საზოგადოებრივი
104.5 FM
ვიკა ბუკია
ჟურნალისტი
g 75 Posts
g 0 Views

რეპორტაჟები

„კვირის მოამბის“ საინტერესო ინტერვიუები და რეპორტაჟები - სეზონის შემაჯამებელი სიუჟეტი
დღეს კვირის მოამბის ბოლო გადაცემაა. ამ გამოშვებით ჩვენ ვასრულებთ სეზონს და კვირის შემაჯამებელი მოამბის ფორმატს. ჩვენი გუნდი ამ ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში ცდილობდა თქვენთვის, ჩვენი მაყურებლისთვის შემოეთავაზებინა რეპორტაჟები და ინტერვიუები ყველა იმ მნიშვნელოვან მოვლენაზე, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად მოქმედებს ჩვენს ყოველდღიურობაზე. პოლიტიკა, საზოგადოება, სპორტი თუ კულტურა, იყო ეს საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ - ჩვენი ისტორია ვიკა ბუკიამ შეაჯამა. 
წაკითხვა
ვიკა ბუკია - გპირდებით, სამსახურშიც ველოსიპედით ვივლი!
ვიკა ბუკია - ველოსიპედი გახდება ჩემი ძირითადი ტრანსპორტი და სამსახურშიც ველოსიპედით ვივლი
წაკითხვა
შეფმზარეულის პროფესია - რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს კულინარული საქმის ოსტატი
სამხედრო დისციპლინა, სიზუსტე და სპეციალური მომზადების კურსი აუცილებელია რომ გახდე შეფმზარეულიც. ეს პროფესია საქართველოში ნელ-ნელა სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება და შეიძლება ვთქვათ, რომ აქაც იმსხვრევა წარმოადგენა, რომ ამ სფეროში ყველაზე წარმატებულები მამაკაცები არიან. კულინარული საქმის ოსტატებს ვიკა ბუკია შეხვდა.  
წაკითხვა
თბილისი, ლისი, 9 ივლისი - ლისის ტბაზე სპორტული და გასართობი ღონისძიებები გაიმართა
საზოგადოებრივზე ცხელი სპორტული სეზონი დაიწყო. კალათბურთი, ფეხბურთი, ფარიკაობა, რაგბი და ჭადრაკი – ეს მხოლოდ ნაწილია იმ სახეობების, რომელში ჩართვაც დღეს ნებისმიერ მსურველს ლისის ტბაზე შეეძლო. ის, რაც გვაერთიანებს – სპორტული რიტმი საზოგადოებრივზე. მაუწყებელი კალათბურთში ევროპის ჩემპიონატის ექსკლუზიური ჩვენებისთვის ემზადება. სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში შეძლებთ სხვადასხვა უმნიშვნელოვანესი ჩემპიონატის პირდაპირი ტრანსლაციების ხილვას, თუმცა ყველაფერი ამით არ შემოიფარგლება. სწორედ ამის დასტურია ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს გამართული აქტივობა. ვიკა ბუკია განავრცობს თემას.
წაკითხვა
რამდენად დაცულია საქართველოში დასაქმებულთა უფლებები - როგორ მუშაობს შრომის ინსპექცია
ვინ იცავს საქართველოში დასაქმებულთა უფლებებს? ტყიბულის შახტში ბოლო ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ, რომელსაც ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მაღალი რისკის შემცველი საწარმოების მონიტორინგი გამკაცრდა. შრომის ინსპექციას პირდაპირ ევალება დასაქმებულთა უსაფრთხოების ნორმები შეამოწმოს. მაგრამ რა ხდება, თუ თქვენ არა ინდუსტრიულ, არამედ სხვა მაგალითად, მომსახურების სექტორში ხართ დასაქმებული.  საქართველოში მოქმედი შრომის კოდექსი პირდაპირ არეგულირებს ურთიერთობას დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის, მაგრამ უწყება, რომელიც ამ ურთიერთობაში არსებულ დარღვევებს შეამოწმებდა და სანქციებს აამოქმედებდა, არ არსებობს. პროფესიულ გაერთიანებებში აცხადებენ, რომ ამ ვითარებით დამსაქმებლები სარგებლობენ და უხეშად არღვევენ დაქირავებულების უფლებებს. გამოსავალი კი მხოლოდ სასამართლოა, რომელსაც დაზარალებულები უსახსრობის გამო, უმეტესწილად არ მიმართავენ. თემაზე ვიკა ბუკიამ იმუშავა. 
