ გააჩინა; შეუძლია თუ არა საქართველოს, უზრუნველყოს მეზობელი ქვენების ხელისუფლებების მიმართ ოპოზიციურად განწყობილი ან მათთან კონფლიქტში მყოფი ადამიანების უსაფრთხოება საკუთარ ტერიტორიაზე და როგორ იქცევიან ასეთ შემთხვევებში განვითარებული დემოკრატიები?სტუმრები: ირაკლი ღლონტი - პარტია „რეფორმატორების“ თავმჯდომარე; ნიკოლოზ მჟავანაძე - „უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარეწამყვანი: ზვიად ავალიანი
წაკითხვა
გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმის შეჩერება სოხუმში
არგუმენტების დრო | 1 ივნისი, 2017
როგორ უნდა გავიგოთ აფხაზური მხარის მიერ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტა და რატომ გადადგა სოხუმმა ასეთი, თბილისის შეფასებით „ცინიკური ნაბიჯი“ ისედაც საკმაოდ გამწვავებული ვითარების ფონზე, რასაც უწყვეტი ბორდერიზაცია და გალის რაიონის ე.წ. პასპორტიზაციის იდეა ქმნის; რა იყო საუბრის მთავარი თემა გუშინ, 31 ივნისს ინცინდენტების პრევენციის მორიგ შეხვედრაზე და როგორ უნდა ავხსნათ ბოლო პერიოდში უსიამოვნო ინცინდენტების გახშირება კონფლიქტების მიმართულებით?სტუმარი: ვახტანგ ყოლბაია - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი წამყვანი: ზვიად ავალიანი 
წაკითხვა
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელარაცია; გლობალური უსაფრთხოების ფორუმი; საერთაშორისო პოლიტიკის მიმოხილვა
არგუმენტების დრო | 30 მაისი, 2017
რამდენად მყარი მხარდაჭერა მიიღო საქართველომ ნატოს მხრიდან საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებული დეკლარაციით და რამდენად დაიცავს ეს გარანტიები ქვეყანას ნატოში სრულ ინტეგრაციამდე; რაზე შეთანხმდნენ და რაზე ვერ შეთანხმდნენ ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები დიდი შვიდეულის სამიტზე და რა შეიცვლება ახლო აღმოსავლეთში ტრამპის ევრაზიული ტურნეს შემდგომ; რა საკითხები გაააქტიურა საფრანგეთის ახალმა პრეზიდენტმა – ემანუელ მაკრონმა ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის დროს და რამდენად დაძაბული ან პირიქით – მშვიდი იქნება 2017 წლის ზაფხული?სტუმრები: ხათუნა ლაგაზიძე–პოლიტოლოგი; ალექსანდრე რუსეცკი–„კავკასიის რეგიონალური უსაფრთხოების ინსტიტუტის“ დირექტორი; ვახტანგ მაისაია–პოლიტოლოგი.
წაკითხვა
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაცია
არგუმენტების დრო | 29 მაისი, 2017
რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის
წაკითხვა
საატესტატო გამოცდების შედეგები
არგუმენტების დრო | 29 მაისი, 2017
რატომ დარჩა 11 ათასი
წაკითხვა
ნატოს საპარლამენტო ასამბლეა თბილისში / ტრამპის შეხვედრა ევროპელ ლიდერებთან
არგუმენტების დრო | 25 მაისი, 2017
რას ნიშნავს საქართველოსთვის ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ჩატარება თბილისში და რა სპეციალური პოლიტიკური დოკუმენტის მისაღებად ემზადება ასამბლეა საქართველოსთან დაკავშირებით; რა ხდება ბრიუსელში იმ დროს, როცა თბილისი ნატოს საპარლამენტო ასამბლეისთვის ემზადება და რა განცხადებები გააკეთეს ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერებმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ?სტუმრები: ლევან გერაძე  – კონფლიქტოლოგი; სოსო ზაალიშვილი – ექსპერტი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში; ნიკა მახარაშვილი
წაკითხვა
მიზნობრივი ჯანდაცვის პროგრამა და პირველი შედეგები
არგუმენტების დრო | 24 მაისი, 2017
შეიძლება თუ არა უკვე შევაფასოთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის რეფორმირებული, უკვე მიზნობრივი ვერსია, რომელიც პირველი მაისიდან შევიდა ძალაში და გაუმჯობესდა თუ არა რეალურად ჯანდაცვის ხარისხი და ხელმისაწვდომობა რეფორმის შემდეგ; რა უნდა ვიცოდეთ მოქალაქეებმა საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის ახალი მოდელის შესახებ და როგორ პასუხობს ჯანდაცვის უწყება ჯანდაცვის სისტემასთან დაკავშირებულ ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს?სტუმარი: ზაზა სოფრომაძე–ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე..
წაკითხვა
კულახმეტოვი ცხინვალში / მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შეფასება
არგუმენტების დრო | 24 მაისი, 2017
როგორ აფასებენ დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს ლიდერები რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ელჩის სტატუსით მარატ კულახმეტოვის მივლინებას და რას შეიძლება ნიშნავდეს აგვისტოს ომის მონაწილე გენერლის ცხინვალში გამწესება რუსულ-ქართული იურთIერთობების კონტექსტში; რატომ თვლიან ბურჯანაძის პოლიტიკურ გუნდში რომ მოქმედ ხელისუფლებაზე უკეთ შეძლებდნენ კონფლიქტების მიმართულებით წარმატების მიღწევას და როგორ აფასებენ დემოკრატიულ მოძრაობაში ბოლო პერიოდის სხვა აქტუალურ საგარეოპოლიტიკურ და შიდამოლიტიკურ საკითხებს?სტუმარი: გიგლა ბარამიძე–"დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი.
