GPB
104.5 FM
გურამ წიბახაშვილი
stuff
g 0 Posts
g 0 Views

Info

პროფესიულ ფოტოგრაფიაში 1980 - იანი წლებიდან მოღვაწეობს. 

კავკასიაში პირველი ფოტოჟურნალის "ფოტოგრაფის" მთავარი რედაქტორი. თბილისის ფოტოგრაფიის სახლის და კავკასიის კულტურული განვითარების ცენტრის ფოტოგრაფიის უმაღლესი სკოლის თანადამფუძნებელი. 

თანამშრომლობს სხვადასხვა პერიოდულ ბეჭდურ გამოცემებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო გაზეთებსა და ჟურნალებთან. 

გალერეა "კონტეინერის" თანადამფუძნებელი.  ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას - ასწავლის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედია სკოლასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.  

მონაწილეობა აქვს მიღებული ასამდე საერთაშორისო და ადგილობრივ, პერსონალურ და ჯგუფურ გამოფენაში. 

მასზე რეცენზიები გამოქვეყნებულია ევროპულ და ქართულ კატალოგებსა და ჟურნალებში.

"ფოტოგრაფია რეალობის ასახვა კი არა, თვითონ ახალი რეალობაა" - ჟან ლუკ გოდარის ეს სიტყვები ფოტოხელოვანის ყველაზე საყვარელი ფრაზაა.