საზოგადოებრივი
104.5 FM
ბესიკ გაფრინდაშვილი
რეჟისორი
g 1 Posts
g 0 Views

რეპორტაჟები

„მერა დეშ“ - ჩემი ქვეყანა
• ინდოელი მოგზაურის ქართული თავგადასავალი, რომელიც წმინდა ქეთევან დედოფლის ნეშთის ძიებაში იყო ჩართული და ბოლივუდის გადაღებებში მონაწილეობდა. • ინდოელი, რომელმაც აქ ოჯახი შექმნა და რამდენიმე კულტურულ პროექტს გეგმავს სამომავლოდ. ბესიკ გაფრინდაშვილისა და ნინო კაკაურიძის #ტელებლოგი "მერა დეშ - ჩემი ქვეყანა"
წაკითხვა
„დაკარგული ქართველი ქალი“
• როგორ მოხვდა ემიგრაციაში მცხოვრები მარიამ კერესელიძე ნაცისტური გერმანიის სპეცსამსახურებში. • ქართველი მზვერავი ქალის საიდუმლოებებით მოცული ცხოვრების გრძელი ისტორია. • ვინ იყო პავლე ჯორჯაძე, იგივე შახოვსკი - ორი, ქართველი საიდუმლო აგენტი სხვადასხვა მხარეს და სიყვარული უცხო მიწაზე. • სამშობლოს ნახვის სურვილში განვლილი მთელი ცხოვრება და მარიამ კერესელიძის უცნობი წერილები ბესიკ გაფრინდაშვილისა და არჩილ შუბაშვილის ფილმი - "დაკარგული ქართველი ქალი".
წაკითხვა
„მძიმე მაჯა“
ერთ წამში დაკარგული ხელის მტევნები. ფოტოალბომში დარჩენილი ტკბილი წარსული და შეგუება მძიმე რეალობასთან. ტარიელ კრაველიძე ბესიკ გაფრინდაშვილის ფილმში - "მძიმე მაჯა".
წაკითხვა
„გენერალი მაღლაკელიძე“ (მეორე ნაწილი)
• კონსპირაციული ჩანაწერები, რომელიც მხოლოდ ოთხი ათეული წლის შემდეგ გახდა ცნობილი. • ქართველი გენერლის საიდუმლოებებით მოცული ისტორია. • გზა დამოუკიდებელი საქართველოს გენერალ-გუბერნატორობიდან მესამე რაიხის ქართული ლეგიონის ხელმძღვანელობამდე.არჩილ შუბაშვილისა და ბესიკ გაფრინდაშვილის ფილმი - "გენერალი მაღლაკელიძე"„გენერალი მაღლაკელიძე“ (პირველი ნაწილი)
წაკითხვა
„გენერალი მაღლაკელიძე“ - (პირველი ნაწილი)
• კონსპირაციული ჩანაწერები, რომელიც მხოლოდ ოთხი ათეული წლის შემდეგ გახდა ცნობილი. • ქართველი გენერლის საიდუმლოებებით მოცული ისტორია. • გზა დამოუკიდებელი საქართველოს გენერალ-გუბერნატორობიდან მესამე რაიხის ქართული ლეგიონის ხელმძღვანელობამდე.არჩილ შუბაშვილისა და ბესიკ გაფრინდაშვილის ფილმი - "გენერალი მაღლაკელიძე"„გენერალი მაღლაკელიძე“ (მეორე ნაწილი)
წაკითხვა
გოდერძის „ცოდვის შვილები“
თითქმის 30 წელია გასული გოდერძი ჩოხელის ფილმ  “ცოდვის შვილების”  გადაღებიდან. შემოქმედებითი ჯგუფის წევრები  იმ ადგილებს აკითხავენ,  სადაც წლების წინ გადაღებები მიმდინარეობდა და ფილმზე მუშაობის დეტალებს იხსენებენ.  მანანა ხიდაშელის და ბესიკ გაფრინდაშვილის ფილმი 
წაკითხვა
„ქეთევან წამებულის კვალდაკვალ“
• ქეთევან დედოფლის კვალდაკვალ განვლილი გზა. • ფილმი, რომელიც ექვსი წლის განმავლობაში მზადდებოდა. • ვინ მიყიდა დედოფლის მედალიონი ბრიტანეთის მუზეუმს. • საიდან მოხვდა გოაში დედოფლის წმინდა ნაწილები. • როგორ აღმოჩნდა დედოფლის კუთვნილი ღვთისმშობლის ხატი საფრანგეთში ერთ-ერთ ოჯახში. • როგორ და ვისი ხელით შეიქმნა XVII საუკუნეში დედოფლის ფრესკა ლისაბონში.ბესიკ გაფრინდაშვილის ფილმი - "ქეთევან წამებულის კვალდაკვალ"
წაკითხვა
"მონაპირე ქართველები"
გივი ოდიშარიასა და ბესიკ გაფრინდაშვილის დოკუმენტური ფილმი.
