საზოგადოებრივი
104.5 FM
რატი ხვისტანი
ჟურნალისტი
g 931 Posts
g 0 Views

რეპორტაჟები

ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია - დეპუტატებმა მარიხუანის და კანაფის მცირე ოდენობისთვის საპატიმრო სასჯელის გაუქმებას მხარი დაუჭირეს
ვიდრე ქვეყნის უზენაესი კანონის სადავო მიმართულებების ბედი გაირკვევა, პარლამენტმა ნარკოპოლტიკის ლიბერალიზაციის მიმართულებით პირველი ნაბიჯი გადადგა. დეპუტატებმა მარიხუანის და კანაფის მცირე ოდენობისთვის საპატიმრო სასჯელის გაუქმებას მხარი დაუჭირეს. ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია არ შეეხებათ ნარკომოვაჭრეებს. ამ შემთხვევაში კანონი უფრო გამკაცრდება. საკითხი კიდევ ერთხელ მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ჯგუფ ბირჟა მაფიის წევრები ჯერ დააკავეს, შემდეგ კი გაათავისუფლეს. შეგახსენებთ, საქმეზე ერთდროულად ორი გამოძიება მიმდინარეობს. ერთი ახალგაზრდების ბრალეულობას იკვლევს. მეორე კი იმ პოლიციელის, რომელსაც ნარკოტიკების ჩადებაში ადანაშაულებენ. 
წაკითხვა
დემირელის სახელობის კოლეჯის მენეჯერი წინასაექსტრადაციო პატიმრობაშია - რას ითხოვს ოფიციალური ანკარა
ქართველი სამართალდამცველები თურქი კოლეგებისგან დამატებით ინფორმაციას ელოდებიან. დემირელის სახელობის კოლეჯის მენეჯერი კი წინასაექსტრადაციო პატიმრობაში რჩება. თურქეთის მოქალაქეს ოფიციალური ანკარა ტერორისტულ საქმიანობასა და ფეთჰულა გიულენთან კავშირს ედავება. ამ ბრალდებით თურქეთში უკვე დააკავეს ან სამსახურიდან გაათავისუფლეს ათი ათასობით მოქალაქე. ვიდრე იუსტიციის სამინისტრო მუსტაფა ემრე ჩუბუკის ექსტრადაციაზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს, ინტერნეტში დაკავებულის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერები გროვდება. რატი ხვისტანის სიუჟეტი
წაკითხვა
რატომ გეგმავს ხელისუფლება თვითმმართველი ქალაქებისთვის სტატუსის გაუქმებას და რას გამოიწვევს აღნიშნული პროცესი
რატომ გეგმავს ხელისუფლება თვითმმართველი ქალაქებისთვის სტატუსის გაუქმებას. მმართველი გუნდის განზრახვას მოქალაქეების ნაწილი, არასამთავრობო სექტორი, პრეზიდენტი და ოპოზიცია იწუნებს და კითხვებზე პასუხსაც ითხოვს. ინფრასტრუქტურის სამინისტროში, საიდანაც წამოვიდა ინიციატივა, ბიუროკრატიის და შესაბამისად, მისი შენახვისთვის აუცილებელი თანხების დაზოგვაზე ამახვილებენ ყურადღებას, თუმცა საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის მსგავსად, მათემატიკა აქაც დავის მიზეზია. სამოქალაქო საზოგადოება 5 მილიონიან ეკონომიას ითვლის, ინფრასტრუქტურის სამინისტრო კი 40 მლნ-ს. ვიდრე მხარეები დავობენ, თვითმმართველი ერთეულების ნაწილმა ინიციატივას უკვე დაუჭირა მხარი. რატი ხვისტანი თემის დეტალებით.