წაკითხვა
როგორ აფასებს მოსახლეობა საკონსტიტუციო რეფორმის სახალხო განხილვას - რეპორტაჟი რეგიონებიდან
თბილისში საყოველთაო სახალხო განხილვა სახელმწიფო უნივერსიტეტში უნდა გამართულიყო, თუმცა მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, დარბაზი შეიცვალა. განხილვა ხვალ თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში შედგება.   რამდენად ამომწურავი იყო პასუხები, რომლებიც მოქალაქეებმა საყოველთაო განხილვაზე მიიღეს?  მოამბე კვირას იმ ქალაქების მცხოვრებლებს შეხვდა, სადაც ქვეყნის უზენაეს კანონში დაგეგმილი ცვლილებები განიხილეს.  საზოგადოების აზრი ვიკა ბუკიამ მოისმინა.
წაკითხვა
ევროკავშირის 60 წლიანი ისტორია დაარსებიდან დღემდე, კრიზისი და გამოსავალი - როგორია საქართველოს ევროპული პერსპექტივა
როგორ ხვდება ევროკავშირი 60 წლის იუბილეს. შიდა პოლიტიკური კრიზისი, ე.წ ბრექსიტი და საუბარი გაერთიანების მასშტაბურ რეორგანიზებაზე. საქართველოს ევროპული პერსპექტივის შანსები და წარსული ურთიერთობის ისტორია.ვიკა ბუკია თემის დეტალებით.
წაკითხვა
„ქოლგა თბილისი ფოტო" 5 მაისს საზეიმოდ გაიხსნება - რა ღონისძიებებს მოიცავს ფოტოფესტივალი
5 დან 11 მაისის ჩათვლით დედაქალაქი ტრადიციულ ფოტოფესტივალს უმასპინძლებს. ქოლგა თბილისი ფოტო გააერთიანებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მონაწილეებს და დამთვალიერებელს სპეციალური ჟიურის მიერ შერჩეულ ნამუშევრებს წარუდგენს. გამარჯვებულების გამოვლენის გარდა, ფესტივალის განმავლობაში სხვადასხვა სასწავლო ღონისძიებები წელსაც გაიმართება. 
წაკითხვა
ხელფასი გენდერის მიხედვით - ქალებსა და კაცებს შორის არსებული სახელფასო სხვაობის მიზეზები და საქსტატის მონაცემები
შეიძლება თუ არა გენდერი განსაზღვრავდეს ხელფასის ოდენობას? საქსტატის მონაცემებით, საქართველოში კაცები უფრო მეტ ანაზღაურებას იღებენ ვიდრე ქალები. რა იწვევს ამ განსხვავებას უცნობია. სპეციალიზებული კვლევა ამ მიმართულებით ქვეყანაში არ ჩატარებულა. საქართველოში გაერო-ს წარმომადგენლები დისკრიმინაციაზე საუბრობენ, რომელიც კანონით უნდა აღმოიფხვრას. 
წაკითხვა
28 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან - 1989 წლის მოვლენების ქრონოლოგია #მოამბეში
28 წლის წინანდელმა 9 აპრილმა მსოფლიო გეოპოლიტიკა შეცვალა. დამოუკიდებლობისთვის მშვიდობიან პროტესტში გაერთიანებული ათასობით ადამიანი, საბჭოთა შეიარაღებული ძალების სპეცდანიშნულების რაზმმა თბილისში მომწამვლელი გაზითა და ალესილი ნიჩბებით დაარბია. 21 დაღუპულ მოქალაქეს, დღეს, პარლამენტთან თუ საქართველოს რეგიონებში მემორიალებთან მისული საზოგადოება, ყვავილებითა და სანთლებით იხსენებს. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის გაღებული მსხვერპლი და ტრაგიკული მოვლენების ქრონოლოგია - ვიკა ბუკიას სიუჟეტი. 
