საზოგადოებრივი
104.5 FM
სალომე დადუნაშვილი
წამყვანი
g 0 Posts
g 0 Views

რეპორტაჟები

#დღემუზეუმში ქუთაისის მუზეუმის უმდიდრესი კოლექცია
წაკითხვა
ბათუმის ბოტანიკური ბაღი
წაკითხვა
ქემალ თურმანიძის კერძო ეთნოგრაფიული მუზეუმი აჭარაში
წაკითხვა
გონიოს ციხე
წაკითხვა
პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნები
• პირველნაბეჭდი წიგნების ფურცლებზე შემორჩენილი წიგნების მბეჭდავთა ანდერძები. • ხელნაწერი და ნაბეჭდი წიგნების თანაარსებობის დრო. • ვახტანგ VI-ის სტამბა და დევნილი მეფის უცხოეთში გაგრძელებული საგანმანათლებლო მოღვაწეობა. • ვენეციაში დაბეჭდილი ქართული წიგნები და ერეკლე II-ის მიერ ძლივს აღდგენილი სტამბა, რომელიც მტრის შემოსევისას სამუდამოდ გაქრა. გადაცემის სტუმარი: ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი.
წაკითხვა
ბათუმის არქეოლოგიის მუზეუმი (მეორე ნაწილი)
• როგორ ვითარდებოდა აჭარის ტერიტორიაზე ქვის ინდუსტრია, მიწათმოქმედება, ფეიქრობა, მესაქონლეობა და მეთუნეობა. • როგორ იცვლებოდა ჭურჭლის მასალა. • რა ფენომენი იყო კოლხური მეტალურგია და როგორ ერწყმოდა ადგილობრივი კულტურა უცხოურს. გადაცემის სტუმარი - პროფესორი ემზარ კახიძე გადაცემის პირველი ნაწილი
წაკითხვა
ბათუმის არქეოლოგიის მუზეუმი (პირველი ნაწილი)
• როგორ ვითარდებოდა აჭარის ტერიტორიაზე ქვის ინდუსტრია, მიწათმოქმედება, ფეიქრობა, მესაქონლეობა და მეთუნეობა. • როგორ იცვლებოდა ჭურჭლის მასალა. • რა ფენომენი იყო კოლხური მეტალურგია და როგორ ერწყმოდა ადგილობრივი კულტურა უცხოურს. გადაცემის სტუმარი - პროფესორი ემზარ კახიძე გადაცემის მეორე ნაწილი
წაკითხვა
ქართული სამოსი
• როგორ შეცვალა იარაღმა მამაკაცის ქართული, ტრადიციული ჩოხა. • რამდენნაირად შეიძლება ხევსურული თავსაბურავის შეკვრა და რა განსხვავებაა იმერელი და მეგრელი წარჩინებული ქალის სამოსში.გადაცემის სტუმრები: გულიკო კვანტიძე - საქართველოს ეროვნული მუზეუმის უფროსი კურატორი; თინა კლდიაშვილი - სამხატვრო აკადემიის დიზაინის ფაკულტეტის დეკანი; მამუკა ქაფიანიძე - საქართველოს ეროვნული მუზეუმის ისტორიისა და ეთნოლოგიის კოლექციების უფროსი კურატორი.
წაკითხვა
საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაული ურთიერთობების ისტორიის მუზეუმი
• ერი, რომელიც არაერთი განსაცდელის მსხვერპლი გახდა და რომელმაც საქართველოში მეორე სამშობლო იპოვა. • რა იმალება მრავალსაუკუნოვანი თანაცხოვრების უკან და რატომ აირჩიეს ებრაელებმა ქართულ ენაზე საუბარი. • რა არის ლაილაშის ბიბლია და რა კავშირი ჰქონდათ ქართველ მეფეებს ბიბლიურ დავითსა და სოლომონთან. • ქორწინების ტრადიციები ებრაულ თემში. მე-19 საუკუნის კოსტიუმების ბრწყინვალე ნიმუშები. გადაცემის სტუმარი - ზაირა დავარაშვილი  
წაკითხვა
მარჯანიშვილის თეატრი
როგორ მოხდა, რომ საქართველოში დრამის ორი სახელმწიფო თეატრი გვაქვს. • კოტე მარჯანიშვილის ქუთაისში თავიდან დაწყებული ცხოვრება და თეატრი, რომელიც დღეს მის სახელს ატარებს. • როგორ გადაიქცა ზუბალაშვილების სახლი კოტე მარჯანიშვილის სახელმწიფო თეატრად და რა ცხოვრებით ცხოვრობს დღეს ეს სივრცე. გადაცემის სტუმარი - რეჟისორი ლევან წულაძე 
წაკითხვა
ეთნოგრაფიული მუზეუმი
• საქართველო, რომელიც 52 ჰექტარზე დაეტია. • ეთნოგრაფების მიერ ჩვენი ქვეყნის ყველა კუთხეში მოძიებული და თბილისში გადმოტანილი სახლები. • როგორ აყალიბებდა ყოფა არქიტექტურას, რა წეს-ჩვეულებებსა და ტრადიციებს მისდევდნენ საქართველოს სხვადასხვა ეთნოგრაფიულ ზონაში. გადაცემის სტუმარი - ეთნოგრაფი ელდარ ნადირაძე.