წაკითხვა
დასაქმებულთა უსაფრთხოების ნორმები - როდის დაიწყება საწარმოებზე მონიტორინგი და რას ითხოვენ მაღაროელები
ეს არ არის პირველი შემთხვეევა, როდესაც დასაქმებულები სამუშაოს შესრულებისას იღუპებიან, თუმცა სწორედ ამ შემთხვევის შემდეგ, ჯანდაცვისა და ეკონომიკის მინისტრების ერთობლივი ბრძანებით იქმნება მონიტორინგის სპეციალური ჯგუფი, რომელმაც საწარმოები უნდა შეამოწმოს. პროფკავშირები კი შრომის ქმედითი ინსპექციის შექმნას უკვე დიდი ხანი ითხოვენ. მომხდარ  შემთხვევასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ითვალისწინებს. ამ მუხლით, ბოლო ორი წლის განმავლობაში 280-მდე საქმე აღიძრა. სასამართლომდე მხოლოდ 20 მივიდა, თავისუფლების აღკვეთით კი ოთხი პირი დაისაჯა.
წაკითხვა
ქუთაისი, ამბროლაური, ჩოხატაური -როგორ მიმდინარეობს საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვა
საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების სახალხო განხილვა გრძელდება. სამი რაუნდი უკვე შედგა. უზენაეს კანონში შესატანი ცვლილებების შინაარსი ხვალ ბათუმში უნდა განიხილონ. სავარაუდოდ, ხვალიდან პროცესში საქართველოს პრეზიდენტიც ჩაერთვება, რომელიც როგორც ცნობილია, ინიციატივების ნაწილს იწუნებს.როგორ მიმდინარეობს საყოველთაო-სახალხო განხილვა - რატი ხვისტანი განავრცობს თემას.
წაკითხვა
რა იცვლება კონსტიტუციაში - უზენაეს კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიმოხილვა #მოამბეში
2017 დამოუკიდებელი საქართველოს არსებობაში შეიძლება კიდევ ერთი ისტორიული წელი გახდეს. ქვეყანაში კონსტიტუცია იცვლება. უზენაეს კანონში საკონსტიტუციო კომისიამ 50-ზე მეტი ცვლილება მოამზადა. მათი ნაწილი პოლიტიკური სპექტრისა და სამოქალაქო საზოგადოების უკმაყოფილებას იწვევს. დოკუმენტი ორშაბათს პარლამენტს უნდა გადაეგზავნოს, შემდეგ ვენეციის კომისიას. დაიწყება სახალხო განხილვები და საბოლოოდ დამტკიცების პროცედურები საკანონმდებლო ორგანოში. სადავო მუხლებსა და უზენაეს კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე ნახეთ რატი ხვისტანის სიუჟეტი.
წაკითხვა
თურქეთი სუპერსაპრეზიდენტო რესპუბლიკა ხდება - შეცვლის თუ არა რეჯებ ტაიპ ერდოღანი პოლიტიკას
ამბობს თუ არა თურქეთი უარს ევროპულ ღირებულებებზე. რეჯებ ტაიპ ერდოღანის მიერ გატარებული საკონსტიტუციო ცვლილებებით, თურქეთი სუპერსაპრეზიდენტო რესპუბლიკა ხდება. ქვეყნის პირველ პირს უპრეცედენტოდ მაღალი ძალაუფლება ენიჭება. ერდოღანი მოქალაქეებისთვის კიდევ ერთი შეკითხვით აპირებს მიმართვას. უნდა აღდგეს თუ არა ქვეყანაში სიკვდილით დასჯა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში განვითარებული მოვლენების გამო, ევროპელმა ლიდერებმა თურქეთი არაერთხელ გააკრიტიკეს, თუმცა ანკარას პასუხი არ მორიდებია. ეუთო ქვეყანას ახლა რეფერენდუმის შედეგების გადათვლისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ პროცესი ევროპულ სტანდარტებს არ შეესაბამებოდა. ერდოღანს გამარჯვება უკვე მიულოცა დონალდ ტრამპმა. იცვლება თუ არა თურქეთის პოლიტიკა და ურთიერთობა მოკავშირეებთან.  რატი ხვისტანი ისაუბრებს სტამბოლიდან.  