წაკითხვა
თამაზ მეჭიაური მიმდინარე აქტუალური პოლიტიკური საკითხების შესახებ
არგუმენტების დრო | 22 მაისი, 2017
როგორ აფასებს წარსულში „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი საპარლამენტო სახე თამაზ მეჭიაური მიმდინარე აქტუალურ პოლიტიკურ პროცესებს ქვეყანაში და დაუჭერდა თუ არა მხარს მმართველი პარტიის კურსისგან მკვეთრად განსხვავებული განცხადებებით გამორჩეული დეპუტატი კონსტიტუციის პროექტს, რომელიც ამჟამად საერთო-სახალხო განხილვის სტადიაში იმყოფება; როგორ აფასებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე განახლებული მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას და გეგმავს თუ არა მეჭიაური ადგილობრივი თვითმმართველობის მომავალ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?სტუმარი: თამაზ მეჭიაური – „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი წამყვანი: ზვიად ავალიანი
წაკითხვა
თვითმმართველი ქალაქების სტატუსის ცვლილება
არგუმენტების დრო | 22 მაისი, 2017
რატომ თმობს თვითმმართველი ქალაქის სტატუსს ის 7 ქალაქი, რომლებმაც ეს სტატუსი 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის პროცესში მიიღო და რა არგუმენტები აქვთ მმართველ გუნდში ამ გადაწყვეტილების სასარგებლოდ; რატომ არ გაამართლა სასოფლო და საქალაქო თვითმმართველობების გამიჯვნამ 2014 წელს და რას მისცემს საზოგადოებას მათი ხელახალი გაერთიანება?სტუმარი: კობა ნარჩემაშვილი – საპარლამენტო უმრავლესობის წევრი წამყვანი: ზვიად ავალიანი
წაკითხვა
ჰერბერტ ზალბერის სიტყვა ცხინვალში
არგუმენტების დრო | 18 მაისი, 2017
როგორ უნდა შევაფასოთ სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისა და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარე ჰერბერტ ზალბერის მიერ ორი დღის წინ ცხინვალში წარმოთქმული სიტყვა და როგორი უნდა იყოს ასეთ განცხადებებზე ოფიციალური თბილისის რეაქცია: უნდა გამოცხადდეს თუ არა ზალბერი პერსონა ნონ-გრატად საქართველოში, უნდა გაიწვიოს თუ არა დიპლომატი ბრიუსელმა და შესაძლებელია თუ არა დიპლომატის სიტყვები მექანიკურ წამოცდომად ჩავთვალოთ იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირის ელჩი საქართველოში, ისევე, როგორც ბრიუსელი მთლიანად ადასტურებს არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერასა და გაგრძელებას?სტუმრები: ვახტანგ მაისაია - პოლიტოლოგი; პეტრე მამრაძე - „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ თავმჯდომარე; ბადრი ნაჭყებია - პოლიტოლოგი წამყვანი: ზვიად ავალიანი
წაკითხვა
გვჭირდება თუ არა ლიბერთი აქტი?
არგუმენტების დრო | 17 მაისი, 2017
გვიჭირდება თუ არა 94-ე მუხლი საქართველოს კონსტიტუციაში და რატომ გამოიწვია ამ მუხლის ამოღების მოთხოვნამ განსაკუთრებული ვნებათაღელვა კონსტიტუციის განხილვის პროცესში; უნდა იყოს თუ არა საგადასახადო პოლიტიკა კონსტიტუციით შეზღუდული და უნდა არსებობდეს თუ არა კონსტიტუციაში ჩანაწერი, რომელიც ხელისუფლებას რეფერენდუმის გარეშე გადასახადების გაზრდას და ახალი გადასახადების შემოღებას უკრძალავს; რა არგუმენტები აქვთ მათ, ვინც კატეგორიულად მოითხოვს 94-ე მუხლის ამოღებას და რას მისცემს ეს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს?სტუმრები: ალექსანდრა აროშვილი – მოძრაობა „არა ლიბერთი აქტს“ წარმომადგენელი; თორნიკე ჩივაძე – მოძრაობა „არა ლიბერთი აქტს“ წარმომადგენელი; მერაბ ჯალიაშვილი – საზოგადოებრივი მაუწყებლის ეკონომიკური ანალიტიკოსი.
წაკითხვა
2017 წლის 17 მაისი
არგუმენტების დრო | 17 მაისი, 2017
როგორ ჩაიარა 2017 წლის 17 მაისმა თბილისში – შეძლო თუ არა ქართულმა სახელმწიფომ და მთლიანად საზოგადოებამ დაპირისპირების გარეშე დაესრულებინა ორი პარალელური აქცია დედაქალაქის ცენტრში და შესალებელია თუ არა ახლო მომავალში საზოგადოებრივი კონსენსუსის მიღწევა 17 მაისთან დაკავშირებით?სტუმარი: გიორგი გოცირიძე – საია-ს იურისტი.
წაკითხვა

უახლესი