წაკითხვა
„ცენტრ პოინტის“ საქმე - რა გადაწყვეტილება გამოიტანა სასამართლომ და რა მოთხოვნა აქვთ მენაშენეებს
ზარალის ანაზღაურების გარეშე დარჩენილი მენაშენეები და კომპანია „ცენტრ-პოინტის“ დაპატიმრებული დამფუძნებლები. გასულ კვირას, თბილისის საქალაქო სასამართლომ ამხანაგობა „თაბუკაშვილი 88-ის“ ეპიზოდზე, რუსუდან კერვალიშვილი და მაია რჩეულიშვილი დამნაშავედ ცნო და 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა, სასამართლოს ეს გადაწყვეტილება, მენაშენეებისთვის, რომლებიც ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ, საკმარისი არ არის.როგორ მოაგვარებს საპატიმრო სასჯელი მოქალაქეების პრობლემებს გაუგებარია დაცვის მხარისა და მსჯავრდებულთა ოჯახის წევრებისთვისაც. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ პროკურატურა საპროცესო გარიგებისთვის მზად არის. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულთა დაყადაღებულ ქონებას შეზღუდვა მოეხსნა. შესაძლებელია თუ არა შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის პოვნა? - ვიკა ბუკიას სიუჟეტი.
წაკითხვა
2 დღე სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციამდე - რა მოლოდინი აქვთ ახალგაზრდებს
ორ დღეში საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპის კარი ფართოდ გაიღება. ბიომეტრიული პასპორტის მქონე ყველა პირი ევროკავშირის, შენგენის წევრ ქვეყნებში უვიზოდ შეძლებს მოკლევადიანი ვიზიტის განხორციელებას. ისტორიულ თარიღს ძალიან ბევრი ადამიანი ელოდება. მათ შორის, ახალგაზრდები, რომლებიც ევროპაში უკვე იმყოფებოდნენ ან პირველად მიემგზავრებიან. 
წაკითხვა
ერთი კვირა ბათუმის მოვლენებიდან - რა ეტაპზეა გამოძიება
ბათუმში მომხდარი დაპირისპირების დროს დაკავებული მოქალაქეების ბრალეულობის საკითხს საბოლოოდ სასამართლო დაადგენს. გამოძიებამ კი მთავარ კითხვას უნდა უპასუხოს – იყო თუ არა ეს სპონტანური, წინასწარ დაგეგმილი ან მართული პროცესი.ვიკა ბუკის სიუჟეტი.
წაკითხვა
ე.წ ციანიდის საქმე - დეკანოზის ჩვენების დეტალები და დაპირისპირება საპატრიარქოში
მკვლელობის ბრალდებით სასულიერო პირის დაკავების და საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებული სკანდალური მოვლენების შემდეგ, 9 მარტს, წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. კონკრეტული დღის წესრიგი თუ რა საკითხების განხილვას აპირებენ პატრიარქის ხელმძღვანელობით მღვდელმთავრები უცნობია. ისევე როგორც უცნობია, როდის შეიძლება გაგრძელდეს ბრალდებული დეკანოზის დაკითხვა, ან როდის შეიძლება გამოიკითხოს შორენა თეთრუაშვილი. მამა გიორგი მამალაძე მისი ოჯახის უსაფრთხოების უზრუნველყოფას ითხოვს და გამოძიებასთან თანამშრომლობის პირობას დებს. უკვე მიცემული ჩვენება კი დაცვის მხარის პოზიციით, მისთვის ბრალის მოხსნისთვის საკმარისია თუმცა ამ აზრს არ ეთანხმება პროკურატურა.  