წაკითხვა
რეფერენდუმი თურქეთში - ქვეყანაში უსაფრთხოების ზომები ამ დრომდე გამკაცრებულია
თურქეთში უსაფრთხოების ზომები ამ დრომდე გამკაცრებულია. ქვეყანაში რეფერენდუმი დასასრულს უახლოვდება. დიარბაქირის პროვინციაში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან, დღეს ცეცხლი გახსნეს. დაიღუპა ორი ადამიანი.55-მილიონიანი ამომრჩეველი ისტორიული გადაწყვეტილების მონაწილეა. მოსახლეობამ არჩევანი უნდა გააკეთოს, სურს თუ არა, რომ ქვეყანა საპარლამენტოდან სუპერ-საპრეზიდენტო მმართველობაზე გადავიდეს. ერდოღანის პროექტის მიხედვით, იზრდება პრეზიდენტის უფლებები, პრემიერ-მინისტრის თანამდებობა კი უქმდება. ასევე ცვლილებები საპარლამენტო მანდატთა რაოდენობის 550-დან 600-მდე გაზრდას და თურქეთის უზენაესი სასამართლოსა და პროკურორების კოლეგიის რეფორმირებას გულისხმობს. ოპოზიციის და არასამთავრობოების ნაწილი ცვლილებებს კატეგორულად ეწინააღმდეგება. რეფერენდუმის მიმდინარეობას #მოამბის გადამღები ჯგუფი აშუქებს. სტამბოლში რატი ხვისტანი მუშაობს.  
წაკითხვა
ქიმიური თავდასხმა სირიაში - როგორია მსოფლიო ლიდერების შეფასებები და ოფიციალური მოსკოვის პასუხი
მორიგი ნაბიჯი ესკალაციისკენ თუ რამდენიმე წლიანი კონფლიქტის მოსაგვარებლად განხორციელებული მოქმედება - სირიაში, იდლიბის რაიონში ამბოხებულების წინააღდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების შემდეგ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ის ავიაბაზა დაბომბა, რომლიდანაც სადაზვერვო ინფორმაციით, რუსეთის მხარდაჭერილი ძალების ბომბდამშენები აფრინდნენ და ქალაქი ხან-შეიხუნი დაბობეს. ოფიციალური მოსკოვი უარყოფს, რომ ასადის ძალებმა ქიმიური იარაღი გამოიყენა, თუმცა სირიის კონფლიქტის გამო, ვაშინგტონ-მოსკოვის დაპირისპირებას ახლა უკვე მთელი მსოფლიო ყურადღებით აკვირდება. ჯერ უცნობია, გააქტიურდება თუ არა ამერიკის შეერთებული შტატები სირიაში უფრო მეტად, თუმცა ანალიტიკოსები დარწმუნებულები არიან, რომ კრემლი უკან დახევას არ გეგმავს.  რა მოხდა სირიაში და როგორია მსოფლიოს რეაქცია - ნახეთ რატი ხვისტანის სიუჟეტში. 
წაკითხვა
ე.წ მოსმენების კანონი - NGO-ები სტრასბურგში სასამართლო დავას გეგმავენ
საქართველოს პარლამენტის მიერ, ფარული მოსმენის შესახებ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები კვლავ სადავოა. მმართველ გუნდში თვლიან, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც მიყურადების წინა რეგულაცია კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ მიიჩნია, ახალი ნორმებით ქვეყნის უზენაეს კანონთან თანხვედრაში მოდის. თუმცა, განსხვავებულია საქართველოს პრეზიდენტის, სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანების პოზიცია. სადავო კანონი ახლა საკონსტიტუციო სასამართლოსთან ერთად, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოშიც გასაჩივრდება. 