წაკითხვა
"მწვანე ოქროს ქვეყნიდან"
ოდესღაც „მწვანე ოქროს“ ქალაქად ცნობილ ოზურგეთში ჩაის პლანტაციები ეკალ-ბარდებით დაიფარა, ფაბრიკა-ქარხნები ნანგრევებად იქცა. ციტრუსიდან მიღებული შემოსავალი მიზერულია. რაიონში თითქოს დრო გაჩერდა, იქ მცხოვრები ადამიანები უფუნქციოდ დარჩნენ. ერთადერთი ნათელი წერტილი მათთვის ქართული ცეკვის ანსამბლია, რომლის ისტორიაც სუხიშვილების სახელმწიფო ანსამბლთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. ჯუმბერ დონდუა სუხიშვილების პირველი თაობის მოცეკვავე იყო. კარიერის დასრულების შემდეგ მშობლიურ მხარეში დაბრუნდა და საკუთარი ანსამბლი შექმნა.  მამის გზა გააგრძელა მისმა შვილმა – კობამ, რომელსაც უკვე რამდენიმე წელია, ყოველ კვირას უწევს ოზურგეთსა და თბილისს შორის მოგზურობა – თბილისში მას საკუთარი ანსამბლი ჰყავს, ხოლო ოზურგეთში მამას ეხმარება რეპეტიციების ჩატარებაში.  ანსამბლში უკვე რამდენიმე თაობა აღიზარდა. გურულ ბავშვებს ზამთარსა და ზაფხულში, წვიმასა და ყინვაში, სხვადასხვა სოფლიდან ხშირად, ფეხით უწევთ სტუდიაში მისვლა. ცეკვა არ არის მათთვის უბრალო გართობა, ეს ერთადერთი შანსია, გაექცნენ ერთფეროვან ყოველდღიურობას და შეცვალონ საკუთარი ბედი. მათი უმრავლესობის მთავარი ოცნება, სუხიშვილების სახელმწიფო ანსამბლში მოხვედრაა, რომელიც მათთვის ახალი სამყაროს გასაღებია. ფილმში ნაჩვენებია ორი მოცეკვავის ისტორია, რომელთაც ერთნაირი გზა, საერთო მიზანი ჰქონდათ. ერთმა შეძლო სუხიშვილების ანსამბლში მოხვედრა, ხოლო მეორე, მიუხედავად დიდი სურვილისა და მონდომებისა - ოზურგეთის ყოველდღიურობის ნაწილი გახდა. ფილმის გადაღების დროს ჯუმბერ დუნდუა გარდაიცვალა. ამ ფაქტმა მთლიანად შეცვალა როგორც ფილმის მსვლელობა, ასევე, მისი შვილის, კობას ბედი.  იგი სერიოზული დილემის წინაშე დადგა - დარჩეს თბილისში და მის მიერვე დაარსებული ანსამბლი განავითაროს, თუ სამუდამოდ გადმოვიდეს ოზურგეთში და მამის დატოვებულ სახელმწიფო ანსამბლს უხელმძღვანელოს?! სწორედ ფილმიდან შეიტყობთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს კობა; როგორია ოზურგეთის დღევანდელი ყოფა და როგორ იბრძვიან ადამიანები საკუთარი ცხოვრების უკეთესობისკენ  შესაცვლელად. სცენარის ავტორი: ნინო კაკაურიძე. რეჟისორი: ბესიკ გაფრინდაშვილი.
წაკითხვა
"საქართველოს რადიო"
23 მაისი საქართველოში რადიოს დაარსების დღეა. მას შემდეგ ცხრა ათეული წელი გავიდა. რადიოს ისტორია ზედმიწევნით ზუსტად ასახავს ეპოქის პოლიტიკურ, კულტურულ და სოციალურ რეფორმაციას. ფილმში ასახულია საქართველოს რადიოს მუშაობის ერთი დღე, გამოყენებულია უნიკალური, ექსკლუზიური საარქივო მასალა.  სცენარის ავტორი: ნინო ჩუტკერაშვილირეჟისორი: ბესიკ გაფრინდაშვილი  
წაკითხვა
ფილმი ფილმზე - "სინემას ამბავი"
ფილმი, რეჟისორ ლიანა ელიავას კინოსურათის, "სინემას" გადაღების ისტორიას ეხება. პარალელია გავლებული მის შინაარსსა და თავად ფილმის დრამატულ ბედს შორის.სცენარის ავტორი - მანანა ხიდაშელირეჟისორი - ბესიკ გაფრინდაშვილი
წაკითხვა
"მანგანუმის ქალაქში"
ფილმი ეხება დასავლეთ საქართველოში მარგანეცის კლდეებზე გაშენებულ ქალაქ ჭიათურას. აქედან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში დღემდე გადის მადანი, მაგრამ ქალაქის მოსახლეობა მძიმე სოციალურ მდგომარეობაშია. ამის მიუხედავად მოქალაქეები არ კარგავენ იუმორის გრძნობას და მომავლის იმედს.რეჟისორი - ბესიკ გაფრინდაშვილი,სცენარის ავტორი - ნინო ჩუტკერაშვილი.
წაკითხვა
რას ვსუნთქავთ?
სცენარის ავტორი მიხეილ ჩერქეზია; რეჟისორი ბესიკ გაფრინდაშვილი.
წაკითხვა