წაკითხვა
ე.წ ციანიდის საქმე: როგორ მოხვდა დეკანოზის ხელში იარაღი და რა სკანდალურ ჩვენებაზე საუბრობს ადვოკატი
როდის გაეცემა კითხვებს პასუხი? უკვე 16 დღეა მკვლელობის მომზადების ბრალდებით დაკავებული დეკანოზის საქმე საზოგადოებაში მხოლოდ კითხვების რაოდენობას ზრდის. რა ხდება საქართველოს საპატრიარქოს და სკანდალური საქმის გარშემო? წარმატებული ოპერაციის შემდეგ, სამშობლოში უწმინდესის ჩამობრძანება სასულიერო პირებს შორის დაპირისპირებას ნაწილობრივ ამცირებს, თუმცა ბრალდებები კვლავ იმის, როგორც მაღალი იერარქიის სასულიერო პირების, ისე საპატრიარქოში მყოფი საერო პირების მისამართით. სისხლის სამართლის საქმეზე კი გამოძიება გრძელდება, თუმცა ბრალდებულის მიერ თანამშრომლობაზე გამოთქმული მზაობის მიუხედავად, მამა გიორგი მამალაძე ჯერ კიდევ არ არის დაკითხული ისევე, როგორც შორენა თეთრუაშვილი, რომლის მკვლელობის მომზადებასაც ედავებიან დაკავებულ დეკანოზს. ვიკა ბუკიას რეპორტაჟი.
წაკითხვა
ე.წ. ციანიდის საქმე - სკანდალური დაკავების დეტალები და საზოგადოების კითხვები
გადაცემას რასაკვირველია ე.წ. ციანიდის საქმითა და პროკურატურის მიერ, დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების შემდეგ განვითარებული მოვლენებით ვიწყებთ. გასული კვირის განმავლობაში ძალიან ბევრი კითხვა და ბრალდება გაჟღერდა. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ შეკითხვების დიდი ნაწილი პასუხგაუცემელი რჩება. სასულიერო პირს მკვლელობის მცდელობის ბრალი აქვს წაყენებული. პროკურატურა მცირე ინფორმაციას ავრცელებს და ამ ინფორმაციას აზრთა სხვადასხვაობა მოსდევს. დაცვის მხარე გაუთქმელობის ხელწერილის გამო დუმს. გამოძიებისგან დამატებითი ინფორმაციის გასაჯაროებას ითხოვენ და ელოდებიან. მანამდე კი დიდი აქცენტი საპატრიარქოში არსებულ ვითარებაზე კეთდება. სკანდალურ საქმესთან დაკავშირებული მოვლენების განვითარებას ვიკა ბუკიას რეპორტაჟში ვნახავთ. 
წაკითხვა
„ფატალური საფრთხეები” - თბილისის ისტორიის მუზეუმში როკო ირემაშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა
თბილისის ისტორიის მუზეუმში როკო ირემაშვილის ნამუშევრების გამოფენა „ფატალური საფრთხეები” გაიხსნა. მულტიმედიური პროექტის კონცეფცია ასახავს რისკებს, რომლებიც ადამიანს დაბადებამდე უქმნის საფრთხეს. ეს პროცესი გრძელდება მისი ზრდის, განვითარების, ჩამოყალიბებისა და ხანდაზმულობის დროს. თანამედროვე მხატვარი როკო ირემაშვილი აპოლონ ქუთათელაძის სამხატვრო აკადემიის პედაგოგი და მრავალი პროექტის ავტორია. მისი ნამუშევრები სხვადასხვა ქვეყნის კერძო კოლექციებში ინახება. მის ახალ პროექტ „ფატალურ საფრთხეებს” ვიკა ბუკია გაეცნო.
წაკითხვა
პრემიერის განცხადება ბარებში არსებულ დისკრიმინაციასა და კანონდარღვევაზე - რა მდგომარეობაა საქართველოში პროსტიტუციასთან დაკავშირებით
ეკონომიკური და პოლიტიკური მოვლენების მიუხედავად, გასულ კვირას, სრულიად მოულოდნელად, მთავრობის სხდომაზე, პროსტიტუციის საკითხი გააქტიურდა. თავდაპირველად ყურადღება ვარდების მოედნის ქვეშ მდებარე ბარებსა და იქ არსებული დისკრიმინაციისა თუ კანონდარღვევის შესახებ პრემიერის განცხადებამ მიიქცია ყურადღება, შემდეგ კი გიორგი კვირიკაშვილმა დააზუსტა თუ რას ეხებოდა მისი განცხადება. რა მდგომარეობაა საქართველოში პროსტიტუციასთან დაკავშირებით? პრობლემით, რომელიც ქვეყნისთვის არახალია, ვიკა ბუკია დაინტერესდა.  
წაკითხვა