წაკითხვა
პრეზიდენტის არჩევის წესი - რა ინიციატივებზე მსჯელობენ საკონსტიტუციო კომისიის წევრები
როგორ უნდა ავირჩიოთ პარლამენტი, პრეზიდენტი და სახალხო დამცველი. ეს იმ საკითხთა ნაწილია, რომლებზეც გასულ კვირას, საკონსტიტუციო კომისიამ იმსჯელა. ქვეყნის უზენაეს კანონში განსახორციელებელ ცვლილებებზე პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფების წარმომადგენლები თუ შესაბამისი მიმართულებების სპეციალისტები მუშაობას განაგრძობენ. ცვლილებების პაკეტის შესამუშავებლად კომისიას ვადა აპრილის ბოლომდე აქვს. სამუშაო ჯგუფების შეხვედრებზე გაჟღერებულ ინიციატივებზე მათ საწინააღმდეგო არგუმენტებზე ნახეთ რატი ხვისტანის რეპორტაჟი. 
წაკითხვა
შეიცვლება თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესი - რა მოდელს განიხილავს მმართველი გუნდი და როგორია კონსტიტუციონალისტების შეფასება
გახდება თუ არა საქართველოს კონსტიტუციაში კონკრეტული ცვლილების შეტანის მიზეზი გიორგი მარგველაშვილის კრიტიკული განცხადება. საქმე პრეზიდენტის არჩევის წესს ეხება. მმართველი გუნდი თვლის, რომ სახელმწიფოს მეთაური მისი უფლებებიდან გამომდინარე, პარლამენტმა უნდა აირჩიოს. ცვლილება კი ძალაში კიდევ ერთი პირდაპირი არჩევნების შემდეგ უნდა შევიდეს, თუმცა საკითხზე პრეზიდენტის მიერ გაკეთებული შეფასების შემდეგ, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ თუ პრეზიდენტის მხრიდან მსგავსი განცხადებები გაგრძელდება, უმრავლესობამ შეიძლება გადაიფიქროს და ცვლილება უკვე შემდეგი არჩევნებისთვის ამოქმედდეს. რატი ხვისტანის რეპორტაჟი. 
წაკითხვა
საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმა - რომელ გადაცემებს ემუქრებათ დახურვა
მედიასთან დაკავშირებული კიდევ ერთი საკითხი. როგორ უნდა განვითარდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი? სამეურვეო საბჭოს და აღმასრულებელ საბჭოს შორის, რომელსაც გენერალური დირექტორი ხელმძღვანელობს, შეთანხმება ამ დრომდე არ არის მიღწეული. მენეჯმენტი საკუთარი მიზნის ერთგული რჩება და მთავარ აქცენტს კვლავ რეიტინგზე აკეთებს, თუმცა ეს პოზიცია მიუღებელია, როგორც მეურვეებისთვის, ისე მაუწყებლის თანამშრომელთა დიდი ნაწილისთვის. ყველა თანხმდება, რომ პრობლემების აღმოფხვრა აუცილებელია, თუმცა თანხის დაზოგვის გარდა, საბოლოო მიზნის მიღწევის სტრატეგია-ტაქტიკამდე ჯერ საუბარი არ მისულა. სამეურვეო საბჭოს მორიგი სხდომა სამშაბათს გაიმართება. მანამდე კი მენეჯმენტი თვლის, რომ წინსვლისთვის მაუწყებლის პირველი არხის დღევანდელ ბადეში არსებული 14 პროექტი, რეიტინგის გამო უნდა დაიხუროს.   
წაკითხვა
როგორ უნდა განაგრძოს მუშაობა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა - საკითხზე დისკუსია მიმდინარეობს
შევაჯამოთ საზოგადოებრივი მაუწყებლის ირგვლივ, გასული ერთი კვირის განმავლობაში განვითარებული მოვლენები. ვნებათაღელვა, სამუშაო შეხვედრები, დასმული კითხვები თუ გაცემული პასუხები. ორშაბათის შემდეგ წარმართული პროცესების შეჯამება რატი ხვისტანის რეპორტაჟში.