წაკითხვა
მწერალთა სახლი
• ბედნიერებითა და სიხარულით აღსავსე სახლი, რომელმაც ბნელი წლებიც განვლო. • რა საერთო აქვთ ტიტანიკსა და მწერალთა სახლს. • რა საიდუმლოებებს ინახავს აღმოსავლური ოთახი. • ვის დაუტოვა სინამდვილეში დავით სარაჯიშვილმა XX საუკუნის დასაწყისის უახლესი ტექნოლოგიებით აგებული შენობა. • რატომ დაასრულა პაოლო იაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით სწორედ ამ სახლში. გადაცემის სტუმრები გია მურღულია და ნატაშა ლომოური.
წაკითხვა
მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
• საქართველოს რეგიონულ მუზეუმებში დაცული საგანძური, რომელმაც ადგილობრივი ენთუზიასტების წყალობით მოაღწია ჩვენამდე. • მარტორქის ყბა, გაქვავებული მოლუსკები, კოლხურ ცული, საქართველოში აღმოჩენილი ყველაზე დიდი ბრინჯაოს ზოდი და კოლხური ვაზის გადაშენების პირას მისული უნიკალური ჯიშები. მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საინტერესო ისტორია - გადაცემის სტუმარი - არქეოლოგი ნინო სულავა
წაკითხვა
დადიანების სასახლე (მეორე ნაწილი)
• ფერფლიდან ფენიქსივით აღმდგარი დადიანების საგვარეულო კარ-მიდამო, რომელსაც სამუდამოდ გადაეჯაჭვა დავით დადიანისა და ეკატერინე ჭავჭავაძის შვილების ცხოვრებისეული ისტორია. • ეკატერინე ჭავჭავაძის შრომით მოხიბლული საფრანგეთისა და რუსეთის საიმპერატორო კარი. საიდუმლოებით მოცული ხანძარი და საქართველოში ჩასიძებული პრინც მიურატის თვითმკვლელობა. • დიდებული სასახლის მფლობელების ბრწყინვალე, მაგრამ ტრაგიკული ცხოვრება.გადაცემის სტუმარი - კახა ფარცვანიაგადაცემის პირველი ნაწილი
წაკითხვა
დადიანების სასახლე (პირველი ნაწილი)
• დიდებული სასახლე, რომელსაც დიდებული გვარის ისტორიები ახსოვს. • ერთ-ერთი ულამაზესი არქიტექტურული კომპლექსი საქართველოში. • რა რელიგიურ საგანძურს ინახავდა დადიანების სასახლე და როგორ აღმოჩნდა ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდე - ღვთისმშობლის კვართი საქართველოში. გადაცემის სტუმარი - ლილი ბერაიაგადაცემის მეორე ნაწილი
წაკითხვა
რას ნიშნავს ამა თუ იმ კულტურაში სხვადასხვა ცხოველი თუ ფრინველი
რა იმალება ადამიანის სურვილის მიღმა, უხსოვარი დროიდან, გამოსახოს ფრინველთა და ცხოველთა სამყარო - რას ნიშნავს ამა თუ იმ კულტურაში სხვადასხვა ცხოველი თუ ფრინველი. გადაცემის სტუმარი - მზია შარაშიძე
წაკითხვა
ძალისის ნაქალაქარი
• არის თუ არა მუხრანის ველზე აღმოჩენილი ნაქალაქარი ბერძნულ წყაროში მოხსენიებული იბერიული ქალაქი ძალისი. • ვინ სარგებლობდა რომის იმპერიის უახლესი მიღწევების კომფორტით, ვინ შექმნა კავკასიაში აღმოჩენილი, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოზაიკური იატაკი და რა ბედი ეწევა ძალისის ნაქალაქარს XXI საუკუნეში. გადაცემის სტუმარი - ისტორიკოსი მიხეილ ბახტაძე 
წაკითხვა
მცხეთა - ქალაქი, რომელიც საქართველოს არსებობის ყველა ეტაპზე სავაჭრო, კულტურული და რელიგიური ცენტრის ფუნქციას ინარჩუნებს
• რას უნდა ვუმადლოდეთ დიდი მცხეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი უცხოური და ადგილობრივი წარმოების ფუფუნების საგნებისა და სამკაულების სიმრავლეს. • ადამიანური ისტორიები, რომელთა ამოკითხვა მეცნიერებმა მშრალ ისტორიულ წყაროებში შეძლეს. გადაცემის სტუმარი - ბუბა კუდავა.
წაკითხვა