საზოგადოებრივი
104.5 FM
ლელა კურდღელაშვილი
პროდიუსერი
g 6 Posts
g 0 Views

ინფორმაცია

1993 წელს დაასრულა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და დასრულებისთანავე მუშაობა დაიწყო „1 არხზე“, დილის პროგრამა „ალიონში“. 10 წლის განმავლობაში იყო პროგრამების - „ალიონისა“ და „ნაშუადღევის“ წამყვანი; ამავე პერიოდში თანამშრომლობდა გაზეთ „ახალ 7 დღესთან“; 2000-2001 წლებში იყო საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. 2004-2006 წლებში მუშაობდა ტელეკომპანია „კავკასიის“ საინფორმაციო სამსახურში; 2006-2012 წლებში კერძო კომპანიების: „სარკე კონსალტინგ ჯგუფის“, „ოლიმპიური ვარსკვლავის“, „ბიზნეს კონსალტინგ ცენტრის“ პიარ-მენეჯერი; მარკეტინგული კომპანია „ნაბიჯის“ დამფუძნებელი და დირექტორი; 2009-2010 წლებში გაეროს განვითარების პროგრამისა და „1 არხის“ ერთობლივი სატელევიზიო პროექტის „ჩვენი სამართალის“ ავტორი და წამყვანი; 2013  წლიდან გადაცემა „ჩვენი ფერმის“ რედაქტორი.  დღემდე თანამშრომლობს თსუ -ს გაზეთთან, სადაც მიჰყავს საავტორო რუბრიკა „პერსონა“; არის ავტორი რადიოპროგრამებისა: „დღის სტუმარი“(რადიოქალაქი), „გენდერი და პოლიტიკა“, „აირჩიე ქალაქის მერი“; არის დამფუძნებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისა: „ჟურნალიტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“, „კავკასიის საზოგადოებრივ სტრატეგიათა ინსტიტუტი“. აღნიშნული ორგანიზაციების ფარგლებში განხორციელებული აქვს რამდენიმე პროექტი. 2014 წლიდან არის IFES - საარჩევნო სისტემების განვითარების საერთაშორისო ფონდის მედიაექსპერტი; სხვადასხვა დროს გავლილი აქვს სპეციალური ტრენინგები და სემინარები სამართლის, ეკონომიკის, გარემოს დაცვის, კომუნიკაციებისა და გენდერის საკითხებზე. მიღებლი აქვს სპეციალური პრიზები სამართლისა და გენდერის თემების გაშუქებასთან დაკავშირებით.