საზოგადოებრივი
104.5 FM
მაკა კუკულავა
ჯგუფის წევრი
g 0 Posts
g 0 Views

ინფორმაცია

სცენარისტი, დრამატურგი, ფოტოგრაფი. 

როგორც ფოტოგრაფი, თანამშრომლობდა სხვადასხვა ბეჭდურ გამოცემებთან. წერდა სტატიებს კინოსა და მოდაზე.

2004 წლიდან პერიოდულად მუშაობს ტელევიზიაში, როგორც წამყვანი და ჟურნალისტი.

2009 წელს მეგობრებთან ერთად დააფუძნა პირველი ქართული ონლაინ ჟურალი "ბითი" (Beat magazine), რომელიც ახალგაზრდა ქართველი არტისტების შემოქმედების პოპულარიზაციაზე იყო ორიენტირებული, კომერციული დაინტერესების გარეშე.

იყო ონლაინ ტელევიზია "არტარეას" ვიდეობლოგერი (ვიდეობლოგი "Fashion Beat",  ნატა სოფრომაძესთან ერთად).

როგორც სცენარისტი და დრამატურგი,  თანამშრომლობს სხვადასხვა ქართველ რეჟისორებთან.

არის საერთაშორისო ფოტოფესტივალ “ქოლგის” პრიზიორი (2004 წ. - სპეციალური პრიზი, 2009 წ. - საუკეთესო ლანდშაფტი) და ლიტერატურული პრემია "გალას" გამარჯვებული (2010 წ. ნომინაცია - წლის  საუკეთესო სცენარი).