წაკითხვა
ვინ აუნაზღაურებს ზარალს ხანძრით დაზარალებულებს - „ბავშვთა სამყაროს“ მოვაჭრეები ეჭვობენ, რომ ხანძარი შემთხვევითობა არ იყო
ამ დრომდე უცნობია, ვინ და როგორ აუნაზღაურებს დანაკარგს სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროში“ ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს. ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერ დადგენილი არ არის. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ კონკრეტულ გადაწყვეტილებას დრო სჭირდება. მოქალაქეები კი ვისი საქონელიც სპეციალურ სეიფებში არ ინახებოდა, დღემდე დამწვარ შენობაში შესვლას ითხოვს, იმ იმედით, რომ იქიდან რაიმეს გამოტანას მაინც შეძლებს. მოვაჭრეებიც და სავაჭრო ცენტრის დირექტორიც ეჭვობენ, რომ ხანძარი შემთხვევითობა არ იყო. გამოძიება დაიწყო, ისევე როგორც გასულ წლებში, სხვადასხვა ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შემთხვევაში. ასეთი კი სულ ათი იყო. თუმცა გამოძიება ჯერ არცერთზე დასრულებულა. 
წაკითხვა
ე.წ კაბელების საქმე, პრეზიდენტის ვეტო და დეპუტატების შეფასებები
პრეზიდენტის გადაწყვეტილებებით გაოცებული მმართველი გუნდი. გასული კვირის განმავლობაში გიორგი მარგველაშვილმა კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებით ორჯერ ისარგებლა. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისთვის ორივე შემთხვევა შეიძლება ითქვას მოულოდნელი აღმოჩნდა. სახელმწიფოს პირველმა პირმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ე.წ კაბელების საქმეზე მსჯავრდებული პირები შეიწყალა. თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები უკვე გათავისუფლდნენ ციხიდან. მანამდე კი მარგველაშვილმა მართლმსაჯულების მესამე ტალღად წოდებული რეფორმის კანონებს ხელი არ მოაწერა და მოტივირებული შენიშვნებით უკან პარლამენტში დააბრუნა. ე.წ კაბელების საქმეზე უმრავლესობის ნაწილს კითხვები აქვს. რას გეგმავენ დეპუტატები პრეზიდენტის ვეტოზე ჯერ უცნობია. გაიზიარებენ თუ არა წინა შემთხვევის მსგავსად კანონმდებლები მოტივირებულ შენიშვნებს თებერვალში გაირკვევა. კონკრეტულად რას ეხება პრეზიდენტის ვეტო? რატი ხვისტანის რეპორტაჟი.  
წაკითხვა
მზარდი ევროსკეპტიციზმი - მიზეზები და ექსპერტების შეფასებები
ევროსკეპტიციზმი იზრდება თავად ევროპის კონტინენტზეც. ამ მიზეზებს ექსპერტები სხვადასხვა პრობლემურ მიმართულებაში ხედავენ. ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კი კვლავ რუსული პროპაგანდა სახელდება.
წაკითხვა
ვის დარჩება ენმ-ს მიერ შექმნილი ფრაქცია პარლამენტში
სავარაუდოდ, მომავალ კვირას გაირკვევა ვის დარჩება საქართველოს პარლამენტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შექმნილი ფრაქცია. მას შემდეგ, რაც პარტიიდან გასულმა წევრებმა, მას სახელი და თავმჯდომარე შეუცვალეს, ყოფილ თანაგუნდელებს მიხეილ სააკაშვილის ჯგუფის წევრები ბრალდებებს უყენებენ. „ევროპული საქართველოს“ დეპუტატი თინათინ ბოკუჩავა ორმაგ თამაშში და პროცედურულ ხრიკებში ადანაშაულებს. 
წაკითხვა