საზოგადოებრივი
104.5 FM
მიხეილ ნიკოლეიშვილი
ჟურნალისტი
g 5 Posts
g 0 Views

ინფორმაცია

დავიბადე სენაკში. სკოლა დავამთავრე და ცხოვრების პირველი 18 წელი გავატარე ვანში. 2002 წელს საცხოვრებლად გადმოვედი თბილისში. იმავე წელს ჩავირიცხე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაშინდელ, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. ოთხი წლის შემდეგ დავამთავრე აღნიშნული სასწავლებლის უკვე სახელშეცვლილი - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის დეპარტამენტი. იმავე წელს მუშაობა დავიწყე „ტელეიმედში“. 2007 წლიდან კი ვმუშაობ საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში. ამჟამად ვარ „პირველი არხის“ სპორტული მიმართულების კორესპონდენტი.