საზოგადოებრივი
104.5 FM
ნინო ხიდაშელი
პროდიუსერი
g 0 Posts
g 0 Views

ინფორმაცია

საზოგადოებრივი მაუწყებლის ნაციონალურ ენებზე მაუწყებლობის მთავარი პროდიუსერი.

   დაიბადა თბილისში, დაამთავრა ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი(მაგისტრი).

   სხვადასხვა დროს მუშაობდა ყოველკვირეული ანალიტიკური გაზეთის "კაბადონი" მთავარი რედაქტორის მოადგილედ, საინფორმაციო სააგენტო "TS " -ის თავმჯდომარედ, რადიო "თავისუფლების" ( მიუნჰენი) მიმომხლველად.ტელეკომპანია "კავკასიის" ოთხენოვანი საინფორმაციო სამსახურის უფროსად. ევროსაბჭოს ეგიდით გამომავალი ორენოვანი გაზეთის მთავარ რედაქტორად.

  წლების განმავლობაში იყო პირველი არხის საინფორმაციო პროგრამების "ქვიშის საათის" და "მოამბეს" წამყვანი და გამომშვები პროდიუსერი. მეორე არხის საინფორმაციო პროგრამის "ინფორმაცია მეორე არხის" წამყვანი და გამომშვები პროდიუსერი. საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის პოლიტიკური თოქ-შოუების მთავარი პროდიუსერი, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების  ტელე-რადიო პროგრამების  (პროექტის ავტორი) მთავარი პროდიუსერი.

საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის თავმჯდომარის არჩეული მოადგილე. 1999 წლიდან არის ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის წევრი(ბრიუსელი).