საზოგადოებრივი
104.5 FM
თათია ბუხრაშვილი
ჟურნალისტი
g 334 Posts
g 0 Views

რეპორტაჟები

მზადება „ოქროს გლობუსისთვის" - რა მოლოდინი აქვთ კინოკრიტიკოსებს
რამდენიმე საათში, ლოს-ანჯელესში, ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაცია „ოქროს გლობუსის" მფლობელებს 74-ედ გამოავლენს. სასტუმრო „ბევერლი ჰილტონის" წითელი ხალიჩა ვარსკლავების მისაღებად უკვე მზად არის. დაჯილდოების ცერემონიამდე კინოკრიტიკოსები „ოქროს გლობუსის" სხვადასხვა ნომინაციის სავარაუდო გამარჯვებულებს ასახელებენ. გამართლდება თუ არა მათი პროგნოზი მალე გაირკვევა. საზეიმო ცერემონიის დეტალებზე თათია ბუხრაშვილი სიუჟეტში. 
წაკითხვა
91 წელი პირველი რადიომაუწყებლობიდან - საიუბილეო თარიღი და განსხვავებული ეთერი პირველ არხზე
საზოგადოებრივი მაუწყებელი პირველი ქართული და ერთ-ერთი პირველი ევროპული რადიოს 91 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, სპეციალურად, რადიოგადაცემები ტელესივრცეში ინაცვლებს და მაყურებელს, მსმენელთან ერთად, განსხვავებულ საზეიმო ეთერს სთავაზობს. საიუბილეო თარიღის აღნიშვნა გრანდიოზული კონცერტით დასრულდება. კონკრეტულად რა გელოდებათ 23 მაისს პირველ არხზე, თათია ბუხრაშვილის რეპორტაჟიდან გაიგებთ.
წაკითხვა
მსოფლიო რბენა - აქცია ზურგის ტვინის დაზიანების მქონე ადამიანების დასახმარებლად
6 კონტინენტი, 33 ქვეყანა და 100 000-ზე მეტი მორბენალი - საქველმოქმედო რბენა მსოფლიოს აერთიანებს. აქტივობა ყველა ქვეყანაში ერთდროულად დაიწყო, მიუხედავად სხვადასხვა ადგილობრივი დროისა და განსხვავებული კლიმატური პირობებისა. მონაწილეებს ერთი მიზანი - ქველმოქმედება ამოძრავებდათ. მსოფლიო ზურგის ტვინის დაზიანების მქონე ადამიანების დასახმარებლად კიდევ ერთხელ გაერთიანდა. ყველაზე მასშტაბურ მსოფლიო რბენაში საქართვლოდან 6 500 მსურველი მონაწილეობს. ქველმოქმედებაში ჩართულია საზოგადოებრივი მაუწყებელიც. გარდა იმისა, რომ მაუწყებლის თანამშრომლები უშუალოდ იღებენ სირბილში მონაწილეობას, არხი, ასევე, სპეციალური აპლიკაციით მსოფლიო რბენის მონაწილეებს საშუალებას აძლევს, საკუთარი შედეგი სხვებსაც გაუზიარონ. როგორ მიმდინარეობდა დილიდან მზადება - ნახეთ რეპორტაჟი.
წაკითხვა